კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ისუზუ ვიზარდი”, 2000 წლის გამოშვება, ტრუპერის 3.0-იანი ძრავათი, დიზელზე. ამ ავტომობილზე დაზიანებული მაქვს ეგრეთ წოდებული „ფარსუნკები”. სად შეიძლება მათი შეძენა?
პასუხი: რიგ კი არა, ხშირ შემთხვევაში, ამ ტიპის „ფარსუნკების” შეკეთებაც კი შესაძლებელია. ახალი „ფარსუნკები” შედარებით ძვირია – ერთი ცალის ფასი დაახლოებით 120-200 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მისი შეძენა თბილისში, ქუთაისის ქუჩაზეა შესაძლებელი, უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ შეკვეთა მისცეთ. არის კიდევ ერთი გამოსავალი: თუ ვაშლიჯვარში, დიზელის სისტემის ხელოსნები ვერ მოახერხებენ შეკეთებას, გამტარობასა და „გაფრქვევადობას”, წარმადობას შეამოწმებენ და ამის მიხედვით შეარჩევენ რომელიმე სხვა ავტომობილის „ფარსუნკას”. ისიც ისევე კარგად იმუშავებს, როგორც ქარხნული, თუ მონაცემები ემთხვევა. „ფარსუნკის” მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია: მან უნდა მოახდინოს დიზელის ჩაფრქვევა მაღალი წნევით და, თან – პუდრივით.
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3”, რომელსაც რაღაც პრობლემები აქვს. როდესაც კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მივიყვანე, მიჩვენა, რომ დაზიანებულია კატალიზატორის „დატჩიკი”. თვითონ კატალიზატორი ამოღებული მაქვს და მისი ეგრეთ წოდებული „დატჩიკის,” ანუ, გადამცემის შეცვლა რას მომცემს? იქნებ, ამიხსნათ ზოგადად, რა ფუნქცია აქვს ამ დეტალს და, დაუზიანდება თუ არა ავტომობილს რამე, ეს დეტალი რომ არ შევცვალო?
პასუხი: კატალიზატორის „გამოშიგნვის“ დროს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება იმას, დგას თუ არა ზემოთ ხსენებული სენსორი, იგივე „დატჩიკი”, რადგან, როგორც თქვენ შემთხვევაშია, თუკი ის დგას, საჭიროებს კატალიზატორის ამოღების შემდეგ სპეციალური, მაგრამ, მარტივი ლითონის კონსტრუქციის ჩამონტაჟებას, რაც სენსორს ფუნქციას დაუტოვებს. შესაბამისად, სენსორი კომპიუტერს სწორ ინფორმაციას მიაწვდის და კომპიუტერიც შესაბამისად იმოქმედებს. თქვენს შემთხვევაში, საჭიროა ამ კონსტრუქციის ჩაყენება, რისი გაკეთებაც ძალიან ბევრმა ხელოსანმა იცის თბილისში. ამავდროულად, ხმაც ისეთი დაუბრუნდება ავტომობილს, როგორიც ქარხნიდან ჰქონდა, რადგან, „გამოშიგნვის“ შემდეგ, ის ხმას იცვლის. თუ საერთოდ არ შეცვლით, არც მოხსნით და არც არაფერს უზამთ ამ სენსორს, ავტომობილი ჩვეულებრივ იმუშავებს, უბრალოდ, დაწვავს შედარებით მეტ საწვავს, მოაკლდება სიმძლავრე და კომპიუტერიც ყოველთვის გიჩვენებთ, რომ სენსორი დაზიანებულია.
კითხვა: მყავს „BMW  525”, რომელზეც დაყენებული მაქვს 225/55 ზომის საბურავები. მინდა, რომ ოდნავ განიერი ბორბლები დავაყენო, მაგრამ, იმავე სიმაღლის, რადგან, „მაღალბორტიანი” საბურავები ფიზიკურადაც არ მომწონს და როგორც ვიცი, მდგრადობაც არ უვარგა. საბურავების გამყიდველები ხან რას მეუბნებიან და ხან – რას. მაინტერესებს, 245/55 ზომის საბურავები რომ დავაყენო, ამით სიგანის გარდა, საბურავის სიმაღლეც შეიცვლება?
პასუხი: საბურავების ზომა განიმარტება შემდეგნაირად: 225/55 R 17 – ნიშნავს, რომ საბურავს აქვს 225 მილიმეტრი სიგანე, მისი გვერდის (ბორტის) სიმაღლე კი არის 225-ის 55 პროცენტი, ანუ, 123.75 მილიმეტრი. საბურავი არის რადიალური, ანუ, R და მისი დისკის დიამეტრი შეადგენს 17 ინჩს, ანუ – 43.18 სანტიმეტრს. შესაბამისად, 245/55 ზომის საბურავი, სიგანის გარდა, სიმაღლეშიც მეტი იქნება. გვერდის სიმაღლე რომ არ შეიცვალოს, გესაჭიროებათ 245/50 ზომის საბურავები.
კითხვა: რა სხვაობებია „მერსედეს ემელ 350-სა“ და „ემელ 420-ს“ შორის?
პასუხი: თქვენ, ალბათ, ახალ მოდელებს გულისხმობთ. ძირითადი სხვაობა ამ ორ ავტომობილს შორის ძრავაშია. „ემელ 350” არის ბენზინის, 3.5 ლიტრაჟის, ექვსცილინდრიანი ძრავათი არის აღჭურვილი. რაც შეეხება „ემელ 420-ს“ ამ ავტომობილის ძრავა დიზელზე მუშაობს, 4.0 ლიტრაჟი, ძრავას მოცულობა რვა ცილინდრიანია. ეს არის საკმაოდ კარგი თანამედროვე, სწრაფი ძრავა, რომელიც აკმაყოფილებს ეკოლოგიურ ნორმებს. „ემელ 420-ს“ მეტი აქვს აჩქარება, მაგრამ, ნაკლებს წვავს, რადგან, მოგეხსენებათ, დიზელის ძრავა უფრო ეკონომიურია. ორივე აღჭურვილია მართვის შვიდსიჩქარიანი, ავტომატური კოლოფით. მაგრამ, ყველა ამ სიკეთესთან ერთად მას ფასიც გაცილებით მაღალი აქვს: „ემელ 350-სა“ და „ემელ 420-ს“ შორის ფასში სხვაობა დაახლოებით 15 ათასი დოლარია.
კითხვა: ამერიკულ მანქანებს საქართველოში საშინლად არ სწყალობენ. რისი ბრალია ეს?
პასუხი: თუ ხარისხის თვალსაზრისით დაწუნებაზე ვისაუბრებთ, მაშინ, გააჩნია მარკას. ანუ, ვერ ვიტყვით, რომ მათ ხარისხი არ უვარგა, უბრალოდ, ის ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც მაინც უცხო სისტემად ითვლება. ჯერ ერთი, სიჩქარეც კი მილებში ითვლება; გარდა ამისა, ელექტროსისტემებიც თავისებურად არის მოწყობილი, სხვანაირი ექსპლუატაციის პირობები და სხვაგვარი სერვისი აქვთ. ანუ, თუ ამერიკულ მანქანას შეიძენ, ავტომატურად, ბევრი თავსატეხი გიჩნდება. თუ ყველაზე პოპულარული ევროპული მანქანების შეძენა გსურთ, როგორებიცაა „მერსედესისა” და „ბეემვეს” მოდელები, მათი ყიდვა იაპონიაში ჯობია და არა ამერიკაში. იქ ექსპლუატირებულ ავტომობილებს გაცილებით ნაკლები აქვს გარბენი, უკეთ არის შენახული და უფრო იაფიც ღირს, რაც იქიდანაც მომდინარეობს, რომ იაპონელები მანქანებს მალ-მალე იცვლიან. მაგალითად, „სუბარუ იმპრეზაც“ ის მოდელები, რომლებიც აწყობილია ამერიკისთვის, უფრო კომფორტზეა გათვლილი, ვიდრე სხვა პარამეტრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტული „სედანია“, ანუ გათვლები ტიუნინგურ დეტალებზეა გაკეთებული, ამერიკისთვის მას სხვა დატვირთვა აქვს შეძენილი, იქნება ეს ამორტიზატორები, ანუ მანქანის „შასი“, რბილი მანევრი და სხვა. მათ, ძირითადად, დიდ ტრასებზე ანუ „ჰაივეიზე” უწევთ სიარული და ამიტომ მეტად სჭირდებათ კომფორტი.

скачать dle 11.3