კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ორბის„ საჩუქარი ბავშვებს

ანსამბლ „გვირილას“ წლევანდელი ზაფხული კონცერტებითა და გადაღებებით ჰქონდა დატვირთული. ივნისში სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“ მხარდაჭერით ბავშვთა სტუდია „გვირილამ“ ჩაატარა საგასტროლო ტურნე ბათუმში, სადაც სოლო კონცერტი გამართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში. ასევე,  მიიღო მოწვევა აგვისტოს ბოლოს, ბათუმის ბულვარის კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე.  „გვირილასთან“ ერთად კონცერტში მონაწილეობდა პოპულარული თოქ-შოუს  წამყვანი  გია ჯაჯანიძე, რომელმაც  ბავშვებთან ერთად  ჩაწერა სიმღერა.
ივლისში სტუდია „გვირილა“, მუსიკალური კლიპების გადასაღებად, ტელეკომპანია Music Box-თან ერთად, გაემგზავრა ბოდრუმის კუნძულებზე. კლიპების გადაღება მიმდინარეობდა ათი დღე, სხვადასხვა კუნძულზე. ანსამბლ „გვირილასთან“ ერთად იმყოფებოდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწე გივი სიხარულიძე და Music Box-ის პროგრამების დირექტორი ლიზა ვადაჭკორია. ამ პროექტში ბავშვების ჩაცმულობაზე იზრუნა კომპანია „მარიგოლდმა“.
გივი სიხარულიძე (საზოგადო მოღვაწე): ეს ბავშვები იმისთვის გაჩნდნენ ამ ქვეყნად, რომ იმღერონ და იცეკვონ, გაახალისონ არა მარტო ჩვენი ცხოვრება, არამედ, თავიანთიც. ერნა წიფურია არის გენიალური ქალბატონი, რომელმაც უამრავ ბავშვს ჩაუნერგა მუსიკისადმი უდიდესი სიყვარული.
აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის  სამინისტროს, აგრეთვე, საქართველოს განათლების სამინისტროს ეგიდითა და კომპანია „ორბის“ ხელშეწყობით, ჩატარდა  ანსამბლ „გვირილას“ საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტს ესწრებოდნენ მეუფე დემეტრეს ბავშვები და ბათუმის მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. დარბაზში ტევა არ იყო და, სამწუხაროდ, ბევრი მსურველი დარჩა გარეთ.
თამუნა ტაბატაძე (Music Box-ის რეჟისორი და დიზაინერი):  ბავშვებთან ერთად ბოდრუმსა და სტამბულში  გატარებული დღეები ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება. მე იქ ვიღებდი მათ კონცერტებს, ვიდეოკლიპებისთვის ვაგროვებდი მასალებს და თან ვხალისობდი. მიხარია, რომ ნიჭიერი და არტისტული თაობა მოდის. მიუხედავად ძლიერი სიცხისა, ბავშვები კამერის წინ პოზირებას არ  გაურბოდნენ, პირიქით. მითითებულ დავალებას განსაკუთრებული მონდომებით ასრულებდნენ.
რეპერტუარი ძალიან კარგი ჰქონდათ,  რაც მთავარია – სწორად შერჩეული და, ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით   მუსიკალურ ხელმძღვანელსა და პედაგოგებს. მათი დახმარებით ეს ბავშვები ადვილად  გაიკვლევენ გზას ცხოვრებაში...
მე კმაყოფილი ვარ გადაღებებითა და იმ ადამიანებთან თანამშრომლობით, ვისთან ერთადაც გავატარე  12 დღე ბოდრუმსა და სტამბულში. დაუვიწყარი იყო!
ლიზა ვადაჭკორია (Music Box-ის პროგრამების დირექტორი):  სასტუმროში, სადაც ჩვენ დავბინავდით, იყო უამრავი დამსვენებელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც ისინი, ასევე მეც, ძალიან მოხიბლული და კმაყოფილი დავრჩი ბავშვების შესრულებით. არ დამავიწყდება უცხოელების ოვაციები და ტაში, რაც თითოეული მათგანის გამოსვლას მოჰყვებოდა. ძალიან მაგარი ბავშვები არიან. 
ერნა წიფურია (სტუდია „გვირილას“ ხელმძღვანელი):  გადაღება მიმდინარეობდა ზაფხულის ცხელ დღეებში, ტემპერატურა 55 გრადუსამდე ადიოდა, მაგრამ სტუდიის პატარა სოლისტები: მარი მელიქიძე, ანი ჩაგუნავა, გიორგი ხინთიბიძე, სალი და ნატა ხერკელაძეები (ბავშვები იძულებით გადაადგილებული რეგიონიდან), ასევე, თინი კულულაშვილი, მარიამ ზარკალიანი, თიკა ზურაბიშვილი, ნინო დვალიძე და გიორგი ღოღობერიძე გმირულად უძლებდნენ სიცხეს და ამით ამტკიცებდნენ თავიანთ პროფესიონალიზმს.
მე მეამაყება, რომ ბავშვების კლიპებზე იმუშავა ნიჭიერმა ახალგაზრდამ, პროფესიონალმა  რეჟისორმა თამუნა ტაბატაძემ, რომლის ფილმებიც სხვადასხვა  კინოფესტივალზე  იყო წარდგენილი და გამარჯვებული, ასევე, ფესტივალ „წმიდა ანდრიას ჯვარის” გრანპრის მფლობელია. კმაყოფილი ვარ გადაღებებით, რადგან, მას აქვს არაჩვეულებრივი მიდგომა ბავშვებთან და ისინიც ხალისით ასრულებდნენ რეჟისორის დავალებებს. ჩვენ  ასევე ვგეგმავთ   პრეზენტაციას კინოთეატრ „რუსთაველში“.

скачать dle 11.3