კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ მოხვდა ძუძუანის აღმოჩენა მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენათა შორის

2009 წელს ძუძუანას მღვიმეში კომპლექსურმა ექსპედიციამ ზედა პალეოლითის ხანის ველური სელის ძაფის ხელოვნური დაგრეხის წესით მიღებული ბოჭკო აღმოაჩინა, თუმცა, აღმოჩენის ნამდვილობა და უტყუარობა მხოლოდ 2011 წელს დადასტურდა.
თენგიზ მეშველიანი (მკვლევარი): ძუძუანის მღვიმე 1966 წელს აღმოაჩინა დავით თუშაბრამიშვილმა და 1975 წლამდე გათხრებს უშუალოდ ბატონი დავითი ხელმძღვანელობდა. ამ მღვიმეში არქეოლოგიური კვლევები შესვენებით მიმდინარეობდა. 1995 წლიდან მაქვს ხელშეკრულება ჰარვარდისა და ჰიბროუს უნივერსიტეტებთან. აქ მუშაობენ პროფესორები: – ოფენ-ბარ იოზეფი – ჰარვარდიდან და ქალბატონი ანა ზელფერ კოენი – ჰიბროუს უნივერსიტეტიდან.
ეს მღვიმე ძალიან საინტერესოა, რადგან ის არის ზედა პალეოლითის ხანის ძეგლი. პირველად საქართველოში აქ გავაკეთეთ 50-ზე მეტი აბსოლუტური თარიღი. ძუძუანის მღვიმეში დადასტურდა იმდროინდელი ადამიანის ცხოვრების სამი პერიოდი: დაწყებული 11 000 წლიდან, ვიდრე 13 000 წლამდე; შემდეგი – 20 000-26 000 წლამდე და 27 000-32 000 წლამდე.
ჩვენ ამ მღვიმეში ვმუშაობდით 1996 წლიდან 2000 წლამდე. ეს იყო მულტიდისციპლინური ექსპედიცია. აქ მუშაობდნენ როგორც ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები, ასევე, გეოლოგები კომპლექსურად. ამ ექსპედიციაში მონაწილეობდა ელისო ყვავაძე, რომელიც იკვლევდა იმ პერიოდის ფლორას. სწორედ ამ ფლორის კვლევის დროს აღმოაჩინეს ველური სელის ძაფის ნაშთები –  გადახვეული ბოჭკო. ორი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მსოფლიოს მეცნიერებისთვის ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა. 2012 წელს ცნობილმა ამერიკელმა არქეოლოგმა კირსტმა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში, 10 ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ აღმოჩენათა შორის, რომლებმაც შეცვალა ადამიანის ევოლუცია, ძუძუანის მღვიმის აღმოჩენაც შეიტანა. იქ არის პირველი ცეცხლის გაჩენა, ბორბალი და ასე შემდეგ. 2009 და 2010 წლებში ამ აღმოჩენის შესახებ ჟურნალ „საიენსში“ დაიბეჭდა სტატიები. თუმცა, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ძაფის ნარჩენები შემონახულია ხილულ დონეზე – ბოჭკო აღმოჩენილ იქნა მიკროსკოპის საშუალებით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იმდროინდელი ადამიანი სელის ძაფს ართავდა, თუმცა, ალბათ, ეს ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია.
– ამ ძაფებს თუ ღებავდნენ?
– ბოჭკო, რომელიც 34 000 წლით თარიღდება, შეღებილი არ არის, თუმცა, მოგვიანებით დაიწყეს სელის ძაფის შეღებვა, რაც საკმაოდ რთულია. სელის ძაფის უფრო ადრეული ნაშთები არ არის აღმოჩენილი. ყველაზე ძველად ითვლებოდა დოლნივესტონიცაში აღმოჩენილი ჭინჭრის ძაფის ნაშთები. ძუძუანის მღვიმეში პრეისტორიული ხანის ადამიანის დიდი ნასახლარები აღმოვაჩინეთ, რაც ჩვენი მეცნიერებისთვის დიდი მიღწევაა.
ამჟამად საწურბლიას მღვიმეში მუშაობს ჩვენი მუზეუმისა და დუბლინის ტრინითი კოლეჯის ერთობლივი ექსპედიცია. არ მინდა, ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ, პირველად მსოფლიოში, აღმოჩნდა საგანგებოდ გაკეთებული სათავსო. მსოფლიოში ასეთი სათავსო არსად მეგულება, ერთადერთია აღმოჩენილი საფრანგეთში, მადლენის ეპოქას მიეკუთვნება და 11 000 წლით თარიღდება. როგორც ჩანს, აქ საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ, რადგან, იატაკის ოთხი ფენა არის აღმოჩენილი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება თავისი შუაცეცხლით. უამრავი ნივთი აღმოჩნდა: ქვისა და ძვლის იარაღები, ფაუნის ნაშთები, ნარჩენები. იმ დროის ფენებში არა, უფრო მოგვიანოში ვიპოვეთ მშვენიერი ძვლის ნემსები, რომლებსაც იმდროინდელი ადამიანი იყენებდა. თანამედროვე ტიპის ადამიანი საქართველოში დაახლოებით 6-7 ათასი წლის წინ არის შემოსული. საწურბლიას მღვიმე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ, დადგინდეს, როგორ მოხდა შემგროვებლური მეურნეობიდან მწარმოებლურზე გადასვლა.

скачать dle 11.3