კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამწუხარო რეალობა


ამბობენ, ბედნიერია ის მამაკაცი, რომელსაც შეუძლია ცოლი საყვარელივით უყვარდეს, ხოლო პრობლემები აუცილებლად ექნება კაცს, ვინც საყვარელს უფლებას აძლევს, მოექცეს მას, როგორც ქმარსო.

ღალატის დაფარვას სერიოზული ოსტატობა სჭირდება. მსახიობის ნიჭი კი, ყველა მამაკაცს არ გააჩნია. უმრავლესობა სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ამჯობინებს. ანუ, ყველაფერს უარყოფს და ამით ცდილობს, პრობლემას გაექცეს. მამაკაცის პოლიგამიურობისკენ გადახრას ადვილად ამოიცნობთ, თუ სიმართლეს თვალებში შეხედავთ და არ ეცდებით, მოიტყუოთ თავი. ნუ დაუჯერებთ მის ფიცს და ლამაზ სიტყვებს სიყვარულზე. ნურც მისი წუწუნი და ყალბი ცრემლები აგიჩვილებთ გულს. დააკვირდით წვრილმანებს და სწორედ ამით „გაშიფრავთ„ მოღალატეს. მაგალითად, თუ თქვენს მეუღლეს ქალბატონები არასამსახურებრივ დროს ურეკავენ, ვითომდა სამსახურის საქმეზე და ამას სისტემატური სახე აქვს, იცოდეთ, რომ მოტყუებული ცოლი ბრძანდებით. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მამაკაცებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ უყვართ მესიჯების წერა. თუ ამჩნევთ, რომ თქვენს ქმარს გამუდმებით ხელში უჭირავს მობილური, წერს მესიჯებს და მოსდის კიდეც ხშირად ესემეს გზავნილები, ნუღარ მოერიდებით, ჰკითხეთ პირდაპირ და კედელთან მიმწყვდეული აიძულეთ, სიმართლე თქვას. რეალობა სამწუხარო იქნება, მაგრამ მაინც ის გერჩიოთ ლამაზ ტყუილს, რომელსაც ადრე თუ გვიან, აუცილებლად აეხდება ფარდა და მაშინ უფრო ძალიან გეტკინებათ გული.


скачать dle 11.3