კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

რით „ბრიდავდნენ” ოთხი წელი აფრიკელი ქალი-პანტერები ვანიკო თარხნიშვილს და რის გამო „გადაბარგდა” ის ქართული შოუ-ბიზნესიდან პოზიტიურ და ქაოტურ „ბარდაგში“

ალბათ, ყველას ახსოვს ვანიკო თარხნიშვილის მოწყობილი საღამოები. ის საქართველოში ნომერ პირველ პრომოუტერად მოიაზრებოდა. ბოლო წლებში კი სადღაც გაქრა და მის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოკლედ, ვანიკომ, არც მეტი, არც ნაკლები, შოუ-ბიზნესიდან ხის ბიზნესში გადაინაცვლა და თბილისიდან პირდაპირ აფრიკაში ამოყო თავი.

 ვანიკო თარხნიშვილი: ჩემი ბოლო ღონისძიება შოუ-ბიზნესში, იყო „ევროვიზია”, როცა ჩვენი კონკურსანტის, სოფო ხალვაშის დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. მერე ჩავედი ფინეთში, სხვა საქმიანობაზე გადავერთე და საბოლოო ჯამში, აფრიკაში ამოვყავი თავი. უფრო სწორად, პოზიტიურ „ბარდაგში“ (იცინის). ძალიან გამიჭირდა საქმინობის სფეროს შეცვლა, მაგრამ აგერ უკვე ოთხი წელია, აფრიკაში, ხის ბიზნესს ვაწარმოებ. ბავშვობიდან მიყვარდა მოგზაურობა, ახალი შეგრძნებები, აღმოჩენები. ამ მხრივ აფრიკა ნამდვილი შოკია, ანუ შოკის კულმინაცია, თავისი ველური შთაბეჭდილებებით.
– ყველაზე მეტად რამ „დაგშოკა”?
– პირველად რომ ჩავედი, მაგრად „დავიგრუზე”. ქაოტური, ჭუჭყიანი, არაორგანიზებული გარემო დამხვდა. დამაინტერესა, ეს სად ვარ-მეთქი (იცინის). მაგრამ, ისეთი ენერგეტიკა და იდუმალი აურა ტრიალებდა, მივხვდი, საინტერესო გარემოში მოვხვდი. ახალი აღმოჩენების წინაშე აღმოვჩნდი და ველური დასავლეთის სული შევიგრძენი. აფრიკას ის ახასიათებს, რომ ჯერ ერთი, იდუმალია; მეორე – მსუბუქი, თავისი დაუგეგმავი ცხოვრებით და მესამე – თავისუფალი.
– თქვი, იქ დაუგეგმავი ცხოვრებააო. არადა, აქ ყოველი წამი და წუთი გაწერილი გქონდა. არ გაგიჭირდა ასეთი გეგმურიდან დაუგეგმავ ცხოვრებასთან შეჯახება?
– ეს ცალკე ფენომენია (იცინის). ძალიან ძნელია ამის მიღება, მაგრამ არა – შეუძლებელი. ხალხიც ველური ბუნებისაა, მაგრამ თბილი. თეთრების მიმართაც გარკვეული შეხედულებები აქვთ. ახსოვთ ძველი ცოდვები, კოლონიზაციის პერიოდი, მაგრამ ეს მე, ნამდვილად, არ მიგრძნია. ისე სწრაფად მოვახდინე მათთან ინტეგრირება, რომ ვერც კი მოასწრეს ჩემი თეთრკანიანად აღქმა (იცინის). თვითონ აფრიკელები „ღადაობენ” ჩემზე, ნაღდი აფრიკელი გახდიო. მათი კერძებიც შევიყვარე, ბუნებაც და ხალხიც. მაგრამ, ისეთი ცხარე სანელებლები აქვთ, მათთან შედარებით მეგრული კერძები კანფეტია. ჩვენთან ერთი მეგრელიც იყო და წამოღებული ჰქონდა მეგრული აჯიკა. იმ აჯიკას ჯემივით ჭამდნენ ჩვენი აფრიკელი მეგობრები (იცინის). ასე რომ, აფრიკულ სამზარეულოს, სიცხარეში, ვერც ტაილანდური, ვერც მეგრული და ვერც მექსიკური სამზარეულო შეედრება.
– აფრიკელებს არაბუნებრივად მოქნილი და ლამაზი ქალებიც ჰყავთ. არ მეთანხმები?
– გეთანხმები. ისეთი ქალები დადიან, თვალის შოკი მოგივა – ძალიან მოქნილები, ნიჭიერები და პლასტიკურები. მათი ცეკვა უნდა ნახოთ. ეს არის სრული „დაბრედვა”. კლუბში შევდიოდი და საათობით ვუყურებდი მათ ცეკვას. ნამდვილ პანტერებს ჰგვანან აფრიკელი ქალები. ოთხი წელი, ყოველ საღამოს, ბარში, მათი ცეკვის ყურება, დამიჯერეთ, სრული „დაბრედვაა”, კარგი გაგებით. საერთოდ, აფრიკელებს ძალიან უყვართ გართობა. მაგალითად, თუ ტიპს ოფისში ვერ ნახავ, საღამოს ბარში აუცილებლად შეხვდები. ძალიან ჩამორჩენილი, „დაბრედილი” ქვეყანაა დასავლეთ აფრიკა, მაგრამ ისეთი ღამის ცხოვრება აქვთ, ვერც წარმოიდგენთ. საქართველოში დილით ჩამოვედი და თუ აფრიკაში ღამით ვიღებდი შოკს, აქ დღე მივიღე, ისეთი მაგარი გაკეთებული, შეცვლილი და გალამაზებული დამხვდა. სხვათა შორის, თბილისის გალამაზებაში მეც მიმიძღვის წილი, რადგან აფრიკიდან ჩამოტანილი ხის მასალა, თბილისის არაერთი შენობაშის მშენებლობაშია გამოყენებული.
– ალბათ, სამშობლოში დაბრუნებულმა ბევრი დასამახსოვრებელი ამბავიც ჩამოიტანე.
– ძალიან ბევრი. საქართველოს შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ იმ ქალაქში, სადაც მე ვიყავი – სიერა ლეონეში, ანუ ქალაქში, რომელსაც თავისუფალი ქალაქი ჰქვია. 2008 წლის ომის შემდეგ, თითქმის ყველამ გაგვიცნო და მეუბნებოდნენ, ჩვენც ქართველებად გვიგულე, ძმაოო. აი, ასეთები არიან აფრიკელები. თუ მიგიღეს, ძმა ხარ და ყველაფერში გვერდში დაგიდგებიან. მათთვის თეთრკანიანი აფრიკელი ვარ დღესაც (იცინის). ერთხელ, ჩემს აფრიკელ პარტნიორებთან ერთად ლონდონში მომიწია ჩასვლა. ერთ-ერთ რესტორანში შევედით, დავსხედით. გავიხედე, გოგონა მომიახლოვდა და მითხრა: თქვენ, ვანიკო თარხნიშვილი არ ხართო. ვუპასუხე, დიახ-მეთქი. მე თბილისიდან ვარ, ამ რესტორანში ადმინისტრატორად ვმუშაობ, ძალიან გაფასებთ და თუ შეიძლება, ავტოგრაფი დამიწერეთო. უნდა გენახათ, იმ აფრიკელების თვალები. გამოშტერდნენ, ვინ ხარ, ავტოგრაფებს რომ არიგებო. არ მქონდა მოყოლილი ჩემს ქვეყანაში მანამდე რას ვსაქმიანობდი.  გადაირია, შენ რა პოპულარული კაცი ყოფილხარ – საქართველოს პრინცი და აქ, ამ ხეებში, ანუ ხის ბიზნესში, რა გინდაო (იცინის).
– აფრიკელები რას გეძახდნენ?
– აივონს. ქუჩაში რომ დამინახავდნენ, აივონ, აივონ! – მეძახდნენ, ისეთი პოპულარული თეთრკანიანი ვიყავი. პირველად რომ ჩავედი ქალაქში, იქიდან ხის, პატარა მოტორიანი ნავით უნდა წავსულიყავი მეორე ქალაქამდე. ჩავსხედით და შუა ოკეანეში, ღამით შევცურეთ. შიშით გული მისკდებოდა. უცებ, ვხვდები ფეხები დამისველდა. დავიხედე და ნავი გახვრეტილი არ არის? თვალები შუბლზე ამივიდა შუა ოკეანეში. არადა, ოცი წუთის სავალი კიდევ იყო დარჩენილი. ვინც ნავს მართავდა ვკითხე, წყალი შემოდის და ხომ მივაღწევთ ნაპირამდე-მეთქი. მშვიდად მიპასუხა, კიო. გავიხედე და მოტორი არ ჩაქრა? საწვავი გამოილია. კინაღამ გული გამიჩერდა. დიდი წვალებით მივაღწიეთ მიწამდე და  ნავიდან ცოცხალი და უვნებელი რომ გადმოვედი, ლამის მთელი აფრიკის კუნძული დავკოცნე (იცინის). მეორე დღეს, ტაქსიში ჩავჯექი და მთელი სალონი რომ ფერად-ფერადი ნათურებით აინთო, თავი დისკოთეკაზე მეგონა (იცინის).
– გაუსაძლის, აფრიკულ სიცხეს როგორ ეგუებოდი?
– სიცხე მიყვარს და საერთოდ არ მაწუხებდა. ახლაც არ მაქვს ჩართული კონდიციონერი, ხომ ხედავთ?! აფრიკაში უნდა დაგცხეს, აბა, რა! თან, წარმოიდგინეთ, იქ ადგილობრივი ტელევიზიის ერთი არხია მხოლოდ. შესაბამისად, არც ტელევიზიით ვჩანდი და არც ინტერვიუ აუღიათ აფრიკელ ჟურნალისტებს ჩემგან, მაგრამ მაინც პოპულარული ვიყავი ჩემი სითეთრით (იცინის). აფრიკელები ძალიან სამართლიანი და მომთმენი ხალხია, მაგრამ თუ გაბრაზდნენ და თვალში ამოგიღეს, ისეთს „ჩაგიტარებენ”, მტრისას. განსაკუთრებით ვერ იტანენ, თეთრკანიანების ზემოდან ყურებას და „ბლატაობას”. მადლობა ღმერთს, ჩემგან არაფერი სწყენიათ. მე, ძირითადად, გამშველებლის ფუნქცია მქონდა. არ დამავიწყდება, ერთმა ჩემმა შვედმა მეგობარმა, ბარში შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივს. ისეთი უქნეს, ცემით გათიშეს. იქ დანდობა არ იციან. მე იქ არ ვიყავი და ბარის მეპატრონემ დამირეკა, ჩქარა მოდი, თორემ მოკლავენო. რომ მივედი, ვეღარ ვიცანი, ისე იყო ნაცემი. რომ არ მივსულიყავი და მოლაპარაკებები არ მეწარმოებინა, ჩაქოლავდნენ. ბოლოს, უკანა კარიდან გამოვაპარე. საწყალი, ერთი თვე იშუშებდა იარებს. იცით, რამ გამაოცა? აფრიკული ანეკდოტები ძალიან ჰგავს კახურს. თითქმის ერთნაირი ტექსტია, უბრალოდ, სახელებია შეცვლილი. რომ მიყვებოდნენ, თავი კახეთში მეგონა (იცინის). ისეთ ადგილებშიც ვყოფილვარ, სადაც საერთოდ არ უნახავთ თეთრი კაცი და მათ თვალში თეთრი ყვავივით გამოვიყურებოდი (იცინის).

скачать dle 11.3