კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპის პრეზენტაცია


ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპის პრეზენტაცია, რომლის ვიდეოკლიპები ყოველთვის გამოირჩეოდა გემოვნებით და ძალიან მალე ხდებოდა ჰიტი. სიმღერის – „შენამდე“ – ტექსტის, მუსიკისა და არანჟირების ავტორი, მუსიკოსი ბიბი კვაჭაძეა, ხოლო ბალანსი ბორიკო შხიანს ეკუთვნის. რაც შეეხება კლიპს, მის რეჟისურაზე იმუშავეს დაჩი დარჩიამ და ბასა სამხარაძემ. ვერიკოს ჩაცმულობასა და მთლიანად კლიპის დიზაინზე ლექსო ახალკაციშვილმა იზრუნა. სევდიან და რომანტიკულ კლიპში სიყვარული ოდნავ ტრაგიკული კუთხით არის წარმოდგენილი, სადაც მთავარი გმირი უფალს უმღერის: „სანამ შენამდე მოვალ“, და იმედი აქვს, რომ მასთან მისვლის შემდეგ ის გარდაცვლილ საყვარელ ადამიანს შეხვდება. მართალია, პრეზენტაციის დროს, სადაც უამრავ ცნობილ ადამიანს მოეყარა თავი, ეს თემა არ გაჟღერებულა, მაგრამ დამსწრე საზოგადოება აშკარად მიხვდა, რომ „შენამდე“ ვერიკოს გარდაცვლილ მეუღლეს ეძღვნებოდა. ამის გამო სიმღერამ ყველა მსმენელზე უფრო ემოციური გავლენა მოახდინა.


скачать dle 11.3