კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რას ნიშნავს ბრონდირება?
პასუხი: ბრონდირება არის თმის შეღებვის ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც თმის საფარის ზედა ფენა უფრო მუქია, ქვედა კი – ბაცი.
კითხვა: როგორ გავიკეთო ანტიცელულიტური შეფუთვა სახლის პირობებში?
პასუხი: ამ პროცედურის სახლში ჩატარება სულაც არ არის რთული. მოიმარაგეთ მოზრდილი ცელოფანი, უხეში ნაჭრისგან შეკერილი ქისა-ხელთათმანი და სქელი კონსისტენციის ანტიცელულიტური კრემი. სანამ კრემს წაისვამთ, მიიღეთ შხაპი და ხელთათმანით კარგად დაიმასაჟეთ პრობლემური ზონები – ამით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევის გააქტიურებასა და ფორების გახსნას. შემშრალებისთანავე სქლად წაისვით კრემი პრობლემურ ადგილებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი შხაპით, შეიმშრალეთ და მაშინვე წაისვით კანის გასამკვრივებელი კრემი.
კითხვა: რა არის ამპელოთერაპია და გამოიყენება თუ არა ის კოსმეტოლოგიაში?
პასუხი: ამპელოთერაპია არის ყურძნის სხვადასხვა ჯიშით მკურნალობა. ყურძენი გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. სახის გამწმენდი კომპრესის გაკეთების წინ გაიკეთეთ ორთქლის აბაზანა. შემდეგ გამოწურეთ ოდნავ უმწიფარი ყურძნის 30 მარცვალი (ან ცოტა მეტი) და მის წვენში კარგად დაასველეთ 2-3 ფენა დოლბანდის სამი ნაჭერი, წამოწექით და დოლბანდები მჭიდროდ დაიფინეთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 20-25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით, შეიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი. პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ საოცარ შედეგს: თქვენი კანი გახდება აბრეშუმივით ნაზი, ხავერდოვანი და ელასტიკური. თუ ასეთ კომპრესს კვირაში ორჯერ გაიკეთებთ, შეამჩნევთ, რომ გაგიუმჯობესდებათ კანის ფერი და წვრილი ნაოჭებიც ნელ-ნელა გასწორდება.
კითხვა: თმის ზოგიერთ საღებავს აწერია ორი ციფრი, ზოგს კი – სამი. მაინტერესებს, რისი მიმანიშნებელია ეს ციფრები?
პასუხი: პირველი ციფრი აღნიშნავს ძირითად ფერს, მეორე – მიახლოებით ელფერს. მესამე კი – გარდამავალ ტონებს თმის სხვადასხვანაირი განათების შემთხვევაში.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ უნდა დავიცვა თმა დაზიანებებისგან შეღებვის შემდეგ?
პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა შეიძინოთ საღებავი, რომლის შემადგენლობაში არ შედის ამიაკი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, შეიცავს ამიაკის მინიმალურ რაოდენობას. ამის მიუხედავად, ნებისმიერი საღებავი მეტ-ნაკლებად აზიანებს თმას. ამიტომ, საჭიროა მისი ინტენსიური კვება, კერძოდ, კვირაში ორჯერ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე უნდა წაისვათ მკვებავი ნიღაბი. ბალზამის ნაცვლად კი, უმჯობესია, გამოიყენოთ კონდიციონერი, რომელიც ახანგრძლივებს თმის დაცვას.
კითხვა: რომელი შამპუნი უნდა გამოვიყენო, რომ თმაზე საღებავი უფრო ხანგრძლივად შემრჩეს?
პასუხი: არსებობს სხვადასხვა ბრენდის სპეციალური შამპუნები, რომლებიც შეღებილი თმისთვისაა განკუთვნილი. მაგრამ, თუ თქვენ ასეთი შამპუნები არ მოგწონთ, შეიძინეთ ნებისმიერი, გარდა ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნისა, რადგან ის ყველაზე ინტენსიურად აშორებს თმას საღებავს და ახუნებს ფერს.

скачать dle 11.3