კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უვლის თავს გაორმაგებულად და რის მერე დაფრინავს მაკო დოლიძე


მომხიბლავი მაკო დოლიძე საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას ყოველთვის დიდ დროს უთმობს, თუმცა „მის საქართველოში“ მონაწილეობის შემდეგ მან ძალიან ბევრი რამ ისწავლა, განსაკუთრებით კი – მაკიაჟის პროფესიონალურად გაკეთება.


მაკო: „მის საქართველოს“ დღეებში ყოველ დილით ვვარჯიშობდი და ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. ახლაც მინდა, რომ დავიწყო ვარჯიში, სირბილი, რადგან, როცა ვვარჯიშობ, მერე მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ, დადებითი ენერგიით დამუხტული. დაახლოებით ნახევარი საათი მჭირდება, რომ მოვემზადო და გავიდე გარეთ.

– როგორ მაკიაჟს ხმარობ ყოველდღიურად?

– ვისვამ დღის კრემს, ტონალურს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ სადმე მივდივარ. ასევე, ვისვამ რუჟს. ტუჩის „ბლესკი“ მაქვს ძალიან ბევრი, მიყვარს, მაგრამ მაშინ ვისვამ, როდესაც სადმე მივდივარ. ყოველდღიურად უფრო უფერულ პომადას გადავისვამ ხოლმე. საღამოს მაკიაჟსაც თვითონ ვიკეთებ. სხვათა შორის, „მის საქართველოზე“ ვისწავლე. ადრე საერთოდ არ ვიკეთებდი მაკიაჟს, ეთერში რომ გავდიოდი, არც მაშინ. კონკურსში რომ ვმონაწილეობდი, ყოველდღე ვიზაჟისტთან დავდიოდი. მერე ვკითხე, როგორ აკეთებ, მასწავლე-მეთქი და მასწავლა. მერე დავსვი ჩემი მეგობრები, ერთი-მეორის მიყოლებით, აზარტში შევედი და ყველას გავუკეთე მაკიაჟი, რიგი დამიდგა. მეგობრები მეუბნებოდნენ, აკი, არ იცოდი, მაგრად დაგიმუღამებიაო. ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალება დამიგროვდა, ჩანთა გავავსე.

– როდესაც კოსმეტიკას ყიდულობ, რას აქცევ ყურადღებას?

– მთავარია, კანზე კარგად „დაჯდეს“. თავად უნდა შევიდე მაღაზიაში, მოვისინჯო კანზე და, თუ მომიხდება, მერე ვიყიდი.

– მაკიაჟს ყოველთვის იშორებ?

– დიახ, ყოველთვის ვიშორებ, მაგრამ, როცა სადმე საღამოზე ვარ, ვცეკვავ, სახლში დაღლილი მოვდივარ და ვითიშები. ჩამძინებია იმის მოლოდინში, რომ, აი, ახლა ავიღებ ბამბას და მოვიშორებ მაკიაჟს-მეთქი.

– შენი თმა ძნელი მოსავლელია?

– არა, ძალიან დამყოლი თმა მაქვს: ხელით რომ გავისწორებ – სწორდება, ავიფუებ – აფუვდება, საყვარელი თმა მაქვს. არასდროს შემიღებავს. ხანდახან მიფიქრია, ხომ არ შევიღებო-მეთქი, მაგრამ, ვერ ვხვდები, რა ფერი მომიხდება.

– ნიღბებს ხმარობ?

– სახეზე არასდროს მიხმარია ნიღბები, თუმცა ერთხელ ქემერში გავიკეთე თიხის მწვანე ნიღაბი. მე და ჩემმა მეგობარმა ვიკამ გადავწყვიტეთ, რომ ნიღაბი გაგვეკეთებინა, დაგვაწვინეს, რაღაცეები წაგვისვეს, გვითხრეს, არ უნდა გაიცინოთო. მაგრამ, ერთმანეთს რომ შევხედეთ, ისეთი სიცილი აგვიტყდა, რომ, რაც გვესვა, სულ დაიფშხვნა. გაგიჟდა კაცი, ყველაფერი გააფუჭეთო.

– გიყვარს ექსპერიმენტები?

– თმასთან დაკავშირებით ნაკლებად მიყვარს ექსპერიმენტები, რომ არ მომიხდეს, მერე რა ვქნა? უფრო მაკიაჟზე ვიტარებ ექსპერიმენტებს. ჩაცმას რაც შეეხება, ვიცი, რა მიხდება, ჩემი სტილი მაქვს, მაღაზიაში რომ შევდივარ, უკვე ვიცი, რა უნდა ვიყიდო, არც კი ვისინჯავ.

– როდესაც სადმე მიდიხარ, წინასწარ იმზადებ სამოსს?

– გააჩნია, სად მივდივარ, თუ განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ, სადაც აუცილებელია, რომ ძალიან ლამაზი ვიყო, სამოსს წინასწარ ვარჩევ. ვაღებ ჩემს გარდერობს, ვიღებ ტანსაცმელს, ვიცმევ, ერთმანეთს ვუხამებ და უკვე ვიცი, მეორე დღეს რა უნდა ჩავიცვა. მაგრამ, თუ სადმე ჩვეულებრივ ადგილას მივდივარ, დილით ვარჩევ ტანსაცმელს. ამ დროს, შეიძლება, რამდენიმე ჩავიცვა, მაგრამ მერე ისევ ვკეცავ და გარდერობში ვაწყობ, რომ დედა არ გავაბრაზო.

– როგორ ზრუნავ სხეულზე?

– „ივ როშეს“ დუშ-გელი მაქვს, ძალიან მომწონს. დუშ-გელის გარეშე ჩემი აბაზანაში შესვლა გამორიცხულია. ძალიან მიყვარს ტანის კრემი და ყოველდღე ვისვამ, შესაბამისად, ძალიან ბევრი მაქვს, თან, ჩემს კანს თითქმის ყველაფერი უხდება.

– გიყვარს მასაჟები?

– ნუნისში ვიკეთებდი ყოველდღე მასაჟებს, ძალიან მომეწონა და მერე თბილისშიც ვაკითხავდი მასაჟისტს, მთელს სხეულზე ვიკეთებდი მასაჟს. ძალიან გარუჯული ვიყავი და ერთმა მასაჟისტმა მითხრა, შოკალადივით გოგონა ხარ, მოდი, შოკოლადის მასაჟს გაგიკეთებო. ძალიან მომეწონა. მასაჟი ძალიან მაგარია, ასე გგონია, რომ ყველაფრისგან იცლები და ძალიან ფარფატა ხდები. ისედაც ხომ ფარფატა ვარ და მასაჟის მერე სულ დავფრინავ.

– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?

– სუნამოებით ძალიან ვარ განებივრებული, ბევრი მაქვს, თან, ყველას ერთად ვხსნი. მაგრამ, უკვე ექვსი წელია, რაც უპირატესობას ვანიჭებ კელვინ ქლაინის „ეიფორიას“, სულ თან დამაქვს. ჩემმა თაყვანისმცემლებმა უკვე იციან, რა მიყვარს და იმას მჩუქნიან.

– როდესაც ვიღაც მოგწონს, უფრო მეტად უვლი თავს, უფრო მეტი სტიმული გაქვს?

– რა თქმა უნდა. რომ ვიღვიძებ, უკვე ღიმილი მაქვს სახეზე, უფრო მეტად ვუვლი თავს, ხშირად ვიცვლი სამოსს, ახალს ვყიდულობ, რომ არ მომბეზრდეს, ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო, ანუ, გაორმაგებულად ვუვლი თავს. როცა ვიმოსები ისე, როგორც თავად მომწონს, მერე უკვე იმასაც ვითვალისწინებ, მას რა მოეწონება, ეს ხომ არ ჩავიცვა ანუ, მის აზრს ვუწევ ანგარიშს.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცი არ უნდა უვლიდეს თავს?

– ცხადია, უნდა უვლიდეს. „წიკი“ მაქვს – პირველად მამაკაცს თითებზე ვუყურებ, მოწესრიგებული თუ აქვს. სუნამოს სუნიც მომწონს მამაკაცზე, ოღონდ, ისე არა, რომ ყარან – გაივლიან და დატოვებენ სურნელს, ქალს ეს უხდება, კაცს – არა. უფრო კაცური სურნელის სუნამოები მომწონს მამაკაცზე.

რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, დილით ადრე ადგნენ, ივარჯიშონ და აუცილებლად მიეცემათ სტიმული, კარგ ხასიათზე დადგებიან. როცა კარგ ხასიათზე ხარ, მერე უკვე თვალები გილამაზდება, გიციმციმებს და ლამაზი ხდები.


скачать dle 11.3