კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფილიალი


„შენ პირ-უტყვი ხარ და მე მეტყველი“

თქვეს და აასრულეს, შესაბამისად, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს საქმე სამაღარიჩოდ აქვს: დასავლეთ საქართველოს გულში ხალხის რჩეულთათვის ისეთ მოშუშულ შენობას ააგებენ, რომ, შესაძლოა, შსს-ელებმა შურით სამხრეებიც კი მოიჭმუჭნონ. ამ საპატიო მისიის ასრულება, ჩვეულებისამებრ, ესპანელ არქიტექტორებს ანდეს. დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტის სხდომები სწორედ ქუთაისში ჩატარდება, საკომიტეტო მუშაობა კი კვლავაც ჯერ კიდევ დედაქალაქში გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე მეტად კმაყოფილი ჩანდა: ახალი შენობა ისეთივეა, როგორიც ევროპარლამენტიო (რაც მართალია, მართალია, ნაკლებში შესვლა არც უნდა ვაკადროთ ჩვენს რჩეულებს!). დანარჩენი უმრავლესობაც დაკმაყოფილებულად გამოიყურება. მაგალითად, ბ-ნი თორდია ბრძანებს, ქუთაისში პარლამენტის ფილიალის გახსნა ინვესტორების მოზიდვაში დაგვეხმარება, რადგან უცხოური მისიები ხშირ-ხშირად გვესტუმრებიან, რესტორნებშიც შევლენ და ჯიბეზეც ხელს გაიკრავენ, ანუ ადგილობრივები დასაქმდებიანო (ის კი აღარ დაუთვლია, რა უფრო მომგებიანი იქნებოდა, მოშუშული შენობის აშენება იმ იმედით, რომ ვინმე კინკილა უცხოელი რესტორანში ფულს დახარჯავს თუ იმ თანხის რაიმე სხვა მიმართულებით დაბანდება). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ უცხოელთა მიერ სარესტორნო ბიზნესის განვითარებიდან ელის ხალხის ეს კონკრეტული რჩეული დასავლეთ საქართველოს გაცოცხლებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე მთლად შორსაც ვერ გავფრინდებით. მეორე მხრივ, მაინცდამაინც, ყველა რჩეული არ შეხვედრია აღტაცებით ამ გაორებას. კერძოდ, ბ-ნი ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის წევრები ცხოველები არ არიან, რომ ქუთაისში ტურისტები მიიზიდონ. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ზოოპარკსაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში, შესაძლოა, პირიქითაც იყოს და სწორედ ამ უკანასკნელებმა იწყინონ ეს შედარება (რა თქმა უნდა, პირ-უტყვები რომ არ იყვნენ).


скачать dle 11.3