კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წიწიბურას დიეტა


წიწიბურა ის პროდუქტია, რომელსაც, პრაქტიკულად, მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში იცნობდნენ. რა იყო ამის მიზეზი, ღმერთმა იცის, მაგრამ, წიწიბურა რომ უამრავი ვიტამინისა და სასარგებლო მინერალის უნიკალური საბადოა, ამაზე არავინ დავობს. ყველა სასიკეთო თუ სამკურნალო თვისებასთან ერთად, წიწიბურას დახმარებით ძალიან ადვილი და კომფორტულია წონაში დაკლება. განსაკუთრებით კარგი შედეგი გექნებათ, თუ წიწიბურას დიეტას შემოდგომით დაიცავთ, რადგან ის ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია, მისი მონელების პროცესი ხანგრძლივია (რის შედეგადაც ხანგრძლივდება დანაყრების შეგრძნება), ამასთან, გვავსებს ენერგიით. გარდა ამისა, ეს პროდუქტი ითვლება ბუნებრივ ანტიდეპრესანტად, რის გამოც სწორედ შემოდგომის პერიოდშია სასურველი მისი მიღება. წიწიბურა შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და მაგნიუმის ელემენტებს, რომლებიც აძლიერებს და არეგულირებს ნერვულ სისტემას. ეს ბურღული უამრავი დიეტის მთავარი პროდუქტია, რომელთაგან ერთ-ერთს ახლა გთავაზობთ.

წიწიბურას ყიდვისას უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო მსხვილი და უხეშია მარცვალი, მით უკეთესია მისი ხარისხი. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული, ეგრეთ წოდებული, „გაუმჯობესებული ბურღული“, რომელიც უფრო სწრაფად მზადდება, ასევე, წინასწარ გაწმენდილი ან თერმულად და ქიმიურად დამუშავებული წიწიბურა. სასურველია, ის მოამზადოთ თუჯის, სქელკედლიან ქვაბში, რადგან ასეთ ჭურჭელში სითბო თანაბრად განაწილდება შიგთავსზე და მარცვლები მაქსიმალურად დაიბერება.

წიწიბურა რთულ ნახშირწყლებს მიეკუთვნება და, როგორც უკვე გითხარით, მისი გადამუშავება ხანგრძლივად მიმდინარეობს, ამიტომ არ შეიძლება, მასთან ერთად სხვა რთული ნახშირწყლები მივიღოთ, რადგან ეს დაარღვევს მონელების პროცესს, ანუ, წიწიბურას მირთმევა არ შეიძლება საქონლისა და ფრინველის ხორცთან და სხვა ბურღულეულთან, ასევე კვერცხთან, პარკოსნებთან, თევზთან ერთად. ის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს მხოლოდ მარტივ ნახშირწყლებთან (კარტოფილის გარდა ნებისმიერ სხვა ბოსტნეულთან) ერთად მიღების შემთხვევაში. არ შეიძლება, ასევე, წიწიბურაზე პურის მიტანება, რძის ნაცვლად კი უმჯობესია, ჩვეულებრივი წყალი მივაყოლოთ.

***

შვიდივე დღის ყოველ ჯერზე წიწიბურას ერთი ულუფაა 150 გრამი. საათობრივი რეჟიმი გადაანაწილეთ ისე, რომ იკვებოთ დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე და კვებასა და კვებას შორის შეძლებისდაგვარად, თანაბარი ხანგრძლივობის შუალედი იყოს დაცული.

პირველი და მეორე დღე

პირველი და მეორე საუზმე, სადილი, სამხარი, მეორე სამხარი, ვახშამი – წიწიბურას ფაფა.

მესამე დღე

პირველი საუზმე – 1 ცალი მოხარშული კვერცხი.

დანარჩენი ხუთი კვება – წიწიბურას ფაფა.

მეოთხე დღე

პირველი საუზმე – 1 ცალი მოხარშული კვერცხი.

მომდევნო ოთხი კვება – წიწიბურას ფაფა.

ვახშამი – 1 ჩაის ჭიქა მაწონი ან კეფირი.

მეხუთე დღე

პირველი საუზმე – 1 ცალი მოხარშული კვერცხი.

მეორე საუზმე – წიწიბურას ფაფა.

სადილი – უმი, მწვანე ბოსტნეულის სალათა – 200 გრამი (კომბოსტო, სალათის ფოთლები, კიტრი, ბროკოლი).

პირველი და მეორე სამხარი – წიწიბურას ფაფა.

ვახშამი – 1 ჩაის ჭიქა მაწონი ან კეფირი.

მეექვსე და მეშვიდე დღე

პირველი საუზმე – 1 ცალი მოხარშული კვერცხი.

მეორე საუზმე – წიწიბურას ფაფა.

სადილი – მწვანე ფერის უმი ბოსტნეულის სალათა – 200 გრამი.

პირველი სამხარი – წიწიბურას ფაფა.

მეორე სამხარი – მწვანე ფერის უმი ბოსტნეულის სალათა – 200 გრამი.

სამხარი – 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი.

P. S. ყოველდღიურად აუცილებელია, მიიღოთ 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი და 2 ლიტრი წყალი. კვებასა და კვებას შორის შუალედი არ უნდა აღემატებოდეს 2-2,5 საათს.

შედეგი: შესაძლებელია 5 კილოგრამის დაკლება.

ასაკი: 15 წლის ზემოთ.

უკუჩვენება: რეკომენდებული არ არის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებებისა და ინდივიდუალური მოუნელებლობის შემთხვევაში.


скачать dle 11.3