კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ იტანს ეკა სამხარაძე და როგორ უძლებს ის მეუღლის ენერგიას


ის ფაქტი, რომ „თი ბი სი ტივი-ს“ გენერალური პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მისი მშვენიერი მეუღლე, „რუსთავი 2-ის“ დილის წამყვანი ეკა სამხარაძე უკვე დიდი ხანია, რაც კარიერული თვალსაზრისით, გარკვეულწილად, ერთმანეთის კონკურენტები არიან, ეს მათ ურთიერთობას აბსოლუტურად არ ეტყობა. როგორც ჩანს, სიყვარული ყოველთვის უფრო ძლიერია და წყვილი ამჯობინებს იმ საქმეზე, რომელსაც აკეთებენ, ბევრი არ ისაუბრონ. ის თავისუფალი დრო კი, რომელსაც ერთად ატარებენ, დღის ყველაზე სასიამოვნო პერიოდად აქციონ.


ნოე სულაბერიძე: უკვე ორი წელი და ორი თვეა, რაც ერთად ვართ, ეს ოფიციალურად. მანამდე მიუმატე კიდევ ოთხი თვე, რომელიც შეყვარუბულობაში გავატარეთ.

– რამე შეიცვალა ამ დროის განმავლობაში?

ეკა: დიდი არაფერი.

ნოე: ის შეიცვალა, რომ არაფერი შეცვლილა და ეს არის მთავარი. მაქსიმალურად ვცდილობთ და პრინციპში, ეს ბუნებრივადაც გამოდის, რომ ჩვენ ის პირველი კარგი, რაც იყო, დავტოვოთ.

ეკა: ბევრი წყვილი ვიცი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეყვარებულები არიან, მაგრამ დაქორწინების შემდეგ, ისეთ აღმოჩენებს აკეთებენ ხოლმე ერთმანეთში, რომ რეალობა მწარე ჩანს. საბედნიეროდ, ნოესთან თანაცხოვრების პერიოდში, მის ხასიათში არანაირი სიურპრიზი არ აღმომიჩენია, ცუდი – მით უმეტეს.

– კარგი რა იყო?

– ის, რომ კარგად ვეწყობით ერთმანეთს და კარგი ოჯახი გვაქვს. ეს ყველაზე დიდი სიურპრიზია, რომელიც შეიძლება ნოეს ჩემთვის გაეკეთებინა.

– ანუ, ყოველდღიურობას, სახლში „პამპერსი“ არ არის და ამ თემაზე ჩხუბს თავი აარიდეთ?

ნოე: ამაზე მე ვისაუბრებ თუ შეიძლება. (იცინიან) ეკა დამირეკავს და მეტყვის, რაღაცეები მინდა. ეს რაღაცეები ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამ უნდა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ დავიმახსოვრებ. მერე ჩვეული ესემესი მომდის, უფრო სწორად რამდენიმე ესემესი, რადგან ერთ ესემესში არ ეტევა ყველაფერი, რაც ეკას სჭირდება.

ეკა: ბევრი, რომ აღარ ვიწვალო შაბლონები მაქვს გამზადებული მესიჯებში და ვინახავ, უბრალოდ იქ პატარა ცვლილებებს ვაკეთებ ხოლმე – ორის მაგივრად სამი შეკვრა. რაც მთავარია, ნოეს ჰგონია, რომ ის ესემესი ბოლომდე წაიკითხა. ამიტომ, ბოლოს გაჩენილ ახალ მინაწერებს აღარ კითხულობს ხოლმე და სახლში ამოსული იწყებს წუწუნს, როგორ ეზარება ამის გამო თავიდან მაღაზიაში ჩასვლა.

– ორივე „რუსთავი 2-ში“ მუშაობდით, ახლა სიტუაცია ცოტა შეიცვალა და ეს ცოტა უხერხული მომენტი არ არის?

– არანაირად. ხშირად მესმის და იწერება კიდეც, რომ ნოე და ეკა კონკურენტ არხებზე მუშაობენ, რაც არასწორია. ვმუშაობ სტუდიაში, რომელიც „რუსთავი 2-სთვისაც“ ამზადებდა სერიალს „ჟამი ყვავილობისა“. წელს ორი ფლაგმანი პროექტი გვაქვს – სერიალი და გადაცემა „სიმართლის დრო“. როდესაც ხარისხიან პროდუქტს აკეთებ, შესაბამისად, წამყვანი არხები ამ პროდუქტს ყიდულობენ.

– მართალია, „სიმართლის დროზე“ სასაუბროდ არ შევკრებილვართ, მაგრამ მაინც მინდა, ორი სიტყვით გკითხო გადაცემის წამყვანის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რა მოხდა რეალურად?

– არაფერი განსაკუთრებული. მანამდე, ზოგადად გადაცემაზე ვიტყვი, რომელიც ძალიან სკანდალური გამოვიდა. არა, სკანდალური, რომ იქნებოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დისკრიმინაცია. ძირითადი ფოკუსირება ხდება იმ ადამიანზე, რომელიც სტუმრად არის მოსული და შესაბამისად, ძალიან პერსონიფიცირებულია. აჟიოტაჟს ველოდით, მაგრამ მიმაჩნია, რომ წარმატებული პროექტი გამოვიდა. რაც შეეხება წამყვანს, მან თვითონ გამოთქვა თავისი დამოკიდებულება და განწყობა ამ საქმის მიმართ. რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით ნამდვილად, მაგრამ მგონი, გამოვძვერით ამ სიტუაციიდან და არც ერთი გადაცემა არ ჩავარდნილა. ნანკა კალატოზიშვილი ძალიან კარგი კანდიდატურა აღმოჩნდა, ის ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია, წამყვანის არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს და რაც მთავარია, იმპროვიზაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

– ატყობ თუ არა ნოეს ხელს ამ გადაცემას?

– როგორი პროვოკაციული კითხვაა ეკა. (იცინიან).

ეკა: არ ვიცი, როგორი იქნებოდა ეს გადაცემა ნოეს გარეშე. რომ ყოფილიყო ამის პრეცედენტი გეტყოდით, მაგრამ ვინაიდან მასზე სულ ნოე მუშაობს, მიჭირს საუბარი. ვხედავ, რომ მაინც დიდ გუნდს აქვს ნამუშევარი, რაც ყველაზე სწორია. თუმცა, ერთს ვიტყვი, არა კონკრეტულად გადაცემაზე, ნოე ისეთი ენერგიულია, შეუძლებელია, რომელიმე პროექტს არ დაეტყოს მისი ხელი. ნოე კადრს მიღმაა და გადაცემა მაინც წამყვანთან ასოცირდება. გახარებული ვარ, რომ ისევ ტელევიზიაშია, რომელმაც მოწამლა და მის გარეშე ყოფნა, ვხვდები, რომ აღარ შეუძლია.

– ერთმანეთისთვის დრო გრჩებათ?

ნოე: იცი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ერთად ყოფნის დეფიციტი არ გვაქვს. დღის განმავლობაში ერთმანეთს არანორმალური სიხშირით ვურეკავთ. შეიძლება, ხუთ წუთში ოცჯერ ველაპარაკოთ ერთმანეთს და სულ ვიცით, რას აკეთებს, სად არის, რა გეგმები აქვს. რა დროსაც არ უნდა მოვრჩეთ მუშაობას, თუნდაც ღამის პირველ საათზე, მაინც მივდივართ სადმე და ვსხდებით, ყავას ვსვამთ და ვსაუბრობთ.

ეკა: ძალიან დატვირთული დღეები რომ გვაქვს, ვთქვათ, ნოეს – ჩაწერის დღე, მე – გადაცემის წინა დღე, შესაძლებელია, მთელი დღის განმავლობაში საერთოდ ვერ ვნახო, მაგრამ იმდენად ზუსტად ვიცით, რომელი რას აკეთებს იმ კონკრეტულ მომენტში, რომ ვერც კი ვხვდებით ერთმანეთის გვერდით რომ არ ვართ. ანუ ერთმანეთს მოწყვეტილები არ ვართ.

– არადა, ცოლ-ქმარს აღიზიანებს ხოლმე ხშირი დარეკვები.

ნოე: საერთოდ არ გვაღიზიანებს ეს მომენტი, ამაზე ზედმეტიცაა საუბარი. რომანტიკა ისევ დარჩენილია ჩვენს ურთიერთობაში და ეს ძალიან მოგვწონს. ჩვენს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ცოლქმრობა აბსოლუტურად არ ცვლის ურთიერთობებს, თუ, რა თქმა უნდა, იქ ძალიან დიდი სიყვარულია. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ საახალწლოდ ეკას ძალიან დიდ სიურპრიზს ვუმზადებ, რომელიც ვიცი, ძალიან გაახარებს.

ეკა: ისე მაინტერესებს, რას აპირებს, ვერ აგიწერთ, მაგრამ არ არსებობს, რამე ათქმევინო. ნოე ყოველდღე იმდენ პატარ-პატარა სასიამოვნო სიურპრიზებს მიწყობს, რომ საახალწლოდ ალბათ, რამე გრანდიოზული იქნება.

ნოე: ძირითადად, ვიცით ხოლმე, რა უნდა ეკას და რა – მე. როდესაც ზუსტად იცი, რა სჭირდება ადამიანს, მაშინ უფრო მეტია სიხარულიც.

ეკა: ნოემ ზუსტად იცის, რომ ვერ ვიტან ყვავილებს. უცებ რომ ყვავილების თაიგულით ხელში დამადგეს, შეიძლება სიცილი დავიწყო. (იცინიან) იცის, რომ მჭირდება ტელეფონი, მაჩუქებს ტელეფონს და ასე.

ნოე: ეკასთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი იცი, რა არის, საჭმელი. ეთერის შემდეგ ვიცი, რომ ყოველთვის ძალიან შია. ძალიან უყვარს „მაკდონალდსის“ საჭმელები. სანამ მივაკითხავ, „მაკდონალდსში“ გავივლი ხოლმე და სამსახურთან საჭმლით ხელში ვხვდები. ასე იყო დღესაც, არ მელოდა და მარტო კი არ დავხვდი, „მაკდონალდსის“ რაღაცეებიც დავახვედრე. (იცინიან).

– რა არ მოგწონთ ერთმანეთში, რას შეცვლიდი ნოე ეკაში?

ნოე: ძალიან ჯიუტია.

ეკა: სხვათა შორის, კარგი სტრატეგია აქვს ამასთან დაკავშირებით შემუშავებული. იმისთვის, რომ ჩემი სიჯიუტე პრობლემაში არ გადავიდეს, დათმობაზე მიდის.

ნოე: რამეს, რომ აიკვიატებს, ძალიან რთული ხდება მასთან საუბარი, არ გისმენს. წარმოიდგინე, მე მიჭირს, ვიღაცას რაღაც გავაგებინო. (იცინიან).

ეკა: იმ მომენტში ვხვდები, რომ „ვჭედავ“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ ისევ ჩემი სიჯიუტე არ მაძლევს დათმობაზე წასვლის საშუალებას, რა თქმა უნდა, ცოტა ხნით.

– გეგმებზეც მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენი ოჯახი წლების შემდეგ?

– ასე შორეულ პერსპექტივაზე არ მიფიქრია, მაგრამ უახლოეს გეგმას გეტყვი. ნებისმიერი ხერხით უნდა შევძლო, ეკას თხილამურებზე დაყენება. ეს ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა და მინდა, ის სიამოვნება, რაც თხილამურებს მოაქვს, ეკამაც განიცადოს.

ეკა: შარშან გვქონდა მცდელობა, რომელიც ასე მთავრდებოდა – ეკა, ჯობია, მწვრთნელი აიყვანო, აბა, მე გამორიცხულია, პირველ ტრასაზე ვისრიალო და დამთავრდა.

ნოე: არა, შარშან ბავშვის დატოვების პრობლემა უფრო იყო. წელს ეკასთვის ავიყვანთ მწვრთნელს და ორივე ვისრიალებთ. ნიჭიერია და მალე აითვისებს.

ეკა: წლების შემდეგ როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ურთიერთობაო და ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ დროს ლიზიკო უკვე გარდატეხის ასაკში იქნება და ეს გადაიქცევა ჩვენ ყველაზე დიდ პრობლემად. ნოე მგონია, რომ ძალიან მკაცრი იქნება ბავშვის მიმართ. პრობლემა იქნება ბავშვის სადმე გაშვება და სხვა.

ნოე: ასეთ არასასიამოვნო თემებზე ნუ მელაპარაკებით. (იცინიან) მერე მკითხეთ პრობლემებზე. ახლა დავფიქრდი ამ თემაზე და წარმოვიდგინე, ჩემი თავი თხუთმეტი წლის შემდეგ. ალბათ, უკვე ჭაღარა ვიქნები, მაგრამ ის მუხტი, რაც ჩემშია, ისევ იქნება შენარჩუნებული.

ეკა: ნოეს ენერგიულობა არასდროს იწურება, ახლა მიკვირს, როგორ ზის ამდენი ხანი წყნარად. ძირითადად, საუბრის დროს დადის, ვერ ისვენებს. არ შეიძლება, არსებობდეს სამსახური, სადაც ნახევარი დღე მაინც არ გაქვს დასვენება. ნოესთვის ეს წარმოუდგენელია, ყოველთვის პოულობს საქმეს.


скачать dle 11.3