კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: ძალიან მინდა ჩინური ქოჩორა ძაღლის შეძენა, მაგრამ მის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცი. თუ შეიძლება, რამდენიმე სიტყვით მიამბეთ მასზე?

პასუხი: ჩინური ქოჩორა ძაღლის ორი ნაირსახეობა არსებობს – ბეწვიანი და ქოსა. საგულისხმოა ისიც, რომ ერთ დედმამიშვილებში შესაძლოა, რამდენიმე ქოსაც იყოს და ბეწვიანიც. ბეწვიან ძაღლებს ძირითადად საჯიშედ იყენებენ, რადგან ის აუცილებელია ჯიშის მოშენებისთვის. ბეწვიანი ძაღლის ქოსა ძაღლთან შეჯვარების შედეგად, ბევრად უფრო ჯანმრთელი ლეკვები იბადებიან, ვიდრე ქოსა ძაღლის ქოსასთან შეჯვარების შემთხვევაში. ჩინური ქოჩორა ძაღლი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დეკორატიულ ძაღლად ითვლება. მისი მოვლა განსაკუთრებულ დროსა და ენერგიას არ საჭიროებს. როგორც წესი, ისინი ოჯახის მოყვარული და დამჯერი ძაღლები არიან. ჩინური ქოჩორა ძუ ძაღლის სიმაღლე 23-30 სანტიმეტრია, ხოლო ხვადის – 28-33. წონა 5.5 კილოგრამია.

კითხვა: რა თავისებურებებით გამოირჩევიან მალამუტის ჯიშის ძაღლები?

პასუხი: მალამუტის ჯიშის ძაღლი რთულად ეგუება ცხელ კლიმატს. მას აუცილებლად სჭირდება დიდი საცხოვრებელი ტერიტორია. ხანგრძლივად, რეგულარულად ასეირნეთ, სასურველია, ბუნებაში. ის არ გამოირჩევა ოჯახის დაცვისუნარიანობით.

კითხვა: შარპეი და ჩიხუახუა თუ ჩაითვლება საშუალო ზომის ძაღლად? რამდენია მათი წონა და სიმაღლე?

პასუხი: შარპეის და ჩიხუახუას ჯიშს საშუალო ტანის ძაღლები მიეკუთვნებიან. შარპეის სიმაღლე მინდაოში 40-51 სანტიმეტრს შეადგენს, ხოლო წონა დაახლოებით – 29 კილოგრამს. რაც შეეხება ჩიხუახუას, სიმაღლე მინდაოში, ხვადის 48-56 სანტიმეტრია, ხოლო ძუსი – 46-51.

კითხვა: რა ფერის უნდა იყოს ამერიკული და ინგლისური კოკერსპანიელი?

პასუხი: ამერიკული კოკერსპანიელი შეფერილობით დასაშვებია იყოს: შავი, ყავისფერი, ღია კრემისფერი, წითური, მუქი წითელი, შავ-თეთრი და თეთრ-წითური. რაც შეეხება ინგლისურ კოკერსპანიელს უნდა იყოს: წითური, შავი, ორფეროვანი ან სამფეროვანი.

კითხვა: რამდენჯერ აქვს ძაღლს განაყოფიერების პერიოდი და რამდენი დღე გრძელდება ციკლი?

პასუხი: საორიენტაციოდ ძუ ძაღლებს ციკლი წელიწადში ორჯერ აქვთ, თუმცა არის შემთხვევა, როცა 8 თვეში ერთხელაც ფიქსირდება. ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით, 22-26 დღე გრძელდება. დაწყვილების პერიოდი ციკლთან ერთად იწყება. ხშირ შემთხვევაში, ძაღლის დართვა შესაძლებელია ციკლის დაწყებიდან მე-8-12-14 დღეს.


скачать dle 11.3