კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ-ასტრა“, 1993 წლის, რომელიც აღჭურვილია გადაცემათა მექანიკური მართვის კოლოფით. დილით, სანამ ავტომობილი გახურდება, მაშინაც კი, როცა ნეიტრალურ სიჩქარეშია, დაქოქვისთანავე ნელი ტემპით წინსვლას იწყებს. სიჩქარეში ჩაგდებაც უჭირს. გახურების შემდეგ პრობლემა იმდენად არ ემჩნევა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: სავარაუდოდ, ამ ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფი ერთხელ უკვე დაშლილი და აწყობილია. შეცდომაც სწორედ ამ პროცესშია დაშვებული. დეტალები ერთმანეთთან მჭიდროდაა განთავსებული. თუმცა, „ოპელების“ საერთო პრობლემაა, სიჩქარეებში გადართვა და მით უმეტეს, პირველ სიჩქარეში ჩაგდება უჭირთ. ეს უფრო ცივი ავტომობილის შემთხვევაში იჩენს თავს, ან სიჩქარეთა კოლოფში ზეთი არასდროს შეცვლილა. ამიტომ, გასქელდა, რაც დეტალების შემჭიდროვებას და ავტომობილის წინსვლას იწვევს. პრობლემა მანამ არის, სანამ არ გათბება და შესაბამისად, სათანადო დონემდე არ გათხელდება. მესამე სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს სიჩქარეთა კოლოფში ზეთის დონის დაწევა, ისე რომ შეზეთვისთვის საკმარისი არ არის და დეტალები მჭიდროდ ბრუნავს. ბოლო ორ შემთხვევაში ზეთის შეცვლა პრობლემას გადაჭრის და უმჯობესია, შეცვლის დროს სინთეთიკური, სპეციალურად გადაცემათა კოლოფისთვის განკუთვნილი ზეთი გამოვიყენოთ. ის ცივზეც და ცხელზეც ერთნაირად თხელია და შეზეთვის უნარს ინარჩუნებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემის მიზეზი მისი არასწორი აწყობაა, არის ალბათობა, ასეთი ზეთის გამოყენებამ პრობლემას უშველოს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3“. რამდენიმე დღის წინ მომიწია ტრასაზე გასვლა. საკმაოდ მაღალი სიჩქარით მოვდიოდი და მან თავისთავად შეანელა სვლა, თითქოს მუხრუჭს დავაჭირე ფეხი. მეორე დღეს ეს არ გამეორებულა, მაგრამ ორ-სამ დღეში პრობლემამ სხვა მხრივ იჩინა თავი. მანქანას ძალიან უჭირს დაქოქვა, ან თუ დაიქოქა, მალევე ქრება. რა შეიძლება, იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?

პასუხი: გირჩევთ, ჯერ, ბენზინის წნევა შეამოწმოთ. სავარაუდოდ, მას რაიმე ზღუდავს. შესაძლოა, დასვრილი იყოს ბენზინის სისტემის რომელიმე განყოფილება, თვითონ ბენზინის პომპაც კი. „ფოლკსვაგენის“ ამ მოდელებს საწვავის სისტემაში ორი პომპა აქვს. ერთი, რომელიც უშუალოდ საწვავის ავზშია განთავსებული და მეორე, რომელიც მის გარეთაა. თუკი საწვავის დონე ჩვენს ავზში ნახევარს გადაცილდა და პრობლემა მოიხსნა, ესე იგი, საწვავის ავზში განთავსებული პომპის შეცვლა მოგვიწევს. ის უბრალოდ დამხმარე ფუნქციას ასრულებს, მაშინ როცა ავზში საწვავის დონე ცოტაა და საწვავის ავზის გარეთ მდგარ მაღალი წნევის პომპას საწვავს აწვდის.

კითხვა: სურვილი მაქვს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიყვანო მანქანა, 7 000 დოლარის ფარგლებში. შერჩეული მყავს ორი მოდელი: „მერსედესი 320“, „ბეემვე 530“. ორივე მათგანი 1998 წლის გამოშვებაა. რა პლუს-მინუსები აქვთ მათ და რომლის შეძენას მირჩევთ? მაინც ვფიქრობ, რომ „მერსედესი“ შევიძინო.

პასუხი: ეს ავტომობილები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივე მათგანს თავისი უამრავი პლუსი და მინუსი აქვს, რომელზეც უკვე ძალიან ბევრი გვისაუბრია ჩვენი რუბრიკის საშუალებით. თუმცა კითხვიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, თქვენი სტილის გაგება იოლია და ალბათ, თავადაც კარგად იცით, რომ თქვენს სტილსა და ხასიათს ყველაზე მეტად „მერსედესი“ ერგება. უმჯობესია „მერსედესი“ უნდა შეიძინოთ.


скачать dle 11.3