კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საოცარი თვისებებით გამოირჩეოდა სერბეთის პატრიარქი


15 ნოემბერს, კვირა დილით, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი პავლე, ერისკაცობაში გოიკო სტოიჩევიჩი. პატრიარქი პავლე, რომელიც მთელ ქვეყნაში დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა, ხშირად უნახავთ ქუჩაში მარტო, ფეხით მოსიარულე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჯერ კიდევ ორი წლის წინ იგი მძიმედ გახდა ავად და ამ ხნის განმავლობაში საუკეთესო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გასული წლის ნოემბერში სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქთა უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა პატრიარქის თხოვნა პატრიარქობიდან მისი გადადგომის შესახებ. მათ გადაწყვიტეს, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო პატრიარქი. მისი გარდაცვალების შემდეგ, სამი დღის განმავლობაში სერბეთში გლოვა იყო გამოცხადებული.


სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): სერბეთში ქრისტიანობა მეცხრე საუკუნეში გავრცელდა. მოგვიანებით, ანუ 1219 წელს, სერბეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალია მიიღო. სერბეთის ავტოკეფალიური ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი (მეთაური) იყო საბა სერბი – 1236 წლამდე. სერბეთის ეკლესიას პატრიარქი სათავეში ჩაუდგა 1346 წელს. პირველი პატრიარქი, იონიკე, ეკლესიას მართავდა 1354 წლამდე. ის იყო ცნობილი კანონისტი. სერბეთის ეკლესიის დიდი წმიდანები არიან სიმეონი და სტეფანე დეჩინსკი (მეთოთხმეტე საუკუნე), ვასილი ოსტოროჟსკი (მეჩვიდმეტე საუკუნე), სერბი თავადი მოწამე ლაზარე (1389 წელი) და სტეფანე შჩილიანოვიჩი (1515 წელი). სერბებს 1199 წლიდან დიდი სამონასტრო კომპლექსი ჰქონდათ ათონზე. სერბეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორია ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაა. სერბეთის ეკლესიას ეპარქიები აქვს ამერიკაში, კანადაში, ინგლისში, ავსტრიაში, უნგრეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, თურქეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. სერბეთის მმართველ სინოდში 34 მღვდელმთავარია.

პატრიარქ პავლეს მამა, ეროვნებით სერბი სტეფანი, მაშინ წავიდა სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მომავალი პატრიარქს ჯერ კიდევ 3 წელიც არ შესრულებოდა, მისი ძმა ახალი დაბადებული იყო. ამერიკაში ტუბერკულოზით დაავადებული მამამისი სახლში ჩამოსვლისთანავე გარდაიცვალა. დედა, ანა, ეროვნებით ხორვატი იყო. ის მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გათხოვდა, მაგრამ ძალიან მალე გარდაიცვალა. გოიკო და მისი ძმა ბებიისა და დეიდის ამარა დარჩნენ. გოიკოს აღზრდა მთლიანად დეიდამ ითავა. მოგვიანებით პატრიარქი პავლე ამბობდა: ჩემი დამოკიდებულება დედობრივი სიყვარულისადმი მთლიანად დეიდასთან არის დაკავშირებული, რომელმაც დედა შემიცვალა. მე კარგად მახსოვს მისი უსაზღვრო სიყვარული. ვფიქრობ, როდესაც გარდავიცვლები, პირველად მას შევხვდები და მერე – სხვა დანარჩენებს. რადგან გოიკოს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, ამიტომ ის სასოფლო საქმეებისგან გაათავისუფლეს და ისიც მთლიანად განათლების მიღებაზე გადაერთო. მან საშუალო კლასები თავის სოფელში დაამთავრა, შემდეგ კი ტუზლუში გადავიდა და იქ დაამთავრა სკოლა. ომის დროს იგი საეკლესიო საქმეების მინისტრის ვოისლავ იანიჩას მდივანი იყო, 1940 წელს კი ომში წავიდა სამხედრო ექიმად, მანამდე რაღაც პერიოდის განმავლობაში ის სამედიცინო ფაკულტეტზეც სწავლობდა. შემდეგ კი დაბრუნდა ბელგრადში, სადაც 1941-1942 წლებში „პრარაბად“ მუშაობდა. ბელგრადის ოკუპაციის დროს ის წმიდა სამების მონასტერში ცხოვრობდა. 1943 წლიდან კი მასწავლებლად მუშაობდა. მას ექიმებმა ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. პროგნოზები ძალიან პესიმისტური იყო. წმიდა სამების მონასტრიდან გოიკო გადავიდა ვუდჯანსკის მონასტერში, რომელიც მდებარეობდა სოფელ პრისლონიცაში და იქ დარჩა 1945 წლამდე. მონასტერში ის ტუბერკულოზისგან განიკურნა და 1946 წელს მორჩილი გახდა. 1948 წლის 7 აპრილს კი ბერად აღიკვეცა და ძალიან მალე ბერ-დიაკვნად აკურთხეს.

სერგო ვარდოსანიძე: სერბეთის ორმოცდამეოთხე პატრიარქი პავლე (გოიკო) სტოიჩევიჩი, დაიბადა 1914 წლის 11 სექტემბერს სლოვენიის სოფელ კუჩანცში. დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს სერბეთში, წმიდა სამების მონასტერში აღიკვეცა ბერად. 1949-1955 წლებში ბერ-დიაკონი პავლე რაშის მონასტრის საძმოს წევრი იყო, 1954 წელს აკურთხეს მღვდელ-მონაზვნად, 1957 წელს – არქიმანდრიტად, 1955-1957 წლებში სწავლობდა ათენის უნივერსიტეტში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 1957 წლის 29 მაისს ბელგრადის სინოდის სხდომაზე გამორჩეული იქნა პაშკო-პრიზრენსკის ეპისკოპოსად. 1988 წელს მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი. 1990 წლის ნოემბერში აირჩიეს სერბეთის ეკლესიის მეთაურად და 2 დეკემბრს შესრულდა მისი ინტრონიზაცია – აღსაყდრება. მისი ტიტულია უწმიდესი პატრიარქი სერბეთისა, მთავარეპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრად-კარლოვაცკისა. ამჟამად კი მის მოვალეობას მოსაყდრის რანგში ასრულებს ზღვისპირეთისა და ჩერნოგორიის მიტროპოლიტი ამფილოქე.

პატრიარქ პავლეს ეკუთვნოდა შემდეგი გამოთქმა: „შეუძლებელია, დედამიწა ვაქციოთ სამოთხედ, მაგრამ ხელი უნდა შევუშალოთ მის ჯოჯოხეთად ქცევას”. „თუკი ყველაფერს თავისი დრო აქვს, ვილოცოთ, რომ ჩვენი ცხოვრების წლები იქცეს ქრისტიანულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა განახლების ჟამად, უფალმა მოგვმადლოს ჟამი თავისუფლებისა, სიმართლისა, თანხმობისა, თავდადებისა, შრომისა და, ბოლოს, ჟამი გამაერთიანებელი სიყვარულისა”. 1991 წლიდან სერბეთში ინსპირირებული ომი მძვინვარებდა. სერბეთის პატრიარქი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, სიმტკიცის შენარჩუნებას. 1996 წელს უწმიდესი პავლე იმყოფებოდა საქართველოში და ის შეხვდა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

როდესაც პატრიარქ პავლეს შევხვდით, მის სახეზე იყო აღბეჭდილი ყველა ის ტკივილი, წუხილი და უბედურება, რაც სერბ ხალხს დაატყდა თავს კონფლიქტების პერიოდში, ეს იყო ბრძენი წინამძღოლი და, ამავე დროს, საოცრად მშვიდი პიროვნება. ის ამ სიმშვიდეს გადასდებდა ხალხს. იგი იყო უაღრესად თავმდაბალი ადამიანი და მის შესახებ განცვიფრებით წერდნენ როგორც უცხოურ პრესაში, ასევე სერბეთშიც. პატრიარქი პავლე ცხოვრობდა უბრალო, დაყუდებული ბერის ცხოვრების წესით. რა თქმა უნდა, ბოლომდე დაყუდებული ცხოვრებით ვერ იცხოვრებდა, რადგან მას საზოგადოებრივი მისიაც ჰქონდა, მაგრამ, როგორც კი საქმისგან გათავისუფლდებოდა, მაშინვე უნდოდა განმარტოება და უბრალოდ, თავისთვის ყოფნა. ის ტანსაცმელსაც თვითონ ირეცხავდა, იუთოებდა და იწესრიგებდა. პატრიარქს ისეთი ფეხსაცმელი ეცვა, რომ, თურმე, ერთმა მორწმუნემ გადაწყვიტა, მისთვის ახალი ეყიდა. მას პატრიარქისთვის უთქვამს, ღვთისმშობელი გამომეცხადა და მითხრა, რომ თქვენთვის ფეხსაცმელი უნდა მეყიდაო. პატრიარქ პავლეს უკითხავს, რომელ საათზე გამოგეცხადა ღვთისმშობელიო? 11 საათზეო, – უპასუხია მორწმუნეს, ჰოდა, მე უფრო გვიან გამომეცხადა და ასე მითხრა, ამ ქალმა ეს ფული გაჭირვებულებს მოახმაროსო. ერთხელ, როდესაც სინოდის სხდომა უნდა ჩატარებულიყო, პატრიარქი გამოვიდა გარეთ, დაინახა ძვირად ღირებული მანქანები და იკითხა ვისიაო. თქვენი მღვდელმთავრებისო, – უპასუხეს. პატრიარქ პავლეს უთქვამს, მაშინ, როდესაც რჯულის კანონით სიმდიდრე, ამპარტავნება ეკრძალება მღვდელმთავარს, თქვენ წარმოიდგინეთ, იქ რომ ეს არ ეწეროს, მაშინ რას იზამდნენო. სერბეთის პატრიარქი პავლე თავმდაბლობით ბევრი პატრიარქისგან გამოირჩეოდა. ის იყო ყველაზე ასაკოვანი პატრიაქი მართლმადიდებლურ სამყაროში. მას ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა მრევლთან. შესაბამისად, როდესაც ის გარდაიცვალა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა იყო გამოცხადებული.


скачать dle 11.3