კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიარდერი გოლფისტის ავარია მოდელს დაბრალდა


გასულ კვირას მსოფლიოს უმდიდრესი სპორტსმენი, პლანეტის უძლიერესი მეგოლფე ტაიგერ ვუდსი დაიმტვრა. იგი სახლთან ახლოს ჯერ სახანძრო მანქანას შეეჯახა, მერე კი ხეს შეასკდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვუდსი მძიმედ არ დაშავებულა და ისტორია თითქმის ამით უნდა დასრულებულიყო. მაგრამ, გოლფისტის ცოლმა არ მოისვენა და პოლიცია შეაწუხა, დამიდგინეთ, ისეთ სწორ ადგილზე ავარიის მიზეზი რა იყო, საქმე უბრალო შემთხვევასთან არ გვაქვსო. ჰოდა, ერთ-ერთ პოლიციელს წამოსცდა, ალბათ, იმ ქალის ბრალი იყო, ტაიგერს გვერდით რომ ეჯდაო და...

აი, ამ სიტყვების შემდეგ ვუდსს ცოლი პირდაპირ საავადმყოფოში მიეჭრა და რაც ავარიამ დააკლო, მეუღლემ დაუმატა. ვუდსმა თავიდან ყველაფერი უარყო, მერე კი აღიარა, რომ გზად ვიღაც გოგონა ჩაისვა, რომელიც ქუჩაში იდგა და ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა. ქალბატონი ვუდსი ისე როგორ მოისვენებდა, „საწყალი გოგონას“ ვინაობა არ გაერკვია და დაადგინა, რომ იგი შვედი მოდელი, ელინ ნორდეგრენი გახლდათ. სახანძროს მძღოლმა კი აღიარა, ვუდსს თვალები ჰქონდა დახუჭული და მანქანას ისე მართავდა, გვერდით არავინ ეჯდა და მეორე მგზავრის არსებობის შესახებ მას შემდეგ გავიგე, რაც დაშავებულის დასახმარებლად მივედიო. გოგონაც წინ მჯდარა და...


скачать dle 11.3