კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვალგაქცეული


თქვენი – ქობანი, ჩვენი – ქვეყანა

მართალია, ჩვენ ისევ ნატოს ერთგულები ვართ (და ამის დასტურად ავღანეთში ბრძოლის მზადყოფნას ვასახელებთ), მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ნატოს თვალი სხვისკენ გაექცა, თუმცა კვლავაც გვაიმედებს, კარი ღიააო (ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის აგვისტოში კაი გვარიანად გავილახეთ, საეჭვოა, ღია კარშიც კი მოვახერხოთ შელასლასება). მეორე მხრივ, ისიც ცნობილია, რომ ჩვენი სიხარულის ძირითადი წყარო რუსი და ამერიკელი დიპლომატ-ჩინოვნიკების საუბარში ჩვენი მოხსენიებაა (ხარებასავით გვამცნობს ჩვენი ელმედია, საქართველოზეც ილაპარაკესო). შესაბამისად, რაკი აღმოჩნდა, რომ ამა წლის 5 დეკემბერს რფ-აშშ-ს შორის ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა, ესე იგი, ახალია გასაფორმებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მაღალჩინოსნებს არათუ ერთმანეთის ნახვა, ერთობლივი მოლაპარაკებებიც არ ასცდებათ. ჰოდა, რაკი ვერ აიცდინეს, ჩვენმა ელმედიამაც გაგვახარა (საქართველოზეც ილაპარაკებენო). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბირთვული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას ეწურება ვადა, შესაძლოა, ჩვენზე სწორედ ბირთვული იარაღის გამოცდის კუთხით ისაუბრონ, რადგან ახალქართული დევიზი ასეთია: თქვენი – ქობანი, ჩვენი – ქვეყანა!


скачать dle 11.3