კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ანეგდოტები

***

– არ მესმის‚ რატომ ეშინიათ ცოლის შერთვის‚ რა უნდა დაუშავოს სუსტმა ქალმა მამაკაცს – კი‚ ბატონო‚ შეიძლება‚ ხასიათი გაუფუჭოს‚ ჰა‚ ცხოვრება გაუმწაროს...

***

ზაფხული ხელფასივითაა: თითქოს ახლა აიღე‚ მოიხედავ‚ უკვე დამთავრდა.

***

ამ ბოლო დროს, რეპუტაციის შელახვის მიზნით, რუსეთს ბევრ რამეს აბრალებენ. ავიღოთ, თუნდაც, მცდარი აზრი იმის შესახებ‚ რომ რუსეთი ყველაზე მსმელი ქვეყანაა. სულაც არა: ჩვენთან წლის განმავლობაში იმაზე ნაკლებს სვამენ‚ ვიდრე ამერიკა‚ გერმანია‚ ავსტრალია‚ კანადა და ჩინეთი ერთად აღებული.

***

პოლიციელები ორ ნაწილად იყოფიან „კეთილებად„ და „ბოროტებად“. დამნაშავესთან ჯერ შედიან „კეთილები“‚ ლამის სულის ამოღებამდე სცემენ‚ რომ რამე ათქმევინონ‚ თუ არ გამოტყდა‚ მაშინ „ბოროტები“ შედიან.

***

მამაკაცებს სამი პერიოდი აქვთ:

1. ქალები უფასოდ იხდიან;

2. ქალები უფასოდ იხდიან‚ მაგრამ მათი ფულით იცვამენ;

3. ქალები მათი ფულით იცვამენ და მათი ფულითვე იხდიან.

***

– ეკა‚ შეიძლება‚ შენთან ვიმეგობრო?

– როგორ არა‚ მაგრამ დღეს ჩემები სახლში არიან.

***

მიცვალებული ბინიდან გამოასვენეს‚ მეცხრე სართულიდან ჩამოჰყავთ‚ კიბე საკმაოდ ვიწროა და მამაკაცებს უჭირთ ჩატანა. მესამე სართულის უჯრედში კუბო კედელს მიეჯახა. უცბად მიცვალებული ჯერ შეიშმუშნა‚ შემდეგ წამოჯდა... ცოცხალი ყოფილა. ამის შემდეგ მშვენივრად გრძნობდა თავს და მხოლოდ ათი წლის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალვაა და კვლავ გაჭირვებით ჩამოაქვთ კუბო. მესამე სართულის უჯრედს მიუახლოვდნენ და ცოლმა სასოწარკვეთით იყვირა:

– ფრთხილად‚ კედელი!


скачать dle 11.3