კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

ვინ “გაიმეტა„ დოლჩე მგლების შესაჭმელად და რის გამო მოუხდა მას ქურდებთან საქმის გარჩევა


მსახიობი გიორგი კალანდარიშვილი, იგივე დოლჩე ძალიან მხიარული და კონტაქტური ადამიანია. აი ისეთი, მის გვერდით რომ არ მოიწყენს კაცი. გამოუვალ სიტუაციებში ბევრჯერ ჩავარდნილა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ დროს, ღმერთი სწყალობს. როგორ გადაურჩა ის მგლების ხროვას, რატომ მოუხდა ქურდებთან საქმის გარჩევა და როგორ შეყარა სიმღერით მთელი უბანი, ამაზე თავად გვიამბობს.

– დოლჩე, ხშირად ხვდები გამოუვალ და კურიოზულ სიტუაციებში და როგორ იძვრენ ხოლმე იქიდან თავს?

– კურიოზულ სიტუაციებში კი არა უფრო „ჟუტკ“ სიტუაციებში ვხვდები ხოლმე. ისე, რომ ვუფიქრდები, არც თავის დაძვრენა მიჭირს მაინცადამაინც ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილს. თუ ადამიანს სწრაფი რეაგირების უნარი და ამასთანავე, იუმორის გრძნობაც გაქვს, თავს ადვილად დაიძვრენ ნებისმიერ სიტუაციაში. არ დამავიწყდება, პირველად ალკოჰოლური სასმელით მეთერთმეტე კლასში დავთვერი. ისეთი საშინელება ხდებოდა ჩემს თავს, ამას სიტყვით ვერ გადმოგცემთ. ხელოვნების გიმნაზიაში ვსწავლობდი. „მალალიტრაშკა“ აღმოვჩნდი და ისე დავთვერი, მტრისას. გაჭირვებული მოსწავლე და სტუდენტი ვიყავი. არასდროს მქონია ბევრი ფული. ამიტომ, მიწევდა მეგობრებთან ერთად იაფფასიანი ალკოჰოლის დალევა. ასეთ სასმელს კი დამწყები კი არა სტაჟიანი მსმელებიც ვერ იტანენ. ზოგი იწამლება, ზოგიც გონებას კარგავს და მე რა დამემართებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. მოკლედ, პირველივე დალევაზე ისე გავითიშე, სახლში მიმიტანეს. ორგანიზმმა ვერ მიიღო სასმელი. იმის თავიც კი არ მქონდა, ვინმესთვის მეგინებინა (იცინის).

– შარიანი სიმთვრალე არ გაქვს, თუმცა ერთხელ, ეგრეთ წოდებულ, ავტორიტეტებთან, ანუ კანონიერ ქურდებთან მოგიწია საქმის გარჩევა. ხომ მართალია?

– ეს მაგარი ისტორიაა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ერთხელ, სკოლის ძმაკაცებმა დავლიეთ ბევრი. გამოვედით ქუჩაში. სააკაძის მოედანზე ვდგავართ. ჩემმა ძმაკაცმა, ისეთი მთვრალი იყო, ტაქსის მაგივრად, პოლიციის მანქანას დაუქნია ხელი, გამიჩერეო. რასაკვირველია, იმან არ გაუჩერა. ეს გაბრაზდა და ერთი მაგარი შეაგინა. პოლიციელმა გაიგო, გააჩერა მანქანა და გადმოხტა ხუთი კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელი. მორბიან, თან ჰაერში ისვრიან და ყვირიან: დაწექით თქვენი... ნასვამები კი ვართ, მაგრამ პატარები ვართ, შეგვეშინდა, გული გაგვისკდა, ეს რა შარში გავეხვიეთო. მოკლედ, რომ მოგვიახლოვდნენ და ნახეს, რა დღეშიც ვიყავით და თან სკოლის მოსწავლეები, თავი დაგვანებეს. გვითხრეს, ბედი თქვენი, მანქანაში ადგილი არ გვაქვსო. ერთი სიტყვით, დაჭერას გადავურჩით. მეგონა, გადავრჩით, მაგრამ უარეს შარში არ ამოვყავით თავი? მაშინ ასეთი ტაქსები არ იყო, ახლა რომ დადიან. ძლივს გავაჩერეთ ძველისძველი „ვოლგა“. ჩვენ ტაქსი გვეგონა, ჩავსხედით და მერე მივხვდით, მძღოლიც მაგარი გალეწილი მთვრალი იყო. თურმე, დაგვინახა ხელს რომ ვიქნევდით და გააჩერა. უაზროდ აგვიშარდა, არც ჩვენ დავუთმეთ. გვითხრა, მე კრიმინალური ავტორიტეტის ახლობელი ვარ და ნახეთ ახლა რას გიზამთო, მოატრიალა მანქანა და სანზონაში არ ამოგვაყოფინა თავი? უცებ, ბნელი სკოლის ეზოში აღმოვჩნდით, 40-50-60 წლის იარაღიანი კაცების გვერდით, ეს ნასვამი ბავშვები. დარწმუნებული ვარ, ცოტა დიდები რომ ვყოფილიყავით, იქვე მიგვაცხრილავდნენ უმიზეზოდ, ისეთი განუკითხაობა იყო იმ პერიოდში. მთავარმა ავტორიტეტმა რომ შეგვამჩნია არ ვიყავით დამნაშავეები და ბატებივით აღმოვჩნდით იქ მისი ნაცნობის წყალობით, ეჩხუბა, ესენი ვინ მომიყვანე, ამათ რა ველაპარაკოო. ამოიღო ჯიბიდან ბევრი ფული, ოცლარიანები ჩამოგვირიგა და გვითხრა, წადით ბავშვებო სახლში, ისწავლეთ თქვენი ჭირიმე, მე რა უნდა გითხრათ სხვაო. ასე გადავრჩით. ისეთი შეშინებულები წამოვედით, ვერ გეტყვით.

– სადმე თუ დაკარგულხარ?

– როგორ არა, ამით მამას დავემგვანე (იცინის). რამდენიმეჯერ დავიკარგე, მაგრამ ერთხელ მართლა მაგარი შიში ვჭამე. ძალიან მორიდებული ბავშვი ვიყავი, რასაც მეტყოდნენ, იმას ვიჯერებდი. ერთი სიტყვით, პროტესტს ვერ გამოვხატავდი უფროსების მიმართ. 12 წლის ასაკში ერთი მსახიობის თეატრში ვთამაშობდი. იქიდან ნათესავთან მივედი. არ დამავიწყდება ის დღე, ხელფასიც ავიღე და დავიკარგე კიდეც. თუმცა, მგლების შეჭმას გადავურჩი. მოკლედ, ვაკეში, ნათესავთან მივედი. უნდა წავსულიყავი იქიდან 9 ნომერი „მარშუტკით„ თამარ მეფის გამზირზე, სახლში. ამ ჩემს ნათესავს შეეშალა და ჩამსვა 9-ა ნომერ „მარშუტკაში“. ეს კი მუხიანში მიდიოდა თურმე. კაცო, ვხვდები გაიწელა გზა, ადგილები არ მეცნობა. ვიფიქრე, ეტყობა შემოვლითი გზით მიდის-მეთქი. მერე მივხვდი ტყეში ვარ, აქეთ-იქით კორპუსები დგას. დამცხა, მივხვდი, რაღაც რიგზე არ იყო. გაჩერდა „მარშუტკა“ ბოლო გაჩერებაზე. მძღოლი მეკითხება, არ ჩადიხარ, ბიძია, უკვე მოვედით, ბოლო გაჩერებააო. ვეკითხები, სად ვარ-მეთქი. გადაირია, რას ჰქვია სად ხარ? სად ხარ და მუხიანშიო. არადა ბნელა, გვიანია, იქიდან აღარაფერი აღარ გამოდის ცენტრისკენ, რა გინდა ჰქნა? ვდგავარ ქუჩაში და გული მისკდება. უცბად, მგლების ყმუილი არ მესმის? აი, მაშინ კი სერიოზულად დავფრთხი, შიშისგან კინაღამ ქვეშ ჩავიფსი (იცინის). თან, მანქანის გაჩერებაც შემეშინდა. ბოლოს მივედი „მარშუტკის“ მძღოლთან და სიტუაცია ძლივს ავუხსენი. ჩამსვა თავის „მარშუტკაში“ და გამომიყვანა სამშვიდობოს. ასე გადამარჩინა მგლების ხროვას, თორემ ძვლიანად არ დამხრავდნენ? ახლა რომ ვიხსენებ იმ დღეს კი მეცინება, მაგრამ მაშინ რა გამაცინებდა.

– ნადირობა ან თევზაობა თუ გიყვარს და ამასთან დაკავშირებით თუ გაქვს საინტერესო ამბები გასახსენებელი?

– თევზაობა არ ვიცი. ერთადერთხელ ვიყავი სათევზაოდ წასული ძმაკაცთან ერთად და ისეთი „ანკესის ღორი“ აღმოჩნდა, არ გამაკარა. არადა, მინდოდა მეც დამეჭირა 23 თევზი და მერე სხვებივით მეამაყა, რა მაგარი მეთევზე ვარ, როგორი დიდი და ბევრი თევზი დავიჭირე პირველივე წასვლაზე-მეთქი. დავჯექი, ჩავაგდე ანკესი წყალში და არ მომვარდა ეს ჩემი ძმაკაცი? წამართვა ანკესი, ჩემიაო. მე ვიჯექი ობოლი ბავშვივით და ვუყურებდი მას. ძალიან მიყვარს ნადირობაც და თევზაობაც, მაგრამ, რომ იტყვიან, კაცურად არც ერთი არ გამომიცდია.

– შეყვარებულ დოლჩეს გოგონას გამო სისულელე თუ ჩაგიდენია?

– როგორ არ ჩამიდენია? და, დღეს ნინუცა ჩემი ცოლია. ჩემს მეგობარს გავენდე, გოგონა მიყვარს და წამო სერენადა ვუმღეროთ ფანჯრებთან-მეთქი. იმ დღეს ვალენტინობა იყო. მე და ნინუცა ერთად ვიყავით. მერე სახლში მივაცილე და ისე მომენატრა, ისევ მის გვერდით ყოფნა მომინდა. დავდექით კორპუსთან და დავიწყეთ სიმღერა. ერთი სიმღერა რომ დავამღერეთ, ნინუცამ არ გამოიხედა, მაგრამ ისეთი ტაშის გრიალი იყო, გავოცდით. გავიხედეთ და ოთხი კორპუსის ყველა აივნიდან და ფანჯრიდან გვიკრავდნენ ტაშს, „მალადეც“ ბიჭებოო. მეგონა სცენაზე ვიდექი (იცინის). ნინუცა მესამე სართულზე ცხოვრობდა. გამოვიდა აივანზე, მაგრამ დედამისმა უკან, ოთახში შეიყვანა. არადა, გამვლელებიც კი გაჩერდნენ და გვერდით დაგვიდგნენ. მახსოვს, კორპუსიდან გვიყვიროდნენ, ბიჭებო, კიდევ მოდითო. მეორე დღეს, ნინუცა მაღაზიაში რომ ჩასულა, გამყიდველს უთქვამს, დედა, რა კარგი ბიჭია, გაჰყევი შვილო ცოლადო (იცინის). ერთი სიტყვით, შეყვარებულს, მთელი ნინუცას უბანი მე „მბალეშჩიკობდა“.

– შენმა სიმღერამ გაჭრა, არა?

– სიმღერისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ნინუცა დღეს ჩემს გვერდითაა. იმ დღის სიმღერამ კი, ერთი კვირით ნამდვილად გაჭრა. თურმე, რომ ვუმღერე, მეორე დღეს მამამისი და დედამისი ახლად გაღვიძებულ ნინუცას თავზე დაადგნენ და წაუმღერეს „ერთხელ ვიხილეე, ბაღში ყვავილიი“ (იცინის). ასე რომ, მარტო მე კი არა, მშობლებმაც კი უმღერეს სერენადა, ჩემს საყვარელ გოგონას.


скачать dle 11.3