კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ამიტანე ასეთი


ის, რაც შეყვარებულობისას სასიამოვნოა და სახალისო, შეიძლება, მომავალში სულაც აღარ მოგეწონოთ. დავყოთ პუნქტებად. მანამდე კი, დაიხსომეთ, რომ დიდი სკანდალი ყოველთვის წვრილმანებიდან იწყება.

1. გირეკავთ ძალიან ხშირად. დღის ნებისმიერ დროს – დილით, შუადღისას, საღამოს... ხანმოკლე ინტერვალებით. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სამუშაოზე ხართ თუ ისვენებთ. თქვენი ხმის გაგონება უნდა. უნდა, რომ დაგელაპარაკოთ და მორჩა. გცალიათ თუ არ გცალიათ, სულაც არ აინტერესებს. თავიდან, შეიძლება კარგიც გეგონოთ მისი ასეთი ყურადღება, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ცხოვრება ნელ-ნელა აუტანელი ხდება. აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ ასეთი სიტუაცია თქვენთვის მიუღებელია. კი არ უსაყვედუროთ, უბრალოდ, უთხარით. ხოლო თუ არ გაიგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთის ატანა მოგიწევთ, როგორიც არის. თქვენი გადასაწყვეტია, გინდათ თუ არა მუდმივი კონტროლის ქვეშ ცხოვრება.

2. დაჟინებით ითხოვს, შეხვდეთ, მაშინაც კი, როცა იცის, რომ მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ. გახსოვდეთ, მისი ჭირვეულობა ყოველდღიურ სახეს მიიღებს, თუკი თავიდანვე არ აგრძნობინებთ, რომ თქვენ თქვენი ცხოვრება გაქვთ, რომელზეც უარის თქმას არ აპირებთ.

3. მოითხოვს ყურადღებას ყოველთვის და ყველგან. თითქოს, მის გარდა სხვა აღარავინ არსებობდეს. ისე უნდა მოუაროთ და უძიძავოთ, როგორც პატარა ბავშვს. თუ თქვენში დედური ინსტინქტი მძლავრობს და გსიამოვნებთ, ვიღაც მუდმივად რომ არის თქვენზე „ჩამოკიდებული„, მაშინ აიტანეთ „დიდი ბავშვის„ სიურპრიზები. ისე კი, გირჩევთ, დროულად გააგებინოთ, რომ ყურადღება თქვენც გჭირდებათ. მამაკაცი კი, უბრალოდ, ვალდებულია, იზრუნოს საყვარელ ქალზე.


скачать dle 11.3