კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანული კონცერნები აქციონერებს გაახარებენ


ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, წამყვანი გერმანული კონცერნები საკუთარი მოგების დიდ ნაწილს აქციონერებზე გასცემენ. 2010 წლის გაზაფხულისთვის 30 წამყვანი გერმანული კომპანიის აქციონერები 20,3 მილიარდ ევროს მიიღებენ დივიდენდების სახით. როგორც მოელიან, წელს მოწინავე კომპანიები 28,6 მილიარდ ევროს სუფთა მოგებას მიიღებენ და ამ თანხის 71 პროცენტს საკუთარ აქციონერებს დაუბრუნებენ. 2007 წელს გერმანულმა კონცერნებმა 55 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს და აქედან აქციონერებს მხოლოდ 45 პროცენტი გადაუხადეს დივიდენდების სახით. ცნობილმა გერმანულმა კომპანიებმა: „დოიჩე ბანკმა“, „დოიჩე პოსტმა“, „სიმენსმა“ და „ფრიზენიუსმა“ წელს დიდი შემოსავალი მიიღეს და მზად არიან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი აქციონერებსაც გაუნაწილონ. გერმანული კომპანიების ხელგაშლილობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ინვესტორებისთვის ოპტიმისტური განწყობის შექმნაა და ამის გამო, ზოგიერთი კონცერნი იმაზე მეტის გაცემასაც აპირებს აქციონერებისთვის, ვიდრე ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით უნდა ყოფილიყო. გერმანულმა კომპანიებმა, წელს თავისი ხელგაშლილობით, წამყვან ამერიკულ კონცერნებს გადაასწრეს, რომლებიც საკუთარ აქციონერებს მოგების დაახლოებით, 50 პროცენტს გაუნაწილებენ.


скачать dle 11.3