კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეგაპოლისში მცხოვრები ქალი და გადაადგილების პრობლემა კომფორტული სამოსით – ფილიპ ლიმის მუდმივი ხაზი

ჩინური წარმოშობის კამბოჯელ-ამერიკელმა დიზაინერმა პოპულარობა საკმაოდ მოკლე დროში მოიპოვა. ახლა ის ანბანის მიხედვით დალაგებულ დიზაინერთა სიაში „ვოგის” ვებ-გვერდზე პირველ ადგილს იკავებს და, გინდა თუ არა, სწორედ მისი კოლექციიდან ამოღებული ფოტოთი იხსნება გვერდი. 2012 წლისთვის მისი „ლეიბლის“ ბრუნვამ სამოც მილიონს მიაღწია, რაც, 37 წლის ტაილანდში დაბადებული დიზაინერისთვის, მართლაც რომ მასშტაბური მიღწევაა.
გოგონები მოტოციკლებზე – ფილიპ ლიმის ჩვენებაზე წარმოდგენილი უამრავი ბმულიდან ეს ყველაზე საინტერესო იყო. თუმცა, დამეთანხმებით, რომ „ბაიკერების” თემა გასული სეზონის შემდეგ უკვე საკმაოდ მოძველდა და ინტერესს აღარ იმსახურებს. მაგრამ, მან ამ მიმართულებაშიც კი შეძლო, შეექმნა განსხვავებული და მიმზიდველი სტილი, რომელიც იმის გამო, რომ პრეტენზია არ ჰქონდა მაღალ ფასზე, მოდის კრიტიკოსებმა შეფასების დროს დაინდეს, ანუ, პედალს ბოლომდე არ დააჭირეს ფეხი. ფილიპ ლიმმა ჩვენების დაწყებამდე, პოდიუმის კულისებში, თვითონ განმარტა კოლექციის კონცეფცია: ეს არის ქალი, რომელიც სამსახურიდან სკუტერით, ველოსიპედით ან მოტოციკლით მიდის კოქტეილ-ფართიზე. როგორც ჩანს, მსოფლიოს მეგაპოლისებში, უზარმაზარი, დაუძლეველი საცობების გამო, იმატა მოტოციკლებზე შემომჯდარი, მოდურად ჩაცმული ქალბატონების რიცხვმა, რამაც გამოიწვია დიზაინერების დაინტერესება ამ მოდურ-სპორტულ-ექსტრემალური თემით. მაგრამ, როგორ უნდა შექმნილიყო მსგავსი, ვიწროდ გამიჯნული სტილი ფორმის დაზიანების გარეშე?
 ამ კითხვას მან პასუხი გასცა ულამაზესი, მოკლე, კოჭამდე შარვლებითა და „განიერი” პალტოებით, რომლებშიც გააერთიანა ფუნქციურად დატვირთული სპორტული ელემენტები და შიკი და შექმნა იდეალური საშემოდგომო ურბანული გარდერობი. თეთრი აბრეშუმის ულამაზესი, საოცარი სილუეტის მქონე კაბა, კლასიკური ნეილონის ქურთუკები და აბრეშუმის ძალიან საინტერესო კონსტრუქციის მქონე კომბინეზონები, რომლებსაც დღის საათებში ჩასაცმელად ტყავის ან ნატის (ზამშის) სახელოები ჰქონდა, საღამოს წვეულებისთვის კი – „ბრონზით“ დაფერილი, ულამაზესი კლასიკური ქსოვილებით შეკერილი სახელოები. 
ფილიპ ლიმის შემთხვევაში იყო საკმაოდ საინტერესო კოსტიუმები, ძირითადად, წელზემოთა სამოსში, მაგალითად: დიდი, ნაქსოვი პალტო, ზემოდან დაკერებული განსხვავებული ქსოვილის ჯიბეებით, გვერდით ჩაჭრილი „კარდიგანები“ და სხვა. აბრეშუმის თეთრი კაბა, რომელიც ბეისბოლის ტრიკოტაჟული ტანსაცმლის სტილში იყო შექმნილი და ბისერებიანი სახელოები ჰქონდა, მოულოდნელად უბრალო და ძალიან ლამაზი იყო.
 ასე იყო თუ ისე, შოუს უხერხული მომენტების გარეშე არ ჩაუვლია. როგორც ერთ-ერთი ცნობილი მოდის კრიტიკოსი ყვება, უხერხულობა განსაკუთრებით მაშინ გამძაფრდა, როდესაც პოდიუმზე შარვალი-სტაფილო და კვადრატული ფორმის „იუბკა-შარვლები” გამოჩნდა. ეს ის ფორმებია, რომლებიც ფულიან მოდის მიმდევრებს არასდროს მოეწონებათ. მაგრამ, იაპონური მებრძოლი სულით ინსპირაციამიღებულმა ლიმმა, რომელმაც ერთ-ერთ პალტოს იაკუძასთვის დამახასიათებელი სვირინგის ელემენტები დაახატა, ჯიუტად იმეორებდა, რომ მოდა მხოლოდ კომერცია არ არის.

скачать dle 11.3