კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

როგორ „გამოშტერდა სასიამოვნოდ“ ზუზუ ბეჟაშვილი და რატომ მოხვდა ის სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“

ზუზუ ბეჟაშვილს კარგად იცნობს ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მაყურებელი. წლის დასაწყისში კვიპროსის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო „ოქროს აფროდიტე”. კარგა ხანია, ის აქტიურად თანაშრომლობს დსთ-ის ქვეყნებთან. დღევანდელ ინტერვიუში ზუზუს ბოლოდროინდელ შემოქმედებით სიახლეებზე ვისაუბრებთ.

ზუზუ ბეჟაშვილი: ამჟამად მაქვს შემოქმედებითი პაუზა და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიახლეა. როგორც იქნა, გამიჩნდა დრო, რომ მოვახერხო რამდენიმე კვირით დასვენება.
– როგორ ისვენებ?
– არაფერზე არ ვფიქრობ, არ ვურთიერთობ ბევრ ადამიანთან, არაფერს ვკითხულობ არც ჩემზე და არც სხვაზე, ტელევიზორსაც კი არ ვუყურებ. შეიძლება ითქვას, სასიამოვნოდაც კი გამოვშტერდი.
– ბოლოს რაზე მუშაობდი?
– ჩემი ბოლო ნამუშევარია უკრაინისა და საქართველოს კინოცენტრის ერთობლივი კინოპროექტი – სერგო ფარაჯანოვზე გადაიღეს ფილმი.
– როგორც ვიცი, აქ შენი სამუშაო მხოლოდ მსახიობის მოვალეობით არ ამოწურულა.
– მე მქონდა მხატვრის როლი. ძალიან „გემრიელი” სამუშაო იყო. ყოველთვის მიმართლებდა, რომ მქონდა მთავარი როლები და სულ მიზიდავდა მეორეხარისხოვანი. ასე რომ, რასაც ვნატრობ ხოლმე, უცნაურად მისრულდება. ერთხელ, მთავარ როლზე ვმუშაობდი  ერთ-ერთ ფილმში და ვინატრე – როგორ მინდა უარყოფითი როლის თამაში-მეთქი. ჰოდა, ძალიან მალე დამირეკა ლაშა ცერიაშვილმა და მანიაკის როლი შემომთავაზა.  ვითამაშე და ისევ დავუბრუნდი მთავარ სამუშაოს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის, მანიაკის მეორეხარისხოვანი როლი, უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მთავარი როლი, რაზეც იმ პერიოდში ვმუშაობდი. ასეთივე აღმოჩნდა ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანი როლი ფარაჯანოვზე გადაღებულ ფილმში. რთულია მსახიობისთვის მეორეხარისხოვანი და ეპიზოდური როლი, რადგან, ძალიან ცოტა დრო გაქვს იმისთვის, რომ გააკეთო ის, რაც უნდა გააკეთო.
– რაც შეეხება შენს სააგენტოს?
– მე ბაზას უფრო დავარქმევდი. ეს ძალიან ბევრჯერ გახმაურდა, რომ ჩვენ, მე და ჩემმა მეგობარმა სოფო მუშკუდიანმა, გავაკეთეთ მსახიობების ბაზა, სადაც გავაწევრიანეთ 240 მსახიობი. პირველი დიდი კინოპროექტი, რაზეც გვქონდა შეკვეთა, გაკეთდა ფილმი ფარაჯანოვზე. ქასთინგი მთლიანად ჩვენ მოგვანდეს. ქასთინგზე დავუძახე ყველა მსახიობს, ვინც კი მოვიაზრე, პირადი სიმპათიებისა და არასიმპათიების გაუთვალისწინებლად. პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოვქცეულვარ, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში. ქასთინგზე მოვიდა ძალიან ბევრი მსახიობი, რომელთაგან დაამტკიცეს – 60 და ამათგან 9 – მთავარ როლზე, დანარჩენები – მეორეხარისხოვანზე. ცნობისათვის, ამ ფილმის პრემიერა კანში იგეგმება.
– ამჟამად რა ეტაპზეა ფილმის გადაღება?
– გადაღებები დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს მონტაჟი და შემდეგი ეტაპი.
– უახლოეს გეგმებზე რას მეტყვი?
– ამჟამად იმეილზე მიდევს ორი სცენარი და უნდა ავირჩიო ერთ-ერთი. ორივე აზერბაიჯანის შემოთავაზებაა. ერთია ჩემთვის შემოქმედებითად ძალიან საინტერესო, მაგრამ, შედარებით დაბალი ჰონორარით, მეორე კი, ნაკლებად საინტერესოა შემოქმედებითად, მაგრამ მაღალია ჰონორარი. ინტუიციით ვგრძობ, რომ ამ ეტაპზე ავირჩევ შემოქმედებითს და არა მატერიალურს.
ასევე, ერთ-ერთი ქართველი რეჟისორი იწყებს ფილმზე მუშაობას. გადაღებები ძალიან მალე დაიწყება, მაგრამ, არ ვიცი, უნდა თუ არა ამის გახმაურება და მეც თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, თუ ვინ არის და რას იღებს.
– „ჩემი ცოლის დაქალებში” როგორ მოხვდი?
– „ჩემი ცოლის დაქალებში,” ალბათ, იმიტომ მოხვდი, რომ არ ვარ სტომატოლოგი და ვარ მსახიობი!
საერთოდ, რაც ბოლო პერიოდში ქართული სერიალები გადაიღეს, თითქმის ყველა პროექტიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ მეცალა, მქონდა სხვა გადაღებები და, აქედან გამომდინარე, უარს ვამბობდი. ამ შემთხვევაში, ძალიან ვენდობი, ამ გუნდს: ქეთი დევდარიანს, ეკა მჟავანაძეს, რომელსაც აბარია ქასთინგი და რომელმაც დამირეკა; ასევე გიორგი ლიფონავას, რომელთანაც მანამდეც მიმუშავია და ვენდობი. სერიალმა, „ჩემი ცოლის დაქალებმა” ის მომცა, რომ არ დავრჩი სერიალის მსახიობად.
– ბოლო პერიოდში არ ჩანდი ამ სერიალში, ცოტა არ იყოს მოანატრე თავი მაყურებლებს, როდის გამოჩნდები?
– ეს დამოკიდებულია სცენარისტზე და რეჟისორზე. გმირიდან გამომდინარე, ხან აქტიურდება, ხან პასიურდება ეს როლი, რაც ძალიან მომწონს.
– რაც შეეხება არაშემოქმედებით სიახლეებს?
– ისევ ზუზუ ვარ... ისევ ის მინდა, რაც მინდოდა.
– და, რა გინდოდა?
– სამი რამე: პირველი – ვიყო ჰარმონიულად საკუთარ თავთან; მეორე – მივიღო ყოველი დღისგან სიამოვნება და მესამე –  მქონდეს ჯანმრთელობა, რაც ხალხს პირველ რიგში უნდა. მოდი, მეოთხესაც დავამატებ – ვაკეთო ის საქმე, რაც ძალიან მსიამოვნებს.
ვამბობ, ასეთი ცხელი ზაფხული არასდროს ყოფილა-მეთქი. ყველა მეუბნება, ასე იყო ყოველთვისო. მერე მივხვდი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ დროს არასდროს ვყოფილვარ თბილისში.  შარშან ორი დღით წავედი ბათუმში საქმეზე და სამი თვე დავრჩი. ახლაც ორი დღით მივდივარ, მაგრამ, იმედია, მართლა ორი დღით. თუმცა, სექტემბრისთვის აუცილებლად დავუბრუნდები ზღვას. მე მიყვარს დასვენება, როდესაც ვისვენებთ მე და მე...
... პირადზე არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ, როცა ვილაპარაკე და შემდეგ წავიკითხე, მე თვითონ არ მესიამოვნა. ზედმეტია!

скачать dle 11.3