კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რამ შეიძლება გამოიწვიოს მართვის კონტროლის მოულოდნელი დაკარგვა


საჭის მართვის მექანიზმში უამრავი წვრილმანი პრობლემაა, რომელიც მძღოლისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად იჩენს თავს და შესაძლოა, სავალალო შედეგიც მოჰყვეს. პროფესიონალი მრბოლელი გიგა ლორთქიფანიძე გვესაუბრება იმაზე, თუ საჭის რა პრობლემებს უნდა მივაქციოთ ყურადღება დროულად.

გიგა ლორთქიფანიძე: საჭის მართვის მექანიზმმა გამართულად რომ იმუშაოს საჭიროა ყურადღება და მისი მუშაობის ინტენსიური გადამოწმება. პირველი, რაც ყველაზე ხშირად გვაწუხებს საჭის მართვის მექანიზმში, ჰიდრავლიკის მწყობრიდან გამოსვლაა. ჰიდრავლიკის ღვედს, ისევე როგორც სხვა ღვედებს, იქნება ეს ძრავის, გენერატორის თუ სხვა დეტალების, მუშაობის გარკვეული რესურსი აქვს. ანუ, მასაც ეწურება სასიცოცხლო ენერგია, რეზინი შრება, ცვდება და საბოლოო ჯამში, შესაძლოა, გაწყდეს. ეს კი ყველაზე ცუდია, რადგან თუ მართვისას, ვთქვათ, მოსახვევში შედიხართ და იმ დროს გაწყდა, ჰიდრავლიკის ძრავა, იმწამსვე იწვევს საჭის გამაგრებას. ამან კი, შესაძლოა, იმდენად დაგაბნიოთ, რომ სერიოზული საგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. იგივე შეიძლება ითქვას სწორ გზაზე სიარულისას. როდესაც საჭე მაგრდება, ეს, სერიოზულად აბნევს, მით უმეტეს დამწყებ მძღოლს და შეიძლება, სავალალო შედეგები მივიღოთ.

– გარდა ჰიდრავლიკის ღვედისა, რა შეიძლება, გაუფუჭდეს საჭის მართვის მექანიზმს?

– ბევრი რამ. შესაძლოა გაუტყდეს ეგრეთ წოდებული „უდარნი ტიაგა“, რომლის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, საჭის მართვის მექანიზმში იწყება კაკუნი. სისტემა შეკრული აღარ არის, საჭე თითქოს მორბილებული აქვს ეგრეთ წოდებული „დრაჟენიე“ კაკუნის ხმა აქვს. „უდარნი ტიაგაზეა“ მიბმული „ნაკანეჩნიკი“, რომელიც ერთგვარი გადაბმის ბოლო დეტალია საჭესა და თვლებს შორის. „ნაკანეჩნიკის“ მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები ძალიან ხშირია, რადგან ყოველდღიურად საშინელ გზებზე სიარული, უამრავ თხრილსა და ორმოზე გადავლა გვიწევს. ამიტომ, შესაძლოა „ნაკანეჩნიკი“ მოწყდეს და ვეღარ დაიჭიროს თვალი. ის აბსოლუტურად დაუმორჩილებელი გახდება, ანუ საჭე თვალს ვეღარ გააკონტროლებს და თავის ჭკუაზე მოუხვევს. ეს, რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა, პერიოდულად მაინც მივაკითხოთ ხელოსანს და გადავამოწმოთ საჭის სისტემის ყველა კვანძი, დეტალების მდგომარეობა და სხვა.

– შესაძლებელია თუ არა, რომ თვითონ საჭე მოწყდეს?

– ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა გააჩნია ვინ მართავს ავტომობილს. მინახავს, როდესაც სპორტულ რეჟიმში მართვისას, ზედმეტი აგრესიის გამო, საჭე მთლიანად მოუწყვეტიათ, რამაც საშინელი ავარია გამოიწვია. მადლობა ღმერთს, მძღოლი გადარჩა, თუმცა გირჩევთ, რაც შეიძლება, არააგრესიულად მოეპყრათ საჭეს. (იცინის).

– აქვს თუ არა ჰიდრავლიკას რაიმე სითხე?

– ჰიდრავლიკას, რა თქმა უნდა, თავისი სითხე აქვს, რომელიც დროთა განმავლობაში კარგავს თავის თვისებებს, ისევე როგორც ძრავის, მუხრუჭის და ავტომობილის სხვა დეტალების სითხეები. თუ ჰიდრავლიკის სითხე კარგად აღარ იმუშავებს, ან გასდის და დასამატებელია, ამას ძალიან იოლად მივხვდებით. რადგან ავტომობილის საჭე ამ დროს გაცილებით გაუხეშდება და დამძიმდება. თუ რომელიმე მილი აპარებს და სითხის დამატების შემთხვევაშიც მალე იკლებს, მაშინ ავზი მთლიანად უნდა გამოცვალოთ. თუ თვითონ სითხე ძველია, ანუ დაკარგული აქვს ფუნქციები, მაშინ საჭეს გადატრიალებისას ოდნავი წუილი ახლავს. საჭის ბოლომდე გადატრიალებისას განსაკუთრებული დატვირთვა „ნასოსზე“ მოდის და იმ შემთხვევაში თუ ღვედიც დასუსტებულია, საჭიდან წუილის ხმა ისმის. ისევ დავუბრუნდები სითხეს. იმისთვის, რომ ვადაგასულმა სითხემ საჭის მართვის „ნასოსი“ მწყობრიდან არ გამოიყვანოს, უნდა შეიცვალოს მაქსიმუმ ორმოცდაათი ათას კილომეტრის გავლისას. თუმცა, გააჩნია ამ მანძილს რა პერიოდში გადიხართ. ეს არის საჭის ჰიდრავლიკის ზეთი „ატეეფი“, რომელიც მართვის ავტომატურ კოლოფშიც ისხმება, შესაბამისად, მისი შეძენაც იოლია და თანაც იაფი.

– კიდევ არსებობს რაიმე სითხე, რომელიც სისტემატურად უნდა შეიცვალოს?

– ხშირად საჭის მექანიზმში პრობლემა ექმნება თვითონ ეგრეთ წოდებულ „რულევაია კალონკას“. შესაბამისად, მძღოლებს თავის ტკივილს უჩენს, ეგრეთ წოდებული „ვტულკები“ და მანჟეტები. ეს არის დეტალები, სადაც საჭის მართვის ღერძებია დამაგრებული. უხარისხო ზეთისა და ხანგრძლივი მუშაობის გამო მანჟეტები და „ვტულკები“ კვდება, რაც შემდგომ რთული შესაცვლელია და ძვირიც ჯდება.

ანუ „რულევაია კალონკას“ თავისი სითხე აქვს?

– კი ეს არის სპეციალური ზეთი. თუ ამ სითხეს ვადა გაუვიდა და დიდხანს იმუშავა, მაშინ ის სხვა დეტალებს დააზიანებს და სწორედ მისი რემონტი ღირს ყველაზე ძვირი და თან უამრავ სახლაფორთო საქმესთან არის დაკავშირებული. იმისთვის, რომ ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ, ეგრეთ წოდებული „უდარნი ტიაგები“ და „ნაკანეჩნიკები“ ყოველთვის მწყობრში უნდა იყოს. საჭის მექანიზმის ყველა კვანძს მიხედეთ, რომ სერიოზულ ხარჯებში არ გადავარდეთ.


скачать dle 11.3