კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოგებული სასამართლო „სიგარეტის“ წინააღმდეგ


ფლორიდის მცხოვრები „ფილიპ მორისისგან“ 300 მილიონ დოლარს მიიღებს იმ მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, რაც მის ჯანმრთელობას სიგარეტმა მიაყენა. შესაბამისი განკარგულება გასცა ბროუარდის ოლქის სასამართლომ. მან ჩათვალა, რომ ამერიკის თამბაქოს გიგანტია იმის მიზეზი რომ 61 წლის სინდი ნოგლის ფილტვებში ემფიზემი წარმოიქმნა.

ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დამოწმებით, ეს უმსხვილესი თანხაა, რომელიც მსგავსი სასამართლო გარჩევის საფუძველზე კერძო პირს გადაეცა ფლორიდაში. დღემდე დაახლოებით, 8 ათასი ასეთი სასამართლო პროცესია ჩატარებული. ამას გარდა, გადაუმოწმებელი მონაცემებით, ეს რეკორდული კომპენსაციაა თამბაქოს ინდუსტრიის ისტორიის განმავლობაში.

ნოგლი თამბაქოს წევას 1968 წელს 20 წლის ასაკში მიეჩვია. სინდი აცხადებს, მას რომ სცოდნოდა, რას იწვევს ნიკოტინი, არასოდეს მოკიდებდა ხელს იმ პირველ სიგარეტს. მაგრამ, იმ წლებში თამბაქოს კომპანიები ჯიუტად მალავდნენ ამ ფაქტს, მათ თავიანთი კეთილდღეობის დაკარგვის ეშინოდათ.

როდესაც ინფორმაცია თამბაქოს მავნე თვისებების შესახებ ფართოდ გავრცელდა, ნოგლი უკვე მთელ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა დღეში. მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ, 1993 წელს, ბოლოს და ბოლოს, მან შეძლო მიეტოვებინა სიგარეტის მოწევა. მიუხედავად ამისა, მას ფილტვები უკვე დაზიანებული ჰქონდა. ახლა იგი ფილტვების ემფიზემის ძალზე მწვავე ფორმით იტანჯება და იძულებულია 24 საათის განმავლობაში ჟანგბადის ნიღბით ისუნთქოს. სხვის დაუხმარებლად გადაადგილება კი საერთოდ არ შეუძლია – რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ, მისი ორგანიზმი იფიტება. ამის გამო, ის საწოლზეა მიჯაჭვული.

სასამართლომ მისი პრეტენზიები სამართლიანად მიიჩნია და აიძულა „ფილიპ მორისი“, გადაეხადა 56,6 მილიონი დოლარი ამ ხარჯების დასაფარავად, რაც ნოგლის მკურნალობას უკავშირდებოდა. ამას გარდა, მასვე დაეკისრა 244 მილიონი დოლარის გადახდა იმ ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენებისთვის, რაც ნოგლმა განიცადა.


скачать dle 11.3