კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სკამიკაფიები


„მე მაპატიეთ, ო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების“

რაკი მაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, სკამებისკენ ყველა პარტია თუ კანდიდატი თავისებურად იკაფავს გზას. გამომდინარე ლოგიკიდან, მუქთა მაუზერის ტყვიაც კარგიაო, მერობის პოსტზე საკუთარი თავი ბ-ნმა თორთლაძემაც, უფრო ზუსტად, მისი კანდიდატურა მისმა პარტიამვე წარადგინა (მართალია, მრავალრიცხოვანი არ არის, მაგრამ მერობის კანდიდატი თავის რიგებში მაინც მოიძია, რადგან მთავარი ხარისხია და არა – რაოდენობა!). ან კი რა ენაღვლება: თუ ვერ გაიმარჯვებს, ისევ უკან და ისევ „უმცირესობის ლიდერად“ დაბრუნდება (გაიხაროს „ნაცუმრავლესობამ“ ასეთ ლაზათიანი კანონებისთვის!). ოპოზიციის ნაწილი პრაიმერის იდეას ამუშავებს (ანუ დასავლური „უჭირავთ“), „ლეიბორისტები“ კი არჩევნების ჩატარებას გაეროსგან მოითხოვენ (ანუ სამართლიანობას „აწვებიან“), თუმცა თავად მაინც არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ყველაზე თადარიგიანად მაინც დედაქალაქის ამჟამინდელი თავი გამოიყურება; იმდენად თადარიგიანად, რომ თანამშრომლები კარდაკარ დააგზავნა, დედაქალაქის მოსახლეობას უნდა მოვუსმინოთ და მათი აზრი ბიუჯეტის შედგენისას ავსახოთო (და მერე რა, რომ ბიუჯეტი უკვე ასახულ-დასახული და შედგენილ-შემოდგენილია). მეტიც, სტუდენტების დასაქმების პროგრამაც წამოიწყო, ოფიციალურად, ბუნებრივია, მომავალ თაობაზე ზრუნვის მოტივით, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მაისში არჩევნებია, სავარაუდოდ, ამ ზრუნვის მოსავალს სწორედ მაისში ელოდება. ვერც გაამტყუნებ, რადგან ამ ეტაპზე ქართული პოლიტსპექტრის ყოჩების სურვილები, დაახლოებით, შემდეგნაირია: „ამსვა-დამსვა და მანუცაანთ ეზოში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – მერის სავარძელში) ჩამსვა“.


скачать dle 11.3