კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოუხელთებელი...


გიყვართ, მაგრამ ხვდებით, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ის ხან სულ თქვენ გვერდით არის და სიყვარულს გეფიცებათ, ხანაც რამდენიმე დღით იკარგება. სამაგიეროდ, როცა ბრუნდება, განსაკუთრებით რომანტიკულია და ნაზი. თქვენც მაშინვე ივიწყებთ წყენას. მაგრამ, გულის სიღრმეში ხვდებით, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ბოლოს კი ჩნდება ეჭვი – იქნებ მას სხვა ჰყავს. ეჭვს ნამდვილად აქვს საფუძველი. თუმცა, შესაძლოა, ცდებოდეთ. წარმოიდგინეთ, სიტუაცია: მას არავინ ჰყავს. თქვენ გარდა არავინ მოსწონს, მაგრამ მაინც გაგირბით. მამაკაცები ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევიან. მიაჩნიათ, რომ სიყვარული სიყვარულია, მაგრამ მათი პირადი თავისუფლება არაფერმა და არავინ არ უნდა შეზღუდოს. ამიტომაც, დროდადრო აიწყვეტენ ხოლმე. ასეთ დროს მათ უნდათ, რომ ზედმეტი შეკითხვებით არ შეაწუხოთ. დაუსრულებლად არ ურეკოთ და საერთოდ, „ტვინი არ უბურღოთ„. ასეთი მამაკაცები ცოტანი არ არიან და თუ თქვენი რჩეულიც მათ რიცხვს მიეკუთვნება, გირჩევთ, დროებით მაინც მოეშვათ ჭირვეულობას და შეუქმნათ მას იმის ილუზია, რომ აბსოლუტურად თავისუფალია. არ უსაყვედუროთ, როცა მოულოდნელად გაუჩინარდება და სიხარულით მიეგებეთ, როცა დაბრუნდება. დარწმუნებული იყავით, მისი თავისუფლებისკენ ლტოლვა მალე გაივლის, თუკი თქვენ შეცდომებს არ დაუშვებთ. შეცდომაა, როცა ცდილობთ, გააკონტროლოთ მისი წასვლა-მოსვლა, როცა მის მობილურში იქექებით და ეჭვიანობის სცენებს უწყობთ. რადგან თქვენთან დაბრუნებული ცდილობს, გამოისყიდოს მოულოდნელი გაუჩინარებით ჩადენილი დანაშაული, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მისთვის სულერთი არ ხართ.


скачать dle 11.3