კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჰერპესის დროს


იმუნიტეტის დაქვეითების პირველი ნიშანია ჰერპესი, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს ტუჩზე, გავრცელდეს კანზე და ლორწოვან გარსზე, მაგალითად, თვალებსა და ინტიმურ ადგილებზე. ჰერპესული კონიუნქტივიტის დროს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ექიმის რჩევები და წაისვათ მის მიერ დანიშნული ანტივირუსული მალამო.

ჰერპესული სტომატიტის დროს, დღეში რამდენჯერმე უნდა დაიმუშავოთ პირის ღრუ, კერძოდ, 1/4 ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალში გახსენით ერთი აბი აციკლოვირი. ამ ხსნარში დაასველეთ ბამბა და დაიმუშავეთ პირის ღრუ. ასე მოიქეცით ანგინის დროსაც.

ჰერპესული ციების დროს, როდესაც ტემპერატურა იმატებს, ბუშტუკები კი კანზე ვრცელდება, ჩნდება მწველი, ქავილიანი კერები, ამ დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ის ქალები, რომლებიც შვილის გაჩენას აპირებენ. მათ აუცილებლად უნდა ჩაიტარონ კვლევა ინფექციურ ვირუსმატარებლებზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი იმკურნალონ, რათა ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდშივე ამ ინფექციით არ დაავადდეს.

ხალხურ მედიცინაში არსებობს სპეციალური რჩევები და ფიტორეცეპტები ჰერპესის სამკურნალოდ, კერძოდ:

* როგორც კი იგრძნობთ ტუჩზე წვას და დისკომფორტს, რაც წინ უძღვის ჰერპესულ ბუშტუკს, წაისვით სოჭის ზეთი ან ათპროცენტიანი დინდგელის ნაყენი. შემდეგ, დილა-საღამოს წაისვით გვირილის კრემი ან გულყვითელასგან მომზადებული მალამო.

* ასევე, შველის გამონაყარზე კბილის პასტის წასმა. ის აშრობს ბუშტუკებს, აგრეთვე, ისუნთქეთ იმბირის, ლიმონის, ფიჭვის, პიტნის და გვირილის არომატები. დღის განმავლობაში დალიეთ 3-4 ჭიქა ზოგადგამაჯანსაღებელი ანტივირუსული ჩაი.

* შეურიეთ ერთმანეთს ღვიის ნაყოფი, ბარამბოს ფოთლები და შოთხვის ყვავილები, ეს ყველაფერი შეგიძლიათ, აფთიაქში შეიძინოთ. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ დაახლოებით, 20 წუთით. დალიეთ ცხელი ნაყენი. შეგიძლიათ, დაამატოთ შაქარი.

* ერთი ჩაის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით თხუთმეტი წუთით. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ათპროცენტიანი დინდგელის სპირტიანი ნაყენი და ნელ-ნელა სვით.


скачать dle 11.3