კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერენა 82 ათასით დასაჯეს


მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგბურთელი, ამერიკელი სერენა უილიამსი 82 ათასი დოლარით დააჯარიმეს. ასეთი გადაწყვეტილება მსოფლიო საჩოგბურთო ასოციაციამ გასულ კვირას გამართულ სხდომაზე მიიღო. საქმე წელს, ამერიკის ღია პირველობაზე მომხდარ შემთხვევას ეხება. ნახევარფინალში უილიამსი კიმ კლიისტერსთან მარცხდებოდა და მსაჯის გადაწყვეტილება არ მოეწონა, რის შემდეგაც იგი არბიტრთან მივიდა, ჯერ დედამისი მოიკითხა, მერე კი ყველას გასაგონად უღრიალა, ამ ბურთს მყრალ პირში ჩაგჩრიო.

„ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ როცა უილიამსს შევხედეთ, მივხვდით, რომ იგი უარესს ელოდა და ვფიქრობთ, იმსახურებდა კიდეც“, – ასეთია დისციპლინართა განცხადება.

რაც შეეხება სასჯელს. სერენა ჯარიმის სახით 82 ათას დოლარს გადაიხდის და თუ ორი წლის განმავლობაში ანალოგიურ რამეს გაიმეორებს, ჯარიმა 175 ათასი იქნება და დიდი მუზარადის ერთ ტურნირზე დისკვალიფიკაციაც დაემატება. აქამდე ყველაზე დიდი ფინანსური სასჯელი საჩოგბურთო სამყაროში ჯეფ ტარანგოს ჰქონდა დაკისრებული, რომელსაც წლების წინ, თითქმის იგივე ქმედების გამო 48-ათასიანი სასჯელი დააკისრეს.

არმაზ ხარძიანი


скачать dle 11.3