კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბედისწერო ექსპერიმენტი

ინსპექტორი ჯო ნოუბერი საგონებელში იყო ჩავარდნილი. მის კვარტალში სადისტი-მკვლელი გამოჩნდა. მართალია, ჯერ მსხვერპლი მხოლოდ ორი იყო, მაგრამ, ჯოს გული უგრძნობდა, რომ მკვლელი ამაზე არ გაჩერდებოდა. პირველი მსხვერპლი, ჯულია ორმანი, დიასახლისი გახლდათ, საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის. ყველა ფაქტი მოწმობდა, რომ მკვლელს მან კარი თავად გაუღო. სხეულზე, თუ არ ჩათვლიდი ბასრი საგნით მიყენებულ მრავლობით ჭრილობებს, ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. არც კარი იყო შემტვრეული და ბინაშიც წესრიგი სუფევდა. ინსპექტორმა თავიდან ეჭვი ქალის ქმარზე მიიტანა, მაგრამ, კაცს ალიბი ჰქონდა – მთელი დღე სამუშაოზე გაატარა, თანაც, ისე იყო უბედურებისგან განადგურებული, საეჭვო იყო, ასე ეთამაშა. ყველანაირი კითხვის ნიშანი გაქრა, როცა მეორე მსხვერპლი გამოჩნდა.
სერჟანტმა ამოიოხრა და სინანულით გადააქნია თავი:
– ეს კიდევ უფრო საშინლად დაუჩეხავს... ამაზე უარესი სანახაობა მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი, როცა მატარებლის კატასტროფის მოწმე გავხდი.
– იცით, რას  ვერ ვხვდები? თუ მკვლელი კაცია, – კეფა მოიქექა ლეიტენანტმა, – რატომ არ გააუპატიურა? მძარცველი რომ არ მოქმედებდა, ფაქტია. ვითომ, მკვლელობა ქალმა ჩაიდინა?!
ინსპექტორმა ნიკაპი მოისრისა:
– მიჭირს რამის თქმა. კონკრეტიკას მოვერიდები. ჯერ ბევრი რამეა გასარკვევი. მაგალითად, ხომ არ ღალატობდა პირველი მსხვერპლი ქმარს და ხომ არ ეწეოდა ფარულად პროსტიტუციას. ერთში შემიძლია, დაგეთანხმო: ნორმალური ადამიანი ამას არ გააკეთებდა. მეორე მსხვერპლი კი საერთოდ არ იყო გათხოვილი. ექთნად მუშაობდა საავადმყოფოში და, იმ ჯულიაზე – პირველ მსხვერპლს ვგულისხმობ – ორჯერ უფრო ლამაზიც იყო.
 ჰო. ფოტოები რომ ვნახე, ლამის ვიტირე. ასეთ ცოლზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. მის თანამშრომლებს ველაპარაკე. მის ტონია როლსონს საღამოობით ბარში ჰყვარებია გავლა. შესაძლოა, მკვლელი იქაც ელოდა. ერთი სიტყვით, ვერსიები საკმარისზე მეტია და არც ერთი არ არის ისეთი, რომელსაც ამ ეტაპზე ამოვარჩევდით.
იმავე კვირის ხუთშაბათს გაზეთები უკვე წერდნენ ვინმე „ცოფიანი ყასბის“ შესახებ, რომელიც ახალგაზრდა, ლამაზ ქალებზე ნადირობდა და საკუთარ ვერსიებსაც სთავაზობდნენ სამართალდამცავ უწყებებს. ინსპექტორმა ბრაზით მოისროლა ერთ-ერთი ასეთი გაზეთი:
 – სულ გადაირივნენ! ნახეთ, რას წერენ? რომ მკვლელი ტრანსვესტიტია და ქალების შურს, განსაკუთრებით, ლამაზი ქალების.
– სხვათა შორის, სულაც არ არის უსაფუძვლო ვერსია, – თქვა ლეიტენანტმა, – ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოვრიცხოთ.
– იცით, რა ვქნათ? როგორმე გამოვიტყუოთ. თუ მართლაც ტრანსვესტიტია, ან, სულაც, ტრანსსექსუალი, მაშინ, იმ ბარში უნდა მივიდეთ და როგორმე მისი ყურადღება მივიპყროთ. თუ რამდენჯერმე გავიმეორებთ ამას, ერთხელ მაინც გაგვიმართლებს.
– როგორ? – ვერ მიხვდა ლეიტენანტი.
– ერთ-ერთმა ჩვენგანმა ქალის ტანსაცმელი უნდა ჩაიცვას.
– გამორიცხულია. მე ამის გაკეთებას ვერ მიაძულებთ, – გააპროტესტა ლეიტენანტმა.
– თუ საჭირო იქნება, გაიძულებთ კიდეც, მაგრამ, ძალიან მსხვილი ხარ და უსიმპათიო სახეც გაქვს. იძულებული ვიქნები, ქალის როლი შევასრულო, – ამოიოხრა ინსპექტორმა, – თუმცა, ჯერ ყველა დეტალი კარგად უნდა გავთვალოთ. შენ მე მომეხმარები. მკვლელი უნდა დავიჭიროთ, თორემ, მთელი ქალაქი ამ მკვლელობებზე ლაპარაკობს. შტატის პროკურორმაც დამირეკა...
... საღამოს ინსპექტორი ჯო ნოუბერი აბაზანიდან გამოვიდა, ღრმა სავარძელში ჩაჯდა და თვალები დახუჭა. შეეცადა, წარმოედგინა, რას შეიძლება გრძნობდეს მკვლელი-სადისტი, როცა ადამიანს, თავის მსხვერპლს, კლავს. რა შეიძლება მოსწონდეს და რისგან იღებდეს სიამოვნებას. იქნებ, მსხვერპლის ყვირილისგან... ან – კვნესისგან?!. ან, იქნებ, მკვლელის მუდარაა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი... რბილ ქსოვილში შესული დანის ყრუ ხმით?! ინსპექტორმა თვალები გაახილა. ფიქრი საშიშ სახეს იღებდა. ლამის გაუჩნდა კიდეც გადაულახავი სურვილი, უფრო რეალურად განეცადა ეს ყველაფერი და მაშინვე დაიწყო საკუთარ თავთან ბრძოლა... მეორე დილით კიდევ ერთი მსხვერპლის შესახებ გახდა ცნობილი – სიუზანა ბრანდი, ახალგაზრდა, ელეგანტური და ქერა ლამაზმანი, მინი ქვედაბოლოში და მაღალქუსლიან, მაღალყელიან ჩექმებში გამოწყობილი, სავაჭრო ცენტრიდან გამოვიდა... მშვენიერ გუნებაზე იყო. ქუსლების ბაკუნით შეუხვია ლოგან-სტრიტზე და... პოლიციამ მისი დამახინჯებული სხეული მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინა. ამჯერად მკვლელმა მსხვერპლი გააუპატიურა კიდეც. დაყოვნებას აზრი არ ჰქონდა, მოქმედება მალევე უნდა დაეწყო. ლეიტენანტი გაოცებით მიაჩერდა სახეშეცვლილ ინსპექტორს.
– ამ საღამოს რას აკეთებ, ლამაზო? – სცადა გახუმრებოდა, მაგრამ ჯომ ისე შეუბღვირა, მაშინვე დასერიოზულდა, – მინდოდა, მეთქვა, თქვენი დაცვა ვიქნები, საღამოს-მეთქი.
– ღმერთმა ქნას, დღესვე წამოეგოს ანკესზე. დიდი სურვილი არ მაქვს, ყოველ საღამოს ასე გამოწყობილმა ვიარო. „ეძიე ქალში“ წავიდეთ, იმ სტრიპტიზ-ბარში, სადაც ტრანსვესტიტები გამოდიან...
წარმოდგენა გვიან ღამით დასრულდა. ინსპექტორი ჯო ყურადღებით ათვალიერებდა გამომსვლელებს და შესაძლო მკვლელს ეძებდა. ბოლოს არჩევანი ერთ მათგანზე შეაჩერა. იმაზე, რომელიც ფარდის დაშვებისთანავე საგრიმიოროში გავარდა და იქიდან კაცის ტანსაცმლით გამოვიდა. ჯომ მაშინვე მიატოვა კოქტეილი, რომელსაც, შენიღბვის მიზნით, კართან ნელ-ნელა წრუპავდა. ისე ჩქარობდა, რომ აღარ შეამოწმა, მიჰყვებოდა თუ არა უკან ლეიტენანტი და სწრაფად გამოუდგა უკან „ობიექტს“. ქუჩაში გამოსულმა მალევე დაკარგა მხედველობის არედან ის, ვისაც მიჰყვებოდა და ერთბაშად აღმოაჩინა, რომ უკაცრიელ, ბნელ ჩიხში მარტო იყო. შიში არ უგრძნია, თუმცა, უსიამოვნო განცდა მაინც დაეუფლა. მაღალქუსლიანი ჩექმა სწრაფ სიარულში ძალიან უშლიდა ხელს. შეიგინა და მათ გასახდელად დაიხარა. სწორედ ამ დროს, ზურგიდან ვიღაცის მოახლოვება იგრძნო.
– დაგინახე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ერთი გზა გვქონდა, ლამაზო! – გაიგონა უკნიდან კაცის ხრინწიანი ხმა და იარაღს ეცა ამოსაღებად, რომელიც მოკლე ქვედაკაბის ქვეშ ჰქონდა შემალული, მაგრამ თავდამსხმელი  უფრო მარდი აღმოჩნდა. ორივე ხელი მარწუხებივით შემოაჭდო სხეულზე და განძრევის საშუალება აღარ მისცა...
ჯო იბრძოდა, იბრძოდა, როგორც შეეძლო... თითქმის მოახერხა ხელიდან დასხლეტოდა მოძალადეს, მაგრამ, ბოლო მომენტში ჯიბიდან ტყვიის პატარა მილი ამოიღო... გაისმა ძვლის მსხვრევის საშინელი ხმა და სიკვდილიც წამიერად დადგა... ისე, რომ ჯოს დანის არც ერთი დარტყმა აღარ უგრძნია.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3