კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

“იმიჯ-ცენტრი„ “მის საქართველო 2012-ის„ ფინალისტებს წარადგენს


  წლევანდელი „მის საქართველოს” ფინალისტი გოგონები, რომლებიც კომპანია „იმიჯ-ცენტრმა” საზოგადოებას „ტოიოტა ცენტრი თბილისში” წარუდგინა 15 აგვისტოს, აშკარად გამოირჩევიან იმ მონაწილეებისგან, რომლებსაც გასულ წლებში კონკურსის ამ ეტაპზე წარმოგვიდგენდნენ ხოლმე. უკვე საკმაოდ დახვეწილები, კარგი გარეგნობის, ეფექტური და გრაციოზული გოგონების დიდი რაოდენობა იმის გარანტიას იძლევა, რომ წელს ბათუმში საინტერესო ფინალს ვნახავთ. 3 აგვისტოს ჩატარდა საიუბილეო, მეათე „მის საქართველო 2012-ის“ ფინალური ქასთინგი, რომელზეც 20 იღბლიანი გოგონა გამოვლინდა და სწორედ ისინი განაგრძობენ ბრძოლას ქვეყანაში ყველაზე ლამაზის ტიტულისთვის. წელს კონკურსანტების საღამოს კაბებსა და ნაციონალურ სამოსზე ზრუნავს მოდის სახლი „მარიონელა“, საცურაო კოსტიუმებით უზრუნველყოფს „თინათინ მაღალაშვილი“, ხოლო ფეხსაცმელზე იზრუნებს შუზ-კაფე „მადონა”. კონკურსანტებს უკვე ჩაუტარდათ ფოტოგადაღება „კიკალა სტუდიოში“ და ეს ფოტოები სულ რამდენიმე დღეში განთავსდება ვებ-გვერდზე: www.missgeorgia.ge და ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე, სადაც გამოვლინდებიან „მის ინტერნეტისა” და „მის ფოტოგენურობის” ნომინაციების გამარჯვებულები.
 გამარჯვებულს მთავარ პრიზად ავტომობილი გადაეცემა – წლევანდელ იღბლიანს, ყველაზე პრესტიჟულ ტიტულთან ერთად, ულამაზესი „ტოიოტა რავ-4” ერგება წილად. ახალ მოდელს გამარჯვებულს „ტოიოტა ცენტრი თბილისი” გადასცემს. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულები გაემგზავრებიან ისეთ ცნობილ და პრესტიჟულ კონკურსებზე, როგორებიცაა: „მის მსოფლიო”, „მის სამყარო”, „მის ინტერკონტინენტალი” და „მის ტურიზმ ინტერნეიშენალი”, რომელთა ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი სწორედ კომპანია „იმიჯ-ცენტრია”.

скачать dle 11.3