კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გარეშე უჭირს დათო ევგენიძეს და როგორ ანებივრებს მას ცხოვრება სიურპრიზებით


ის ძალიან იღბლიანი ადამიანია, ნიჭიერი და არაორდინარული, ალბათ, ამიტომაც არის მისი ცხოვრება საინტერესო და სიურპრიზებით სავსე... ალბათ, ამიტომაც ქმნის დათო ევგენიძე ლექსსა და მუსიკას, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებს. ხანგრძლივი განშორების შემდეგ, დათო ევგენიძე საყვარელ ქალაქში დაბრუნდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის კვლავ განსხვავებულ, მხოლოდ მისთვის ჩვეულ როლში შედის...

დათო ევგენიძე: ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს წყვეტს მისი უდიდებულესობა – ღმერთი, იგივეა – იღბალი. მე მადლობელი ვარ ღმერთის იმ ყველაფრის გამო, რაც მე ცხოვრებაში შემხვდა. ღმერთმა ასე გადაწყვიტა, რომ მე შემექმნა მუსიკა... სიტყვები და ნოტები მისწრებს წინ. ღმერთისგან მოდის ეს, მე „გამტარი“ ვარ, თავად არაფერი შემიქმნია. ყველაფერი ღმერთმა შექმნა, მან მაჩუქა ის, რაც ჩემს მსმენელამდე მოვიტანე.

– იყო შანსი, რომ ცხოვრება მუსიკისთვის არ დაგეკავშირებინათ?

– კი იყო... რომ არა ჩემი ოჯახი, მე არ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ. დედაჩემი ქიმიკოსია, მამაჩემი – არქიტექტორი, მუსიკასთან მხოლოდ ბებიაჩემი იყო დაკავშირებული – ის სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა, მისმა გენმა მიშველა (იცინის). 5 წლის ვიყავი, როცა დაკვრა დავიწყე, ღამე ვდგებოდი და ვუკრავდი. მამაჩემი ნერვიულობდა, ბავშვი ფსიქიატრთან მიიყვანეთო. ბებიაჩემმა არ მისცა ამის უფლება. ერთხანს ჭადრაკზე მიმიყვანეს, უნდოდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი, მასწავლებელიც კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ერთი ცუდი თვისების გამო შევეშვი ჭადრაკს – თუ მეტოქე მომეწონებოდა, ყაიმზე ვუთანხმდებოდი და არ ვამარცხებდი. ეს კი არ უხდება სპორტს, თუ თამაშობ ჭადრაკს, უნდა მოიგო კიდეც. ამ შემთხვევაშიც ისევ ბებიამ იმარჯვა – მიხვდა, რომ ჩემგან მოჭადრაკე არ გამოვიდოდა და მუსიკოსად მაქცია. მე მადლობელი ვარ მისი ამის გამო, თან ძალიან, ძალიან მენატრება, მიჭირს, რომ აღარ მყავს...

– ცხოვრებაშიც ხშირად თანხმდებით ყაიმს?

– კი, კი... ცხოვრებაშიც სულ ყაიმზე ვარ, ეს ყველაზე კარგი პოზიცია მგონია. ადამიანს უნდა უყვარდეს სხვა ადამიანები. შეიძლება, ვიღაცას თავისი თავი ჩაუთვლია ჩემთან დამარცხებულად, მაგრამ მე თვითონ ასეთი მიზანი არასდროს მქონია. მე არ მინდა, გამარჯვების გვირგვინები... ჩემი გვირგვინი, იცით, რა არის?! – ჩემი ლექსი და მუსიკა...

– ქალებში იღბლიანი ხართ?

– ძალიან. ქალებში ყოველთვის მიმართლებდა, იმიტომ, რომ მაგარი „მუჟიკი“ ვარ. ვგიჟდები ჩემს მეორე ცოლზე, ჩვენი შეხვედრა იყო ღმერთის ნება და ეს მაშინ მოხდა, როცა მე ჯერ კიდევ ცოლი მყავდა. რომ ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ის უჩემოდ დადიოდა, ძალიან ცუდად ვხდებოდი და ჩემი გავხადე, რომ ასე აღარ მეფიქრა. ის იყო ჩემი დიდი საჩუქარი... ჩემი პატარა ნიკოლოზი მიმტკიცებს, რომ მაშინ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე... როცა სიყვარული მოდის, ყველაზე მაგარი განცდა გეუფლება. სიყვარული არის ყველაზე დიდი რამ, რაც კი დედამიწაზე არსებობს, ჩემი სიურპრიზები იყო ჩემი სიყვარულები, მთელი ცხოვრება განებივრებული ვარ სიყვარულით, სიურპრიზებითა და თავგადასავლებით.

ძალიან გამიმართლა მეგობრებშიც. არ შეიძლება, თუ ადამიანი ხარ, არ გაგიმართლოს ადამიანებში. იმედგაცრუებაც მქონია, მაგრამ ეს იყო ეპიზოდები, რომლებიც გლობალურად არაფერს ცვლიდა – მე მიყვარს ადამიანები, ღმერთმა ბევრი ძალიან კარგი მეგობარი მაჩუქა... მაგალითად, თემურ უგულავა, მე მისი შვილის ნათლია ვარ. თემურს იმაზე მეტი აქვს ჩემთვის გაკეთებული, რასაც მეგობრის დახმარება ჰქვია. მე ხომ ძალიან არაკომერციული ადამიანი ვარ, ისეთი, რა, „მათხოვარი“ რომ ჰქვია. თემური რომ არ მყოლოდა, შეიძლებოდა ბევრი პრობლემა ვერ გადამეწყვიტა. კეთილი ჯადოქარივით იყო ჩემს ცხოვრებაში და ასეა დღემდე.

– თქვენ არ გაქვთ ბიზნესის ნიჭი?

– არა, მე მუსიკოსი ვარ. ის, ვინც თან მუსიკას წერს და თან კომერსანტობს, მუსიკოსი არაა. მე ის კაცი ვარ, ვისაც ფული მაგრად „ჰკიდია“... მთავარია, ვიცი, რომ, წინ ბევრი კარგი სიურპრიზი მელის, იმიტომაც არის ასე ლამაზი ეს ცხოვრება...

P.S. 2 დეკემბერს, დათო ევგენიძეს 50 წელი შეუსრულდა. მეგობრებმა მას „სითი კლაბში“ დაუვიწყარი საღამო მოუწყვეს. ჩვენც ვულოცავთ ნიჭიერ მუსიკოსს ნახევარსაუკუნოვან იუბილეს, ჯანმრთელობას, სიკეთეს და უამრავ ლამაზ დღეს ვუსურვებთ...


скачать dle 11.3