კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მიუძღვნა „დოლჩე და გაბანამ“ ახალი კოლექცია


ორი მეგობარი, საყვარელი, ერთნაირად მოაზროვნე ხელოვანი უკვე მრავალი წელია, რაც გენიალურ კოლექციებს ქმნის და, რაც მთავარი და ყველაზე უცნაურია, ამდენი წლის განმავლობაში მათ შორის განხეთქილება არ მომხდარა, არც იმის ამბიცია ჰქონიათ, რომ ერთი მეორეზე უფრო ნიჭიერი და მოაზროვნეა. ეს ალბათ, დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას სიყვარულის ბრალია. „რომ არა სექსი, ჩვენი გზები დიდი ხნის წინ გაიყოფოდა“, – თქვეს ერთ-ერთ ინტერვიუში ცნობილმა დიზაინერებმა. მოდის ზოგიერთი „ინტელექტუალი“ დიზაინერი და მოდის მიმდევარი „დოლჩე და გაბანას“ „პაპსა“ დიზაინერად მიიჩნევს, რომ მათი კოლექციები მასისთვისაა შექმნილი და რომ ყველაზე დიდი ქარხნები ჩინეთში სწორედ ამ კომპანიას აქვს. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები, სწორედ დომენიკოსა და სტეფანოს არა მხოლოდ კლიენტები, არამედ დიდი ხნის მეგობრებიც არიან.

ერთი სიტყვით, ორმა ექსცენტრიკულმა გენიამ წელს მილანში აჩვენა ის, რაც დანარჩენ მსოფლიოს ამავე წლის ზამთარში უნდა ჩაეცვა. 1954 წელს, უმშვენიერესმა მარია კალასმა, „სინემა მეტროპოლიტენში“ შეასრულა ბელინის ნორმას ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პარტია, რომელიც საზოგადოებას დღემდე ახსოვს. 27 თებერვალს კი, ამავე თეატრის სცენა „დოლჩე და გაბანამ“ პოდიუმად გადააკეთეს და აჩვენეს კოლექცია, რომლის ინსპირაციადაც სწორედ მარია კალასი და მისი ნორმა იქცნენ. შესაბამისად, კოლექციაც შეუნიღბავად „საოპერო“ გამოვიდა. მარია კალასი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და მისი არა მხოლოდ შემოქმედება, არამედ ცხოვრების სტილიც ხელოვნების ყველა მოყვარულისთვის ნამდვილი სპექტაკლი იყო. მოკლე ქვედა კაბები, მაღალწელიანი შარვლები, რუშებიანი პერანგები, რომლებსაც კრისტალისებური და ლითონისებური აქსესუარები ამშვენებდა. პერანგებსა და ზედატანებზე დაბნეული იყო ქსოვილისგან შექმნილი ლამაზი ყვავილები, რომლებიც სამოსს უფრო მეტად რომანტიკულ იერს სძენდა. „დოლჩე და გაბანამ“ წარმოადგინა კოსტიუმი, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა: ტაფტის ქვედა კაბა, რომელიც ბალერინას კოსტიუმს უფრო ჰგავდა, ზემოთ მოდელს ეცვა თხელი კოტონის მაისური, რომელსაც მარია კალასის პორტრეტი ამშვენებდა, გარედან კი შემოცმული ჰქონდა ბეწვის მოსასხამი. ორმოცდაათიანი წლების სტილში გადაწყვეტილი მოსასხამი თითქოს იმ პერიოდის ერთგვარ ნოსტალგიას გამოხატავდა, როცა მარია კალასი ყველაზე ცნობილი ქალბატონი იყო პლანეტაზე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სიყვარულს შესწირა. გარდა იდეური ნაწილისა, ეს კოლექცია საინტერესო იყო ტექნიკურადაც. გამოყენებული იქნა უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი ქსოვილები და ხელოვნური რუხი ბეწვი, რომელიც ძალიან ჰგავდა შინშილას. ფერებიდან ყველაზე აქტუალური იყო: მოოქროსფერო ყვითელი, „ბურგუნდი“, ანუ შინდისფერი, მყვირალა ლურჯი და შავი. ეს ფერები კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს კოლექციის მიმართულებას, ყოფილიყო რაც შეიძლება მდიდრული, დახვეწილი და აქცენტი გაეკეთებინა მხოლოდ ფუფუნებაზე. თუმცა ამ საერთო ხასიათს მხოლოდ და მხოლოდ კალასის პორტრეტით გაფორმებული ბავშვური მაისურები ცვლიდა, რომელიც თითქოს ამოვარდნილი იყო საერთო ფონიდან, მაგრამ მაინც ძალიან უხდებოდა პოდიუმს.

იმისთვის, რომ მარია კალასის სტილის ქალბატონი კიდევ უფრო მეტად მოეშორებინათ ყველანაირი მიწიერის და ყოველდღიურისგან, დოლჩემ და გაბანამ მოდელებს ჩააცვეს ფეხსაცმელი, რომლის პლატფორმიანი ძირი ლამის ცას სწვდებოდა. „სკაი-ჰაი“ პლატფორმებიანი მოდელები, რომელთაც ფარდის ფაქტურის ფრთები ჰქონდათ დამაგრებული თმაში, ულამაზესად მარშირებდნენ პოდიუმზე. „დოლჩე და გაბანას“ მესიჯი ძალიან ნათელი იყო: „შოუ მასთ გოუ ონ“ და იმედია, მათი შოუ მართლაც კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება.


скачать dle 11.3