კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ გავახარო და გავამრავლო მიწის ნუში?
პასუხი: მიწის ნუში ძალიან იოლი გასამრავლებელი და მოსავლელია. მისი გამრავლება შეგიძლიათ როგორც თესლით, ასევე, აღმოცენებული ნერგის შეძენით. მისი სამშობლო ტროპიკებია, საქართველოს პირობებში კი, ერთწლოვან ბალახოვან მცენარედ არის მიჩნეული. თესლი ადრე გაზაფხულზევე უნდა დაითესოს ნიადაგში და მორწყვა არ მოაკლდეს. ის, შეგიძლიათ, დათესოთ ქოთნებში და მთელი ზაფხულის განმავლობაში ასე გააჩეროთ, ხოლო, როდესაც მცენარეს ფოთლები გაუყვითლდება, შეგიძლიათ, ამოიღოთ ნიადაგიდან და შეაშროთ. ამ მცენარეს ნუში მიწის ქვეშ უვითარდება, ამიტომ, ძალიან ადრე არ ამოთხაროთ ნიადაგიდან. ერთი ნუშის დათესვისას, შეიძლება, ამოიღოთ 300 500 გრამი ნუშის ფესვურა. მიწის ნუში ძალიან სასარგებლო და ვიტამინებით გაჯერებული მცენარეა. ის შეგიძლიათ, მიირთვათ, როგორც მოხალული, ისე ნედლი სახითაც. ის აგრეთვე, გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში. მიწის ნუში ეგზოტიკური და სასარგებლო ნაყოფია, მისი ზეთი გამოიყენება მედიცინასა და პარფიუმერიაში.
კითხვა: როგორ მოვუაროთ ოთახის იასამანს?
პასუხი: ეს მცენარე საკმაოდ უპრეტენზიოა როგორც ქოთანში, ასევე, მიწაში. უფრო ეცადეთ, ქოთნის პირობებში გაახაროთ. მას არ უვითარდება დიდი ფესვები, ამიტომ, შესაძლოა, მოზრდილ ქოთანში დატოვოთ რამდენიმე წელი. იასამანი კარგად იტანს ფორმირებას – შეგიძლიათ, წელიწადში რამდენჯერმე გაკრიჭოთ და თქვენთვის სასურველი ფორმა მისცეთ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირი კრეჭვისას, შესაძლოა, მცენარემ რამდენჯერმე იყვავილოს. ზამთარში უშიშრად დატოვეთ იასამანი გარეთ; ასევე, შეგიძლიათ, ზაფხულის ცხელ დღეებშიც დადგათ დაჩრდილულ ადგილას, სადაც მწველი  მზე არ შეაწუხებს. ოთახის იასამანს ზაფხულში ხშირი მორწყვა სჭირდება, ხოლო ზამთარში შედარებით იშვიათად დაუსხით წყალი. იმისათვის, რომ კარგად იყვავილოს, მიეცით მკვებავი სასუქები. ასევე, წელიწადში სამჯერ მიაწოდეთ თხევადი ნაკელი. მცენარის გადარგვა შეგიძლიათ 3-4 წელიწადში ერთხელ. იასამანი გამოიყენება პარფიუმერიასა და ხალხურ მედიცინაშიც. მისი ყვავილის ნაყენისგან ამზადებენ ტკივილგამაყუჩებლებს.
კითხვა: როგორ მოვუაროთ პასიფლორას ზაფხულის ცხელ დღეებში?
პასუხი: პასიფლორა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ, მას უყვარს სიცხე და ნესტი. მისთვის აუცილებელია გამოზამთრება სახლის პირობებში, ზაფხულში კი ეცადეთ, დადგათ ისეთ ადგილას, სადაც ნახევრად ჩრდილია და მიწის კომი არ გამოაშროთ. მცენარეს ზაფხულში სჭირდება 18-22, ხოლო ზამთარში – 22-28 გრადუსი ტემპერატურა. ეცადეთ, ზამთარში ნაკლებად მორწყათ, რადგან, მოკლე დღეების გამო, წყალი ვერ ასწრებს აორთქლებას, რაც იწვევს მცენარის ლპობას. ის მრავლდება თესლითა და კალმით, თუმცა, კალმით გამრავლება საკმაოდ რთულია სახლის პირობებში და, ამიტომ, უმჯობესია, თესლით გაამრავლოთ. ამ ხერხით აღმოცენებული მცენარე გადარგეთ 4-6 ფოთლის ფაზაში და არ მოაკლოთ წყალი. ხალხურ მედიცინაში ეს მცენარეც გამოიყენება, რადგან, იკეთებს ნაყოფს, რომელიც საჭმელადაც ვარგისია და სამკურნალო დანიშნულებაც აქვს, კერძოდ, პასიფლორა გამოიყენება, გულის დაავადებების სამკურნალოდ. ის, ასევე, მდიდარია ვიტამინებით.

скачать dle 11.3