კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

პენეტამ თვალი ჰაასს დაადგა


იტალიელი ჩოგბურთელი ფლავია პენეტა ერთ დროს ესპანელ კოლეგას, კარლოს მოიას ჰყვარობდა, მაგრამ მერე მოიამ რომანი სხვასთან გააბა და ფლავიამაც დაიფიცა, თუ მომავალში ჩოგბურთელისკენ გავიხედავ, თვალები დამთხარეთო.

ჰოდა, გასულ კვირას ფლავია სატელევიზიო შოუში მიიწვიეს და მანაც სულ ჟღურტულით მოყვა, როგორ შეავლო თვალი ტომი ჰაასს.

„კი დავიფიცე, ჩოგბურთელებისკენ აღარ გავიხედავ-მეთქი, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ. ტომი ძალიან მომწონს, იგი ჩემთვის მამაკაცის იდეალია და იმედი მაქვს, სწორად გამიგებს“, – განაცხადა პენეტამ და გადაცემის წამყვანსაც კი პირი დააღებინა.

რაც შეეხება თავად ჰაასს, მას პენეტას სიყვარულის შესახებ არაფერი სმენია, მაგრამ პირობა დადო, შემდეგ ტურნირზე ერთად რომ მოვხვდებით, ყავაზე აუცილებლად დავპატიჟებო. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რაც ფლავიამ თქვა, მხოლოდ ყავაზე დაპატიჟება სისულელე იქნება.


скачать dle 11.3