კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააბრუნეს ამერიკიდან საბჭოთა კავშირში ექიმი-ფსიქოლოგი, რომელიც პარტიული მუშაკების ზომბირებას ახდენდნა

1977 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკი სტეპან ბოგდანოვი გაიქცა, რომელმაც მოგვიანებით დაწერა წიგნი „მორალს მიღმა“. ამ წიგნში საბჭოთა უშიშროების სპეცაგენტი ამხელს „კაგებეს“ არაადამიანურ მეთოდებს, რომლებსაც საბჭოთა „ჩეკისტები“ ხალხის მიმართ ახორციელებდნენ. დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ ნაწყვეტს ამ გახმაურებული წიგნიდან.

სპეცდავალება ¹0287

1970 წლის მაისის დასაწყისში, „კაგებეში“ მუშაობის უკვე თორმეტწლიანი გამოცდილება და კაპიტნის ჩინი მქონდა, როდესაც გენერალ-მაიორმა პავლე კოსიგინმა დამიბარა. იგი სპეცოპერაციების სამმართველოში დაგეგმვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მან გულთბილად ჩამომართვა ხელი, სავარძელში დაჯდომა შემომთავაზა და მითხრა:

– რასაც ახლა გეტყვი, სტიოპა, სახელმწიფო საიდუმლოებაა, სულ რამდენიმე ადამიანია საქმის კურსში და ანდროპოვის გარდა პოლიტბიუროს არც ერთმა წევრმა არ იცის, თვით ბრეჟნევმაც კი.

ამ სიტყვების გაგონებაზე, რაღაც შიშნარევი ინტერესით გაჯერებულმა გრძნობამ შემიპყრო და გენერალს ღიმილით ვუთხარი: გამოდის, რომ ძალიან სახიფათო ინფორმაციას მანდობთ, რაც შეიძლება, ჩემი სიცოცხლისთვისაც კი საშიში იყოს-მეთქი.

– ჩვენს პროფესიაში ყველაფერი საშიშია და ამიტომ ვაჭერთ ენას კბილს, – მომიგო გენერალმა და გამიღიმა. შემდეგ მხარზე მომითათუნა ხელი და განაგრძო, – მაგრამ, სწორედ იმიტომ შეგარჩიე შენ, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხარ, საიდუმლოს შენახვაც იცი და დავალების შესრულებაც. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. მოკლედ, ამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ცეკას ნომენკლატურის ოთხი პერსპექტიული თანამშრომელი დაიღუპა ტრაგიკულად. ორი მათგანი საკუთარი სახლის სახურავიდან გადმოხტა, ერთმა თავი ჩამოიხრჩო თავისსავე ბინაში და ერთმაც ტაბელური პისტოლეტით გაიხვრიტა შუბლი საკუთარი ბინის კაბინეტში. საქმე კი ისაა, რომ ოთხივემ თვითმკვლელობა ჩაიდინა, ოღონდ, მას მერე, რაც თითოეულ მათგანს ტელეფონით დაურეკეს და კოდირებული ფრაზის მეშვეობით თავის მოკვლა უბრძანეს.

– კოდირებული ფრაზით თავის მოკვლა? – გავიმეორე გენერლის სიტყვები და მომეჩვენა, რომ რაღაც სიგიჟეს ვამბობდი.

– ჰო, ჰო, კოდირებული ფრაზით, – დამიდასტურა კოსიგინმა, – სწორედ ესაა სახელმწიფო საიდუმლო. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ომამდე, პირადად სტალინის ბრძანებით, „ენკავედეს“ კურატორობით შეიქმნა სპეციალური პანსიონატი, სადაც ცეკას ნომენკლატურის წევრებს მკურნალობდნენ. სინამდვილეში კი, იქ მოხვედრილ ადამიანებს ექიმი-ფსიქიატრები, ჰიპნოზიორები და ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ფსიქოლოგიურ დამუშავებას უტარებდნენ, ტვინს ურეცხავდნენ, მათ ზომბირებას ახდენდნენ და მორჩილს ხდიდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი მათ ლიკვიდაციას ახდენდნენ მათივე საშუალებით, ანუ თვითმკვლელობისკენ უბიძგებდნენ. ეს კი ასე ხდება: მოსაკლავ ობიექტს სპეციალურად დამუშავებული ხმა კოდირებულ ფრაზას ეუბნება, ეს უკანასკნელი კი თავს იმ ხერხით იკლავს, რაც ჩანერგილი ჰქონდა. მაგალითად, მე ვარ ზომბირებული და ვიცი, რომ, როცა ამის დრო დადგება, თავი უნდა მოვიკლა სისხლძარღვების გადაჭრით. მირეკავს ხმა და მეუბნება: „ხმელთაშუა ზღვაში ქარიშხალია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მე სამართებელი უნდა ავიღო და ვენები გადავიჭრა აბაზანაში. აი, სწორედ ასე დაიხოცა ის ხალხი, რომლებზეც გითხარი. „კაგებემ“ პროფესორი ვლადიმირ ვორონცოვი დააპატიმრა. ის ¹29 პანსიონატის მთავარი ექიმი იყო სწორედ იმ დახურული პანსიონატისა, სადაც „ნომენკლატურშჩიკებს“ აზომბირებდნენ. ვორონცოვმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ოთხივე თვითმკვლელობა დოცენტ პოგორელოვის ორგანიზებული ყოფილა, რომელმაც გაქცევა მოასწრო. ახლა იგი შეერთებულ შტატებში იმყოფება და, თუ დროზე არ მოვიხელთეთ, ღმერთმა უწყის, რა მოხდება.

გენერლის სიტყვებმა შოკში ჩამაგდო და ვკითხე:

– გასაგებია, რაშიც სჭირდებოდა სტალინს ეს ყველაფერი, მაგრამ სტალინი ხომ დიდი ხანია, გარდაიცვალა. ამჟამად ვინ განაგებს ამ ზომბირებულ „ნომენკლატურშჩიკებს“, რომლებიც განწირულები ყოფილან?

გენერალს გაეცინა და მითხრა:

– ჩვენი უწყება, სტიოპა, ჩვენ ვქაჩავთ მათ თანამდებობებზე და საჭიროების შემთხვევაში თავიდან ვიშორებთ. ახლა კი სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. პოგორელოვმა 30 „ნომენკლატურშჩიკის“ პირადი ანკეტები გაიტაცა და მხოლოდ მან იცის, რომელი პასუხისმგებელი მუშაკი როგორაა კოდირებული. პოგორელოვი, შენ უნდა მოგვგვარო. უკიდურეს შემთხვევაში კი მოკლავ. დავალების ნომერია ¹0287. იმოქმედე!

კოსიგინისგან რომ გამოვედი, პოგორელოვის სავარაუდო კოორდინატების ინფორმაციის გასაგებად შევიარე ¹3 ქვეგანყოფილებაში. ორი დღის მერე კი ამერიკაში გავემგზავრე და ოთხკვირიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ პოგორელოვი კენტუკის შტატიდან ჰავანის გავლით მოსკოვში ჩავიყვანე, „ლუბიანკას“ ჩავაბარე და მას მერე ლიკვიდაციის მოლოდინში ვიყავი. მეჩვენებოდა, რომ მითვალთვალებდნენ. ასეთ ყოფაში ვიყავი შვიდი წელი და ბოლოს მეც ამერიკაში გავიქეცი.


скачать dle 11.3