კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ბაფეტმა აქციათა მნიშვნელოვანი პაკეტი შეიძინა


ცნობილი ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ მსოფლიო ბაზრებზე, მდგომარეობის გაუარესებით დიდ სარგებელს იღებს, ჩვევას არ ღალატობს. 2009 წლის მესამე კვარტალში მისმა საინვესტიციო კომპანიამ „ბერკშირ ჰეტევეიმ“ მნიშვნელოვანი თანხა, 232,3 მილიონი დოლარი გაიღო კომპანიების, „ნესტლესა“ და „ექსონმობილის“ აქციების შესაძენად. გარდა ამისა, ბაფეტმა მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიაში, „უოლ მარტში“ მის ხელთ არსებული აქციათა წილი გააორმაგა. ექსპერტების აზრით, ბაფეტმა ზემოხსენებული ინვესტიციებით, წარმატებული და მომგებიანი ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინათ ბაფეტის კომპანიამ უარი თქვა სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია „ნორფოლკ საუზერნ ენდ იუნიონ პესიფიკის“ მის ხელთ არსებულ აქციათა პაკეტზე. თუმცა, ამავე დროს მისი კონკურენტის, „ბარლინგტონ ნოზერნ სანტა ფეს“ აქციათა მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენას გეგმავს. ბაფეტი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ჟურნალმა „ფორბსმა“ ფინანსური ბაზრების მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ექსპერტად დაასახელა, ამ გადაწყვეტილებას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში „ბარლინგტონ ნოზერნ სანტა ფეს“ ეფექტური საქმიანობით ხსნის. ბაფეტის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა უკანასკნელი თვეების განმავლობაში 15 პროცენტით გაიზარდა, მისი საინვესტიციო აქტივების ღირებულება კი, 56,6 მილიარდი დოლარი გახდა.


скачать dle 11.3