კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სანამ პირმშოს სახელს დაარქმევდეთ, მთარგმნელს მიმართეთ


ლონდონის მთარგმნელთა ბიურო წყვილებს, რომლებიც ბავშვის დაბადებას ელოდებიან, სთავაზობს, შეამოწმონ მათი პირმშოს პოტენციური სახელი. მათ შვილს ან ქალიშვილს მომავალში რომ არ მოუწიოთ გაწითლება თავიანთი მშობლების მდიდრული წარმოსახვის გამო.

მაგალითისთვის, ამერიკელ მსახიობს, ტომ კრუზსა და მის მეუღლეს – კეტი ჰოლმსს უნდა შეემოწმებინათ, რას ნიშნავს სახელი „სური“, რომელიც თავიანთ ქალიშვილს შეურჩიეს. იაპონურ ენაზე ეს სახელი „ჯიბის ქურდს“, ფრანგულად – „დამჟავებულს“, იტალიურად – „სტავრიდას“ ნიშნავს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნმა და მისმა მეუღლემ, რომლებსაც ახლახან ბიჭი შეეძინათ, ახალშობილს კაი დაარქვეს, – რაც ფინურად ითარგმნება, როგორც „ალბათობა“, ესტონურად კი – „კაშხალი“. პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა გვენ სტეფანიმ და მისმა მეუღლემ – მუსიკოსმა გევინ როსტეილმა ალბათ, იცოდნენ, რომ მათი პირმშოს სახელი „ზუმა“ არაბულად „მშვიდობას“ ნიშნავს. მაგრამ, წყვილმა ნამდვილად არ იცოდა, რომ ინდიელთა, ნაუატლის ენაზე ნიშნავს – „ღმერთი სიბრაზისგან იჭმუხნება“. ლონდონის მთარგმნელთა ბიუროს სპეციალისტები გვპირდებიან, შეამოწმონ რას ნიშნავს ბავშვის სახელი მსოფლიოს 100 სხვადასხვა ენაზე. მომსახურების ფასი 1,7 ათასი დოლარია.

მთარგმნელთა ბიურო, აგრეთვე აღიარებს, რომ გვხვდება რთული შემთხვევებიც – ასე მაგალითად, სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ეპოვნათ ამას წინათ გარდაცვლილი „პოპ-მუსიკის მეფის“, მაიკლ ჯექსონის ძმისშვილის სახელის – ჯერმეჯესტის ადეკვატური თარგმანი.

ჩვენი აზრით კი, ამ საქმეს მარტო მთარგმნელთა ბიურო ვერ მოუვლის. მათ მომავლის წინასწარი განმჭვრეტნიც უნდა შეუერთდნენ, რათა ბელადომანებმა შვილებს ლენსტანბერის მსგავსი სახელები არ დაარქვან.


скачать dle 11.3