კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ნიკა გრიგოლიამ მსოფლიოში ყველაზე სექსუალური და მაგარი ცოლი


„სიყვარული ყველას უნდა“ გიორგი შენგელაიას ხელახლა რომ გადაეღო, მეველე გივილოსა და ბაწროს როლებში ნიკა გრიგოლია და მიშა ანდღულაძე უეჭველად მოხვდებოდნენ. ორივეს დები შეუყვარდათ და ცოლად შეირთეს. განსხვავება იმაშია, რომ ამისათვის ისინი არც კოლმეურნეობის თავმჯდომარეს დაუტუქსავს და არც არსაიდან „დახტომიან“ თავიანთ ცოლებს. წყვილები დიდი ხანია, ერთ დიდ სახლში ტკბილად და მხიარულად ცხოვრობენ. თუ როგორ, ამას თვითონ ნიკა გრიგოლია გიამბობთ.


– ქალაქში ჩამოხვედი, სამსახურიც იშოვე და ბინიანი გოგოც. ყველას არ უმართლებს ასე.

– რა არის, იცი? არ შეიძლება, ოჯახი შექმნა, თუ ფინანსური პრობლემა გაქვს. სხვა შემთხვევაში არ მიმაჩნია სწორად, როცა ამბობენ, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი თოფის ტარზეც დაწვებაო, თუ როგორ არის ეგ? მოიცა... ჰო, ცულის ტარზეო. შემეძლო, ჩემი ხელფასით მშვენიერი სახლი მექირავებინა და ცოლ-შვილით იქ მეცხოვრა. დიდხანს ვმეგობრობდით, ერთმანეთი გვიყვარდა და მერე, რომ მივხვდით, რომ შეგვიძლია ერთად ვიცხოვროთ და შვილი გვყავდეს, დაქორწინება გადავწყვიტეთ. ერთ მშვენიერ დღეს, მოტოციკლეტზე დავჯექით და ხელის მოსაწერად წავედით.

– როცა რაღაცას ყიდულობ და მერე იმაზე უკეთესს აწყდები, გული გწყდება – ნეტავ ეს მეყიდაო. ცოლქმრობაშიც ხშირია ასეთი მომენტები. არ მეთანხმები?

– თუ ვინანებ, მერე განქორწინებულებში ჩამწერე, გეხვეწები. სინანულის გრძნობა თუ გამიჩნდა, მასთან აღარ ვიქნები, მაგრამ არ გამიჩნდება, ვიცი, იმიტომ რომ ჩემი ცოლი ყველაზე მაგარია.

– გპირდები, მაგ რუბრიკას აუცილებლად გავაკეთებ და პირველი შენით დავიწყებ.

– არა, მართლა კარგი გოგოა, მხიარული, სექსუალური, მსოფლიოში ყველაზე მეტად აღმაგზნებს. ანჯელინა ჯოლი თუ მომწონდეს, მე მოვკვდე, ან სანდრა ბალოკი, რომელიც მალე ბებიაჩემის ხნის გახდება. მართლა რა ბედნიერი ვარ, იცი? არ ვიცხოვრებ ისეთ ქალთან, რომლის მიმართაც სიყვარული გამიქრება. მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟემდე მიყვარს და ქვეყანაზე ყველა ქალს მირჩევნია ერთად აღებულს, ასე თუ მოხდება, პირველი მას ვეტყვი. არ მესმის ადამიანების, რომლებსაც ერთმანეთი არ უყვართ და ოჯახის ხათრით ცხოვრობენ ერთად.

– ისე, რა უნდა მოხდეს, რომ გული აღარ მიგივიდეს?

– არ არსებობს, ხასიათი შეეცვალოს, კარგად ვიცნობ. ასეთს ცოლად არ მოვიყვანდი, რომ მცოდნოდა, ხასიათით შეიცვლებოდა. ბოზიშვილი ვიყო, თუ ჩემი ცოლით უკმაყოფილო ვიყო. მსოფლიოში ყველაზე მაგარი ცოლი მყავს და ყველაზე მაგრად „მერხევა“, მთელი დღე სამსახურში რომ ვარ და მასთან დროს ვერ ვატარებ. რომ არ მიყვარდეს, ერთი საათით თუ გავჩერდე, მე მოვკვდე. თუ ჩემი ცოლისთვის ის იქნება უკეთესი, რომ მე ვიღაც ქალებს დავდევდე და ვატყუებდე, კი, ბატონო, მაგრამ ვიცი, არასოდროს არაფერს მაპატიებს. რომ მაპატიოს, მაშინ დებილად ჩავთვლი.

– რა იცი, იქნებ, გაპატიოს.

– ჩემმა ცოლმა სხვა ქალთან წასვლა რომ მაპატიოს, პირობას გაძლევ, ის ჩემი ცოლი აღარ იქნება. მამაკაცი და ქალი სქესის გარდა რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან? ეგეთი დებილი ცოლი არ მჭირდება. ისეთი ქმრები არ გინახავს, რომ თვალები არავისკენ გაურბით? ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ისეთი, ვისაც არ გაურბის. თუ გინდა, წავიდეთ და შევამოწმოთ ჩემი პატიოსნება.

– ეგ რომ არ შედის ჩემს კომპეტენციაში?

– სიცრუის დეტექტორზე, გოგო!

– ჰოო... მეც არა ვთქვი, რა უნდა ამ ბიჭს...

– მართლა ბევრ გოგოსთან მაქვს ურთიერთობა, შეიძლება, კიდევ ბევრს შევხვდე ცხოვრებაში. ჩემს ცოლს რა, არ აქვს ლამაზ ბიჭებთან ურთიერთობა? თუ, კაცი ვერ დაკერავს ქალს? მოიცა, რა, შენი ჭირიმე, ეგეთ რაღაცეებზე ფიქრის თავი არ მაქვს. დილის 10 საათზე სამსახურში რომ მიხვალ და ღამის 12 საათამდე ფიქრობ, სახლში როდის წახვალ, მასეთ რაღაცეებზე აღარ ფიქრობ.

– მერე, ეგ არის საინტერესო, მთელი დღე რომ აქ ხარ და ის – სახლში? არ გაინტერესებს, სად დადის, რას აკეთებს?

– მერე, ვინ გითხრა, რომ სახლშია? ჩვეულებრივად დადის მეგობრებთან ერთად: ხან ბარში, ხან – სტუმრად. ასე, შეიძლება, იმანაც იეჭვიანოს. შენ გგონია, ჩემი ცოლი ვინმეს გადაახვევინებს ხელს? თუ გინდა, წამოდი ჩვენთან სახლში და ორი დღე ჩვენთან ერთად იცხოვრე, გეპატიჟები, მაგრამ, შეიძლება, გაგიკვირდეს. რატომღაც გინდა, რომ ცუდი ქმარი ვიყო.

– მამაკაცები მაშინ გვიდგახართ გვერდით, როცა თქვენ გინდათ, თორემ, როგორც ჩვენ გვინდა, ისე არასდროს იქცევით.

– მე რომ დავიბადე, მამაჩემი რას შვრებოდა, არ ვიცი, ალბათ, მთვრალი იყო, მაგრამ, მე რომ შემეძინა შვილი, ჩემს ცოლს გვერდიდან არ მოვცილებივარ. თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ მშობიარობის დროს შენ გვერდით ვიქნები-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სიტუაციაში გაჩერება ჩემთვის ძნელია. გული წამივიდა, სანამ ოპერაცია დაიწყო.

– გული კიდევ ბევრ რამეზე შეიძლება წაგივიდეს ადამიანს, გრიგოლია. მაგალითად, სიმაღლიდან გადმოხედვაზე, შიმშილისგან, თვითმფრინავში ჩაჯდომაზე, სექსზეც კი. გული წეღან ლამის მეც წამივიდა, შენი პატიოსნების შემოწმება რომ შემომთავაზე, მერე მითხარი, ჩემთან სახლში წამოდიო...

– არა, მე მარტო საავადმყოფოში შესვლისას მიმდის. შეიძლება, ხელი გადავიჭრა ან გველი ჩავისვა ჯიბეში. მაგალითად, თევზაობის დროს, ყბაში ანკესი გამეყარა და „პლასკაგუბცით“ ამოვიღე, მაგრამ ცუდად არ გავმხდარვარ. ყველა კაცი ვალდებულია, ცოლის გვერდით იყოს, იქნებ, რა ხდება. სულ რომ არაფერი, ამხელა ბედნიერებაა – შენი შვილი იბადება. ექიმი არ ამიტაცებია ხელში და ჰაერში არ ამიგდია, მაგრამ ჩემს ცოლს ჩავეხუტე და ვაკოცე. მეტი რა უნდა მექნა? არც შამპანურები გამიხსნია. საავადმყოფოში ვცხოვრობდი იმდენი დღე, რამდენ დღესაც ჩემი ცოლ-შვილი იყო. დილიდან ღამის 2 საათამდე იქ ვიყავი. ექიმებთან დავმეგობრდი. დედას გეფიცები, ჩემს ბავშვს რომ ახვევდნენ, ხმაზე ვხვდებოდი, რომ ეგ ტიროდა. ფეხზე ქეჩა მეცვა, ქუდი მეხურა, პირბადე მეკეთა და სულ ხელში დამყავდა დერეფანში აქეთ-იქით.

– მგონი, შენს ცოლსაც გაუმართლა, ასეთი პატიოსანი ქმარი რომ ჰყავს.

– სულ ვფიქრობდი, რომ ცოლს არასდროს მოვიყვან-მეთქი. თავისუფლება ისეთი არანორმალურობაა, რომ არასოდეს მეგონა, თუ ვინმეს მივცემდი უფლებას, თუნდაც ერთი პროცენტით შეეზღუდა. ადამიანის არსებობის არსი სწორედ ამაშია – აკეთებ იმას, რაც გინდა. არ გაქვს ზედმეტი ვალდებულებები. არც სახლი მქონდა, არც კარი, მეგობრებთან ვცხოვრობდი, სად დამიღამდებოდა და გამითენდებოდა, არ ვიცოდი. სანამ ჩემს მომავალ ცოლს შევხვდებოდი, ვიღაცეებთან ხომ მქონდა ურთიერთობა, შეიძლება, სექსიც მქონოდა, მეგობრულადაც ვყოფილიყავი, მაგრამ, როგორც კი ვიგრძნობდი მისგან, რომ ვენატრები, მაშინვე ვშორდებოდი. კაცებიც არიან სენტიმენტალურები, შენ რა გგონია! ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, კაცმა ბოზებში იაროს, ცოლმა ეს იცოდეს და არაფერი უთხრას. რაღაც იდიოტური ფრაზები რომ აქვთ იაროს ბოზებში, ოღონდ საყვარელი არ ჰყავდესო ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ეგ იგივეა, წარმოვიდგინო, რომ ჩემი ცოლი ვიღაცასთან წავიდა და მე ამას შევეგუო.

– ბევრი ბოლომდე ვერ ხვდება, რა უღელში ჰყოფს თავს. სხვათა შორის, ხშირად ოჯახები ლოგინის გამოც ინგრევა.

– უღელის დედაც ვატირე! ჩემს ცოლს არც „მეუღლეს“ ვეძახი და არც „ცოლს“; „გოგოს“ ვეძახი. ბევრს უკვირს და მეკითხებიან, ცოლი ხომ გყავსო. თვითონ სიტყვა არ მომწონს, თორემ აზრი კი არ იცვლება. რაც შეეხება ლოგინს, სახლში მესტუმრე-მეთქი კი გითხარი, მაგრამ მაგას ვერ დაგასწრებ. თუმცა, დამიჯერე, რომ მე და ჩემს ცოლს მაგ მხრივ უახლოესი ორასი წელი პრობლემა არ გვექნება, ეგ კარგა ხანს არ მოგვბეზრდება. თუ გაინტერესებს, ძილის წინ რას ვაკეთებ, კომპიუტერთან ვზივარ და ვთამაშობ ან ჩემს ცოლთან სექსი მაქვს.

– მაგ დროს ლოგინიდან ხომ არ ვარდებით?

– არა, ჩვენ საკმაოდ დიდი საწოლი გვაქვს. ჩვენი ბიჭუნაც ეტევა. კი შეგვიზღუდა საზღვრები, მაგრამ, თავის საწოლში არ იძინებს და რა ვქნათ? მაინცდამაინც უნდა, რომ შუაში გაიშხლართოს. დედამისსაც ასე უყვარს ძილი სიგრძეზე სძინავს თუ სიგანეზე, ვერ გაიგებ.

– ამბობენ, ნიკა გრიგოლია და მიშა ანდღულაძე სიდედრზე გიჟდებიანო, მართალია?

– ჩემი სიდედრი არის ყველაზე მაგარი ქალი. დედაჩემის შემდეგ ეგ მიყვარს, გეფიცები. გამაგიჟა. ია რომ გავიცანი, ერთ დღეს ჩემთან ამოდი სახლში სტუმრადო, მთხოვა. ცოტა უცნაურად ვიყავი ჩაცმული. არც ახლა ვარ დალაგებული, მაგრამ მაშინ, წარმოიდგინე, შარვალი მეცვა, რომელიც თვითონ გადავჭერი, რაღაცეები დავახატე, ცალ-ცალი წინდა, წელზე ქამრის ნაცვლად ჰალსტუხი მეკეთა და თმა დევიდ ბოუვივით მქონდა. ასე ვიცვამდი და სპეციალურად ხომ ვერ გამოვეწყობოდი. მაშინ რადიოში ვმუშაობდი. მიშა და ვანო მეკაიფებოდნენ, ეგრე რომ მიდიხარ, იქიდან პანჩურით გამოგაგდებენო. მივედი და დამხვდა ძალიან თავისუფალი და მაგარი ტიპი. აღარ მყოფნიდა მასთან ლაპარაკი და ურთიერთობა. ისეთი ჯინსის ქურთუქი მაჩუქა, რომ მოვედი, მიშას და ვანოს საერთოდ ხმა ჩაუვარდათ. გერმანიაში ჰქონდა ნაყიდი. ადგილი არ არის, მარკა რომ არ ჰქონდეს დაწებებული. გაუსწორდა, – ჩემს შვილს ასეთი მეგობარი ჰყავსო. იქიდან რომ წამოვედი, ჩავიცვი, ჩემი ქურთუკი კი ხელში დავიჭირე. ვაკეში მქონდა ბინა ნაქირავები და სახლში რომ მივდიოდი, ღამე იყო. პოლიციამ გამაჩერა, ორი ქურთუკი რატომ გაქვს, ალბათ, ერთი ვინმეს გახადეო.

მარტო ცხოვრება მიყვარდა, ბომჟურად. მერე გამახსენდა, მე როგორ ოჯახში გავიზარდე, მრავალსულიანში, სადაც ბებია, ბაბუა, ბიძა და ყველა ერთად მივუსხდებოდით მაგიდას სავახშმოდ.

– ბომჟურად რატომ ცხოვრობდი, შე საწყალო? ალბათ, მოუწესრიგებლობას გულისხმობ.

– ჰო, არ მიყვარს დალაგებული ტანსაცმელი. ჩემს ცოლს უყვარს ასე, მისი კარადა რომ გამოაღო, ყველაფერი დალაგებული აქვს. ჩემს კარადას რომ ალაგებს, ვეჩხუბები. ნერვები მეშლება, რაღაც რომ არის დალაგებული. შეყრილი უნდა იყოს, ხელი რომ შევყო და უცებ გამოვიღო. საწოლთან რომ მივალ, გავიხდი და ყველაფერს იატაკზე ვყრი, არც სკამზე გადაკიდებული მსიამოვნებს. ბევრი ტანსაცმელი მაქვს, n-რაოდენობის და, როცა ალაგებს, უკან ვყრი. შინ ფეხსაცმელებით არ შევდივარ, მით უმეტეს, რომ ბავშვი დადის და თამაშობს. სახლისთვის არსებობს ჩუსტები, მაგრამ არც მას ვიცმევ. ფეხშველა სიარული მიყვარს. ამაზე ია ბრაზდება, ჩაიცვიო. ვერც წინდებს ვიცვამ, შეიძლება გავგიჟდე.

– ზოგი მამაკაცი წუწურაქია, ცოლისთვის ფულის მიცემა ენანება, შენც ასეთი იქნები.

– ქალს რაც სჭირდება, ყველაფერი უნდა გაუკეთო, თუ ქმარი ხარ. თვითონაც აქვს თავისი ფული. პრობლემა არ არის, არც ვუმალავ ჩემს ცოლს ხელფასს. ჩემი ხელფასი არ არის ჩემი, ის არის ოჯახის ბიუჯეტი. საყვარელი ადამიანისთვის ფული არ უნდა დაინანო.


скачать dle 11.3