კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (154)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რომელ დღეებში დაკრეფილი ყურძენი იძენს სამკურნალო ძალას და რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ბოსტნეულის აღება-დაბინავების დროს

გლეხები  მთელი წლის განმავლობაში თავგამოდებით შრომობენ: თესავენ, უვლიან ვაზს, შეჰყურებენ ხილის მოსავალს, რომ გაწეული შრომისგან სარგებელი ნახონ. სამწუხაროდ, წლევანდელმა ამინდმა საქართველოს მთელი რიგი რეგიონების მოსახლეობას დიდი თავსატეხი გაუჩინა, ფაქტობრივად, გაუჩანაგა მოსავლის დიდი ნაწილი. მაგრამ, რაც გადარჩა, იმის დაბინავება მაინც უნდა მოახერხოთ სწორად. სულ მალე რთველი დაიწყება და დარჩენილი მოსავლის დაკრეფა-დაბინავებაზე ფიქრიც სულ უფრო აქტიური ხდება. ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ მთვარის ფაზებს, რადგან, გარკვეულ დროს მოკრეფილ და დაწურულ მტევანს განსაკუთრებული თვისებები და ძალა ჰქონდა – ის არ ფუჭდებოდა და სამკურნალო თვისებებსაც დიდხანს ინარჩუნებდა. თუ რა პერიოდშია უმჯობესი ყურძნის მოკრეფა, დაწურვა და ჩასხმა შესაბამის ჭურჭელში, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს, რომელმაც მეტად საინტერესო და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები მოგვაწოდა.

მიხეილ ცაგარელი: ვაზის მოსავლის აღების, კრეფა-დაბინავების დრო მოახლოვდა. რთველისთვის გლეხი ყოველ შემოდგომას განსაკუთრებულად ემზადება და, იმედი აქვს, რომ მთელი წლის ჯაფის შემდეგ, მისი მარანი ღვინით აივსება. ასტროლოგიური კუთხით, ჩვენი წინაპრები ამ დროს ყურადღებას აქცევდნენ მთვარის კალენდრის კონკრეტულ დღეებს, როცა ყურძნის აღება-დაბინავება განსაკუთრებულად მისაღები და ნაყოფიერი იყო. მთვარეს აქვს ოთხი ფაზა: აღმავალი მთვარე, რომელშიც შედის 14 დღე და იწყება ახალი მთვარიდან (ეს ფაზაც ორად იყოფა); შემდეგი არის დაღმავალი მთვარის ფაზა – სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდი და ეს ფაზაც ორ ნაწილად იყოფა, ანუ, ერთ თვეში ჩვენ აღმავალი და დაღმავალი მთვარის ფაზები აუცილებლად გვაქვს. აღმავალ ფაზაში, მცენარეში არსებული წვენი, რომლითაც ის საზრდოობს, ამოდის ნაყოფში 14 დღის განმავლობაში, ანუ, ნაყოფი უფრო წვნიანი ხდება. ამ დროს მისი დაკრეფა კარგია. მთვარის დაღმავალ ფაზაში კი წვენი ფესვისკენ მიდის და მისი მოკრეფა არ არის რეკომენდებული. ასე რომ, უნდა მოასწროთ და, ყურძენი და სხვა ხილი დაკრიფოთ აღმავალი მთვარიდან ორი კვირის განმავლობაში. ამ დროს ის წონითაც მეტია, უფრო წვნიანიცაა, ტკბილიც და დიდხანსაც ინახება. ორი კვირის შემდეგ კი ნაყოფი იფიტება წვენისგან და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაკრიფოთ, თუ შესანახად გინდათ ზამთრისთვის. სხვათა შორის, მთვარის არასასურველ ფაზაში დაკრეფილი და დაწურული ყურძენი ადამიანის სიმთვრალეზეც მოქმედებს – ამ დროს ღვინო უფრო ეკიდება და, თანაც, თუ ახალ მთვარეზე დალევთ, მით უფრო გაორმაგდება თქვენში ნეგატიური ენერგიის გამოვლენის სურვილი. ასე რომ, გირჩევთ, ყურძენი არ დაკრიფოთ ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე და ოცდამეცხრე დღეს, რადგან ამ დღეებში მთვარიდან ნეგატიური ენერგია მოდის. სექტემბერში ახალმთვარეობა გვაქვს 16-ში, ოქტომბერში კი – 15-ში. ამიტომ, ყურძნის დაკრეფა-დაწურვა მისაღებია 19, 22, 23, 24, 26, 27 სექტემბერს. ასეთ დროს ბადაგი სწრაფად დადუღდება და შეინარჩუნებს დიდი რაოდენობით სიტკბოს. ღვინის ბოთლებში ჩასხმა კი რეკომენდებულია დაღმავალ მთვარეზე, რათა ბოთლები არ დასკდეს და ღვინო უკეთ შეინახოს. დაღმავალი ეწოდება სავსე მთვარიდან ორი კვირის განმავლობაში პერიოდს. ამ დროს მთვარე გადის სავსემთვარეობიდან ახალმთვარეობამდე პერიოდს. ასე რომ, ღვინის დაყენება კარგია ახალ მთვარეზე, ოღონდ, პლუს-მინუს 12 საათის შუალედით. ამ პერიოდში ის სწრაფად დადუღდება და შეინარჩუნებს სიტკბოს. საერთოდ, ასტროლოგიურად სწორად ჩაყრილი ვენახი არ საჭიროებს ქიმიკატებისა და სასუქების გამოყენებას. ამასთან, მოსავალიც უკეთესი იქნება და ღვინის ხარისხიც მოიმატებს. ყველა მცენარეს აქვს თავისი ხასიათი და ენერგეტიკა. რთვლობას საქართველოში განსაკუთრებულად უყურებენ დღესაც. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ხომ ვაზის ქვეყნად არის აღიარებული! მთვარის ფაზებს კი ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას და, ოდითგანვე, ადამიანები მთვარის ფაზების მიხედვით არკვევდნენ, როდის ჯობდა თესვა, მოსავლის აღება, დაწურვა, დაბინავება, გადატანა სპეციალურ შესანახ ჭურჭელში და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დღეს დავიწყებას მიეცა, თუმცა სოფლად, ასაკში შესული ადამიანები მთვარის ფაზებს დღესაც აქცევენ ყურადღებას და მისი გათვალისწინებით ეწევიან სოფლის მეურნეობას. ასტროლოგია კი, სწავლობს ბიოლოგიურ ორგანიზმებზე ციური სხეულების ზეგავლენას. ბიოლოგიური ორგანიზმი კი გააჩნია არა მარტო ადამიანს, არამედ, მცენარეს, კონკრეტულად კი – ვაზსაც. საუკუნეების განმავლობაშია შემჩნეული მცენარის დამოკიდებულება მთვარის ფაზებზე.
– მთვარის ფაზები არყის გამოხდის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ?
– არაყს ისეთი ძლიერი ენერგეტიკა არ აქვს, როგორც ღვინოს. ამიტომ, ის მაშინ გამოხადეთ, როცა გსურთ და ნუ ახედავთ ცაში მთვარეს. არაყი, როგორც გითხარით, ენერგეტიკულად სუსტი პროდუქტია, მასში ფერმენტები საერთოდ არ გვხვდება, ღვინოში კი 250 ფერმენტია. სწორად დაკრეფილ და მოწეულ-დაწურულ ყურძენს უდიდესი სამკურნალო ძალა და ენერგეტიკა აქვს. ამიტომ ვამბობთ ქართველები სადღეგრძელოს ღვინით და არა რუსებივით – არყით (იცინის).
– ვაზის მოვლის დროს რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამომავლოდ უხვი მოსავალი მივიღოთ?
– ოდითგანვე, ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ვაზს და ყურძნის აღება-დაბინავების პროცესს. ამ დროს ისინი  ყოველთვის იყენებდნენ ასტროლოგიის ცოდნას, რასაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ისინი დიდ ყურადღებას აქცევდნენ მთვარის ფაზებს. ამის მიხედვით იცოდნენ, როდის დაეთესათ, როდის აეღოთ და დაებინავებინათ მოსავალი. რადგან ვაზი საქართველოში უმთავრესი კულტურაა, ამიტომ აქვს მას გარკვეული პრიორიტეტი. ასტროლოგიურად ვაზი უნდა ჩაიყაროს ახალი მთვარის დღეებში. ამ შემთხვევაში იგულისხმება, ახალ მთვარემდე 12 საათი და ახალი მთვარიდან 12 საათი. ანუ, ახალი მთვარიდან 12 საათი რომ გავა, ამის შემდგომი დღე და მეორე დღე კარგია ვაზის ჩასაყრელად. ვაზის გასხვლა კი სასურველია კლებადი მთვარის დროს. ამ შემთხვევაში გამონაკლისია ახალგაზრდა, ანუ სამ წლამდე ვაზი, რომელიც უნდა გაისხლას ახალ მთვარეზე – 12 საათის შემდეგ, რათა მისმა სითხემ თავისუფლად იდინოს და არ ჩადგეს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი და არაბუნებრივი მორწყვა ამცირებს მოსავლის სიტკბოს. გასხვლა და გაფურჩქვნა რეკომენდებულია სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდში. სასუქით ნიადაგის განოყიერება-გამდიდრებაც უმჯობესია დაღმავალ მთვარეზე.
– არასასურველ დღეებში დაწურული ღვინო ადამიანის ჯანმრთელობაზე თუ აისახება უარყოფითად?
– რასაკვირველია. მით უმეტეს, თუ მთვარის არასასურველ ფაზაში დაკრეფილ ყურძენსა და დაწურულ ღვინოს დალევთ მთვარის არასასურველ დღეებში, როცა კოსმოსიდან ნეგატიური ენერგიები მოდის, ის თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ რთველის სწორად დაგეგმვას და ყურძნის დაწურვას.
– ბატონო მიშა, იქნებ კონკრეტული დღეები გვითხრათ, როცა ხილის დაკრეფა, თიბვა, ბოსტნეულის დაბინავება, თესვა და ასე შემდეგ, მომავალში კარგ შედეგს მოგვცემს?
–  კი ბატონო, ახლა გეტყვით კონკრეტულ დღეებს, როცა სასურველი ან არასასურველია მოსავლის აღება, დაბინავება, სამკურნალო მცენარეების შეგროვება, თიბვა თუ ხვნა-თესვა. კერძოდ:
20, 21 აგვისტო – კარგია სამკურნალო მცენარეებისა და ნაყოფის შეგროვება, გახმობა და შენახვა. ასევე, კარგია საგვიანო კომბოსტოს დათესვა.
22,23,24 აგვისტო – მოერიდეთ მოსავლის აღებას შესანახად; ხეებზე ტოტების მოჭრას, თიბვას. ხილისა და ბაღჩეულის დაკონსერვებას.
25,26 აგვისტო – კარგია საშემოდგომო ხორბლის და საგვიანო კომბოსტოს თესვა.
27, 28 აგვისტო – კარგია ჭარხლისა და კარტოფილის ამოღება მიწიდან და დაბინავება.
29,30 – კარგია ხილის მოკრეფა შესანახად. მოერიდეთ თესვას, რგვას, ნათესების მორწყვას.
1,2,3,4 სექტემბერი –  კარგია ხორბლის დათესვა, კარტოფილისა და ბაღჩეულის აღება.
5,6 სექტემბერი – კარგია საშემოდგომო ხორბლის, ასევე, საგვიანო სტაფილოსა და ბოლოკის დათესვა.
7,8,9 სექტემბერი – კარგია ხილის კრეფა და გახმობა შესანახად.
10,11 სექტემბერი – არ ვარგა ხილისა და ბაღჩეულის შენახვა და დაკონსერვება.
12,13,14 სექტემბერი – კარგია კარტოფილის, ჭარხლისა და სხვა ბოსტნეულის მიწიდან ამოღება, ხილის კრეფა.
15,16 სექტემბერი – მოერიდეთ წვენების მომზადებასა და დაკონსერვებას.
17,18, 19, 20 სექტემბერი –კარგია ცერეცოს დათესვა.
21,22 სექტემბერი – კარგია ყურძნის კრეფა.
23,24 სექტემბერი – კარგია ხორბლის თესვა.
25,26 სექტემბერი – კარგია რთველის დაწყება, ხილის კრეფა, ბოსტნეულის შენახვა, სამკურნალო მცენარეების შეგროვება.
30 სექტემბერი, 1 ოქტომბერი – ხორბლის თესვის ბოლო პერიოდია.
2,3,4 ოქტომბერი – კარგია სიმინდისა და კარტოფილის მოსავლის აღება.
5,6 ოქტომბერი – კარგია სიმინდის მოსავლის  აღება, ხილისა და ყურძნის კრეფა, ბოსტნეულის მიწიდან ამოღება.
7, 8, 9 ოქტომბერი – კარგია ყურძნის დაწურვა, ნიორის დარგვა, ჩირის დამზადება.
10,11 ოქტომბერი – კარგია შესანახი ყურძნის კრეფა, ბოსტნეულის მიწიდან ამოღება.
12,13 ოქტომბერი – კარგია მოსავლის აღება და შენახვა, დაკონსერვება.
16, 17 ოქტომბერი – არ ვარგა პროდუქტების დაკონსერვება, მოსავლის აღება და შენახვა.
18, 19, 20, 21, 22, 23, 24 ოქტომბერი – კარგია ხილის, ბოსტნეულისა და სამკურნალო ნაყოფების აღება-შენახვა.
25, 26 ოქტომბერი – კარგია სათბურებში ბოსტნეულის დათესვა და მორწყვა.

скачать dle 11.3