კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ დაუკავშირა ერთმანეთს რინგო სტარი და ნიკოლა სარკოზი მილანელმა მილიარდერმა ლეონარდო დელ ვეკიომ და რას აკეთებდა ის ბერმონაზვნებთან ერთად ბავშვთა სახლში


„ლეონარდო მეორე“ – ასეთი თიკუნი აქვს იტალიაში ლეონარდო დელ ვეკიოს და მას, მის ცნობილ სეხნიაზე არანაკლებ ცნობენ მსოფლიოში. პლანეტის თითქმის ყოველი მეათე მცხოვრები მისი პროდუქციის მომხმარებელია. სათვალეები – ოპტიკური და მზის, ეს არის ლეონარდო დელ ვეკიოს, მსოფლიოში ოპტიკის ყველაზე დიდი მწარმოებლის, უზარმაზარი ქონების არსი. ჟურნალ „ფორბსის“ 2009 წლის მონაცემებით „ლეონარდო მეორე“, 6,3 მილიარდდოლარიანი ქონებით, მსოფლიოს მილიარდერებისგან შემდგარ რეიტინგში 71-ე პოზიციაზეა.

ლეონარდო დელ ვეკიო 1935 წელს, მილანში დაიბადა. უკიდურესი გაჭირვების გამო, მარტოხელა დედამ, ის შვიდი წლის ასაკში, მილანის „მარტინიტის„ ბავშვთა სახლში მიაბარა. იქ ბავშვებს კათოლიკე ბერმონაზვნები უვლიდნენ. 14 წლის ასაკში ლეონარდომ სამუშაოს ძიება დაიწყო, რადგან დედა ვეღარ უმკლავდებოდა ოჯახის ფინანსურ პრობლემებს. ეს იყო 1949 წელი, ომის შემდგომი პერიოდი, როდესაც იტალიაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. ამერიკული ინვესტიციების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა წელში გაიმართა, დაიწყო გზების, რკინიგზის, ქარხნების აღდგენის პროცესი. სწორედ ერთ-ერთ ასეთ, საავტომობილო ნაწილების მწარმოებელ ქარხანაში, ლეონარდომ მთავარი მექანიკოსის დამხმარედ დაიწყო მუშაობა. ქარხანაში ლეომ ლითონზე მუშაობა შეისწავლა – მისი პოლირება, ფორმის მიცემა... სწრაფი და ხარისხიანი მუშაობის გამო, ლეონარდო ხშირად იმსახურებდა საქებარ სიტყვებს უფროსისაგან, რომელიც მიიჩნევდა, რომ ლეონარდოს მომავალში, მექანიკოსის ნაცვლად, სტომატოლოგის კარიერაზე უნდა ეზრუნა. მაგრამ, ლეონარდო სხვაგვარად ფიქრობდა. ერთხელ პატარა ქალაქ აგორდოში ყოფნისას, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სათვალის ჩარჩოების დამზადებით იყო დაკავებული, მას თავისი მასწავლებლის, ბერმონაზვნის სიტყვები გაახსენდა – „სად არის ჩემი სათვალე?“.

პირველი სათვალის ჩარჩო ლეონარდომ 19 წლისამ დაამზადა. მას შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, სათვალის სხვადასხვა ხელოსანთან მუშაობდა დამხმარედ. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი საქმის წამოწყება. ხანგრძლივ მოსამზადებელ სამუშაოებს კი, 1961 წელს ქალაქ აგორდაში, კომპანიის, სახელად „ლუქსოტიკას“ დაბადება მოჰყვა.

1971 წელს ლეონარდომ თავისი პროდუქცია „მიდოზე“ – ოპტიკის მილანის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა. ეს იყო დიდი წინსვლა. იმ დროისათვის „ლუქსოტიკა“ ყველა სახის სათვალეს აწარმოებდა, ჩვეულებრივ ოპტიკურს და მზისგან დამცავსაც. 80-იანი წლების ბოლოსთვის დელ ვეკიოს კომპანია „დელფინ სარლის“ ფინანსურად ძლიერ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ლეონარდოსთან მუშაობდნენ ევროპაში საუკეთესო სათვალის ჩარჩოს დიზაინერები და ინჟინრები. იმ პერიოდში მან უპრეცედენტო ხერხს მიმართა და მსოფლიოში განთქმული ბრენდები – „არმანი“, „ვალენტინო“, „ვოგი“ და სხვა თავისი პროდუქციით დააინტერესა. იდეა მარტივი იყო. ცნობილი მოდური ბრენდებისთვის წამგებიანი იყო სათვალეების წარმოების აწყობა. დელ ვეკიოს კი ფირმა მათი სახელის გამოყენებით, მაღალხარისხოვან და რაც მთავარია, იმავე ბრენდის დიზაინერების მიერ შემუშავებული სათვალეების წარმოებასაც და გაყიდვასაც სთავაზობდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხმარობდა ოპტიკურ ან მზის სათვალეს, დიდი სიამოვნებით გაიკეთებდა ცნობილი ბრენდის პროდუქციას და დელ ვეკიოს პირველ კლიენტად „არმანის“ სახლი იქცა. 1989 წელს – იგივე კონტრაქტი ფორმდება „ბიბლოსთან“, „ჯენისთან“ და „გიუჯიაროსთან“, 1990 წელს – „ვალენტინოსთან“, „ვოგთან“; 1991 წელს – „ივ სენ ლორანთან“, „ოლივერთან“; 1993 წელს – „ემპორიო არმანისთან“, „ტაჩინისთან“; 1995 წელს – „პერსოლთან“, „მოშინოსთან“; 1996 წელს – „ბულგარისთან“; 1998 წელს – „ფერაგამოსთან“, „უნგაროსთან“; 1999 წელს – „შანელთან“; 2003 წელს – „პრადასთან“, „ვერსაჩესთან“... 1999 წლისათვის „ლუქსოტიკა“ დღეში 81 ათას სათვალის ჩარჩოს აწარმოებდა.

1999 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი აკავშირებს „ლუქსოტიკასთან“. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ლეონარდო დელ ვეკიომ იმ წელს აისრულა ოცნება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზრის, ამერიკული სავაჭრო ქსელის ათვისება დაიწყო. მან კომპანია „ლენს კრაფტერსი“ შეიძინა, რომელიც 900 ოპტიკური მაღაზიისგან შემდგარ ქსელს ფლობდა. ამას მოჰყვა რინგო სტარის და ნიკოლა სარკოზის საყვარელი მარკის სათვალის, „რეი-ბანის„ ბრენდის შეძენა, კრიზისში მყოფი ამერიკული კომპანია „ბაუშ ენდ ლომბისგან“.

ამჟამად დელ ვეკიოს კომპანია აწარმოებს 13 ლიცენზირებულ ლუქსის მარკის და 7 ბრენდის სათვალეებს. ბრენდების რაოდენობით „ლუქსოტიკა“ ჩამორჩება კიდევ ერთ იტალიურ ოპტიკურ გიგანტს „საფილოს“, მაგრამ მხოლოდ ბრენდების რაოდენობით, რადგან სუფთა მოგების მაჩვენებლით, „საფილო“ ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს „ლეონარდო მეორის“ კომპანიას. ამის მიუხედავად, არმანიმ „ლუქსოტიკას“ კონკურენტ „საფილოსთან“ გააფორმა კონტრაქტი.

დღესდღეობით „ლუქსოტიკას“ მაღაზიების ქსელი მსოფლიოს 130 ქვეყანას მოიცავს. ფუნქციონირებს 5 627 სპეციალიზებული მაღაზია და 52 ათასი სხვადასხვა სახის გაყიდვების ობიექტი. ახლო მომავალში კი ლეონარდო დელ ვეკიო ჩინეთის და რუსეთის ბაზრების დაპყრობას გეგმავს, რაზეც უკვე გამოყოფილია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი.


скачать dle 11.3