კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

რა მოხდა ამ დღეს

20 აგვისტო
1896 – დააპატენტეს ტელეფონი ნომრის ასაკრეფი დისკით.
1969 – „ბითლზის“ წევრებმა ერთობლივად ჩაწერეს ბოლო ალბომი „Abbey Road“.
21 აგვისტო
1911 – ლუვრიდან გაიტაცეს „მონა ლიზა“ („ჯოკონდა“).
1915 – თურქეთის ტერიტორიაზე, დარდანელის სრუტესთან, ნისლში გაქრა ინგლისის მთელი ბატალიონი 145 ჯარისკაცის შემადგენლობით.
1968 – ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ჯარები.
1981 – მეცნიერებმა ოფიციალურად პირველად გამოაცხადეს გლობალური დათბობის საშიშროების შესახებ.
1986 – კამერუნში ბუნებრივი კატასტროფა მოხდა: ტბა ნიოსიდან ამოიფრქვა მგუდავი გაზი, რომლის ღრუბელმაც 25 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი დაფარა. დაიღუპა 1 746 ადამიანი და 20 ათასი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი.
22 აგვისტო
1567 – ჰერცოგი ალბა დაინიშნა ესპანეთის მეფისნაცვლად ნიდერლანდებში. მის სისასტიკეს იქ 8 000 ადამიანი ემსხვერპლა.
1770 – ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპირო, რომელიც ინგლისის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა.
1932 – ტელემაუწყებლობა დაიწყო კომპანია „ბი ბი სიმ“.
23 აგვისტო
1903 – ლონდონში რსდმპ-ს სხდომაზე მოხდა განხეთქილება, რის შედეგადაც წარმოიშვა ორი ფრაქცია – ბოლშევიკების და მენშევიკების.
1913 – კოპენჰაგენში (დანია) გაიხსნა სირინოზის ძეგლი.
1939 – გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს ეგრეთ წოდებულ „მოლოტოვ-რიბენტროპის“ აქტს გავლენის სფეროების განაწილების შესახებ.
24 აგვისტო
79 – ვულკან ვეზუვის კატასტროფული ამოფრქვევის შედეგად ფერფლმა დაფარა სამი ქალაქი: პომპეი, ჰარკულანუმი და სტაბიუმი.
410 – რომის ისტორიაში პირველად, ვესტგოთების არმიამ ალარიხის მეთაურობით, აიღო და გაძარცვა რომი.
1572 – „ბართლომეს ღამე“ პარიზში – კათოლიკეებმა მოაწყვეს პროტესტანტების მასობრივი ჟლეტა.
1853 – ამერიკელმა ჯორჯ კრამმა გამოიგონა კარტოფილის ჩიპსები.
1995 – ოფიციალურად პირველად გაიყიდა ოპერატიული სისტემა „Windows 95“.
25 აგვისტო
1718 – დაარსდა ქალაქი ორლეანი.
1875 – კაპიტანი მეთიუ უები გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლა-მანში გადაცურა.
1995 – მოეწყო ტერორისტული თავდასხმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე.
26 აგვისტო
1071 – მანაცკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელები, რის შედეგადაც მთელი მცირე აზია დაიპყრეს.
1791 – ამერიკელმა ჯონ ფიჩმა დააპატენტა თბომავალი გემის პროექტი.
1883 – ინდონეზიაში ამოიფრქვა ვულკანი კრაკატაუ, ჩაიძირა რამდენიმე კუნძული, დაიღუპა 40 000 ადამიანი (ეს იყო უძლიერესი ამოფრქვევა ჩვენს ერაში).
1978 – რომის პაპი გახდა იოანე-პავლე პირველი, რომელიც 34 დღის შემდეგ გარდაიცვალა და პაპი გახდა იოანე-პავლე მეორე.

скачать dle 11.3