კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“მეგას„ საიუბილეო მეათე დაჯილდოება


მართალია, ქართული შოუ-ბიზნესი თითქმის კომატოზურ მდგომარეობაშია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მომღერალთა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი „მეგა“ მაინც იმართება. 12 დეკემბერს, წლის შემაჯამებელი დაჯილდოება არა ტრადიციულად ფილარმონიაში, არამედ მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება. როგორც „მეგას“ დამაარსებელმა, ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საქართველოში სულ ათი მომღერალი რომ დარჩეს, მათი და კიდევ ათი მომავალი მომღერლის სტიმულის ასამაღლებლად, „მეგა“ მაინც ჩატარდება. შინაარსობრივად კი „მეგაზე“, კვლავ არაფერი შეცვლილა, ისევ იქნება პოზიტიური ნომინაციები და, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული „ჟოლოს მეგაც“ დარიგდება. საინტერესოა, რომ წელს პირველად გამოვლინდება „წლის ყველაზე სამარცხვინო ჰიტის“ შემსრულებელი, არადა, რამდენი იქნება ამ ნომინაციის პრეცენდენტი, ხომ წარმოგიდგენიათ. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი – წელს მეათე „მეგაზე“, ათი წლის განმავლობაში ასე თუ ისე შემორჩენილ და ჰიტებად ქცეულ სიმღერებსაც გამოავლენენ და დააჯილდოებენ. მოკლედ, 12 დეკემბერს „მეგაზე“ ტრადიციული სკანდალების მომსწრენი გავხდებით.


скачать dle 11.3