კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა შეცდომას აღარ გაიმეორებს სოფი ფაცია და როგორ აკვირდება ის ბიჭს


16 წლის სოფი ფაცია ლალი ტოტიკაშვილის მოდელია, სწავლობს სკოლაში და ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მომავალში რა პროფესიას აირჩევს. მას განსაკუთრებულად თავისი მეგობრები უყვარს და ისინი მისთვის ძალიან ძვირფასები არიან.

სოფი: ერთწლიანი კურსები დავამთავრე ლალი ტოტიკაშვილის სტუდიაში და პოდიუმზე ჩემი დებიუტი ახლახან შედგა „რედისონში“, სადაც მონაწილეობა მივიღე სილამაზის სალონ „პოდიუმის“ ჩვენებაში, მე დავხურე ჩვენება.

– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.

– ვარ კომუნიკაბელური, ცოტა ჯიუტი, რაზეც ხშირად მაძლევენ შენიშვნებს. ბრაზიანი ვარ, ოღონდ მცირე დოზით და მალევე გამივლის ბრაზი. შეიძლება, ადამიანზე გავბრაზდე და მეორე წამს გავუცინო, მერე ნერვები მეშლება ხოლმე.

– ადამიანებს იოლად ენდობი?

– კი, ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა, უსარგებლიათ ჩემი ხასიათით, მაგრამ ის მამხნევებს, რომ ადამიანი შეცდომებზე სწავლობს და რადგან ეს შეცდომა დაშვებული მაქვს, ვფიქრობ, მეორედ აღარ გავიმეორებ.

– ალბათ არ გიყვარს ბიჭების გრძნობებზე თამაში.

– არა, 16 წლის ვარ და ჯერ შეყვარებული არ მყოლია. შეყვარებულია ის, ვისაც ხვდები, ურთიერთობა გაქვს მასთან. მესიჯობა და ცანცარობა, გართობის მიზნით, ეს სულ სხვა საქმეა. რომ მოგწერენ მესიჯს, შენც მისწერ, მერე გაგეცინება. ბოლოს აღარ ვპასუხობ ხოლმე. როდესაც გოგონას ბიჭი არ მოსწონს და როგორც იტყვიან, „პონტის“ გამო ჰყავს შეყვარებული, რომ ვინმემ სადმე დაპატიჟოს, ასეთი რაღაცეები არ მიყვარს. თუ ადამიანის მიმართ გრძნობა არ მაქვს, მას ვერ მივცემ შანსს.

– რომანტიკული ურთიერთობებიც გხიბლავს?

– რომანტიკული ვარ, ძალიან მომწონს სერენადები, დანთებული გულები, ბიჭის მხრიდან ასეთი რაღაცის გაკეთება ძალიან სასიამოვნოა. გოგონასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი ადამიანის ყურადღება, სითბო, სიყვარული, პატივისცემა და ერთგულებაა. თუ ჩემს გვერდით მყოფ ადამიანს შევამჩნიე, რომ ის რაღაცის გამოა ჩემთან, ამ დროს კი სხვის მიმართაც გაუჩნდა ინტერესი და მე იმიტომ არ მტოვებს, არ მაწყენინოს, თავად გავწყვეტ ასეთ ურთიერთობას. უაზრობად მიმაჩნია, ის სხვაზე ფიქრობდეს და ფიზიკურად ჩემთან იყოს. როგორც არ უნდა მიყვარდეს, მომწონდეს, შეიძლება გამიჭირდეს კიდეც უიმისოდ, მაგრამ მაინც გავწყვეტ მასთან ურთიერთობას. თუ მის ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდა, რატომაც არ შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდეს მასზე უკეთესი, რომელიც უფრო დამაფასებს. გოგონამ უნდა იცოდეს საკუთარი თავის ფასი, თავშეკავება მართებს. ძალიან ბევრი ბიჭი ვიცი, რომელსაც გოგონაში თავშეკავებულობა და სიდინჯე მოსწონს. გოგონა ძალიან ცერცეტი და თამამი არ უნდა იყოს. ადრე, ბიჭი რომ მომწონებოდა და მასაც ეთქვა მომწონხარო, საპასუხოდ ვერაფერს ვეუბნებოდი, თავს ვიკავებდი. თუ ბიჭი თავს იკლავს, ცდილობს, დაგანახოს, რომ მოსწონხარ და შენც მოგწონს, ეს უნდა აგრძნობინო, კიდეც, ბიძგი უნდა მისცე, რომ იმასაც გაუჩნდეს სურვილი, შენთვის რაღაც გააკეთოს.

– როგორ ფიქრობ, ბიჭმა არ უნდა იბრძოლოს გოგონას გულის დასაპყრობად?

– ასეთი ბიჭები არ მომწონს, სუსტები არიან. ჩვენი თაობის ბიჭები, მით უმეტეს თუ კარგი გარეგნობა აქვთ, ერთხელ რომ ეტყვიან გოგონას მიყვარხარო და უარს მიიღებენ, მაშინვე სხვასთან გარბიან. ბიჭმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და გოგონასგან ზუსტი პასუხი მიიღოს. მეც ბევჯერ შემიკავებია თავი, პირველივე ჯერზე „ხამივით“ არ მითქვამს, მიყვარხარ-მეთქი. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ დავაკვირდე, მართლა ვუყვარვარ თუ არა მას და თუ ღირს მასთან ურთიერთობის გაგრძელება. გოგონასთვის თავის მოწონების მრავალი ხერხი არსებობს, თუ გაარტყამს მიზანში, რატომაც არა, მივცემ შანსს. ერთ უარზე არ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი. უნდა იბრძოლოს, ეს ძალიან აზარტული, საინტერესოა ურთიერთობაში. გოგონასა და ბიჭის ურთიერთობა ისეთია, რომ ხანდახან იკამათებენ კიდეც. მარტო ერთმანეთის სიყვარული და ფერებაც მოსაბეზრებელია, ცოტა ინტრიგაც უნდა იყო. უნდა ფიქრობდე, თუ რაღაცას ისე არ გააკეთებ, მას აწყენინებ. ბიჭისა და გოგონას ურთიერთობა მრავალფეროვანი, საინტერესო უნდა იყოს და უფრო დიდხანს გასტანს.

– შენ თქვი ვაკვირდებიო და როგორ აკეთებ ამას?

– თუ ერთხელ ამიხსნა სიყვარული, უარი ვუთხარი და წავიდა, ესე იგი, მას არ ვყვარებივარ. ისეთ ბიჭთან არ დავიჭერ ურთიერთობას, რომელსაც ხიბლავს ერთთვიანი, ერთკვირიანი ურთიერთობები, გატაცებები. ზოგი ბიჭი გოგონას აეჭვიანებს და ეს არ არის მოსაწონი. თუ ბიჭი მომეწონება, შეიძლება მან ყველაზე ნაკლებად იბრძოლოს, მაგრამ ჰქონდეს ის, რაც ჩემთვის ძვირფასია და შევიყვარო. ბუნებით ერთგული ვარ, არ შემიძლია ბიჭი ვაწვალო, ინტრიგები ვხლართო, სუფთა ურთიერთობები უფრო მიზიდავს. თუ ბიჭისგან მოვითხოვ ერთგულებას, მეც მაქსიმალურად ვეცდები, მასთან პატიოსანი ვიყო.


скачать dle 11.3