კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მონატრებული


ანუ „ხუთდღიანი ჩემპიონები“

უდავოა, რომ ამ ბოლო დროს ბ-ნმა შოთა მალაშხიამ თავი მოგვანატრა (ტელევიზიითაც იშვიათად ჩნდება და, მაინცდამაინც, არც მისი საგაზეთო ინტერვიუებით ვართ განებივრებული), თუმცა, როგორც გაირკვა, მას საამისო მიზეზიც ჰქონია, თანაც, მეტისმეტად საპატიო. შევიტყვეთ, რომ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენითი დროებითი კომისიის თავმჯდომარე სულ მცირე ხანში ფართო საზოგადოებას სულ სხვა ამპლუაშიც წარუდგება (მოგეხსენებათ, ბ-ნი მალაშხია პროფესიით ნევროპათოლოგია და პარლამენტში მოხვედრამდე ნევროპათოლოგიურ პრაქტიკასაც ეწეოდა, თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით, წაადგა კიდეც, რომ აგერ უკვე მეორე მოწვევის პარლამენტში ტერიტორიების აღდგენის საკითხისთვის ეთავკაცა): ის „პირველ არხთან“ ერთად დოკუმენტური ფილმების გადაღებას გეგმავს. სატელევიზიო პროექტის მიზანი ნაცისტური გერმანიისა და რფ-ის დანაშაულობათა გამოვლენაა. ბ-ნმა მალაშხიამ არც ის დაგვიმალა, რომ დოკუმენტური ფილმების მიზანი რუსეთის მიერ დანერგილი კლიშეს – „ხუთდღიანი ომის“ გაცამტვერებაა, რის დასტურადაც რჩეულ მაგალითებსაც იშველიებს: ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსია – ოთხ-ხუთ დღეში, ავღანეთის – 43 წუთში, ჩეხოსლოვაკიის – დღე-ნახევარში (ამ ფონზე, რასაკვირველია, ჩვენი „ხუთდღიანი“ – ჩემპიონია). სიტყვა „პირველი არხის“ გენდირექტორმაც შეგვაწია: ფილმები იქნება სკანდალურად მართალი და საინტერესოო (იმედია, არც იმდენად სკანდალური, რომ ავღანეთის რეკორდი – 43 წუთი – მოგვახსნევინონ).

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნ მალაშხიას ბედი კინემატოგრაფშიც უცდია (წესით, მისი საპარლამენტო ამპლუის გათვალისწინებით, ტერიტორიული მთლიანობა, მთლად მთლიანადაც თუ არა, ნაწილობრივ მაინც უნდა ჰქონდეს აღდგენილი), აღდგენისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ვფიქრობ, შემდეგი ფილმის შინაარსი უკვე მომწიფებულია – ჩვენ გავამთლიანეთ საქართველო (რა თქმა უნდა, მხოლოდ ფირზე).


скачать dle 11.3