კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტიმული – გვჭირდება?!



ვის ვის და... მამაკაცებს ნამდვილად სჭირდებათ სტიმული. ხომ გინდათ, თქვენი ერთადერთი და შეუდარებელი წარმატებული და ჭეშმარიტად შემდგარი პიროვნება იყოს. მაშინ საყვედურები დაივიწყეთ და მოცემული ინსტრუქციით იხელმძღვანელეთ. თუ მოთმინებით აღიჭურვებით და ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც საჭიროა, მისგან მადლიერებასაც მიიღებთ და რაც მთავარია, ის დამოუკიდებელი გახდება. ეს, უპირველესად, თქვენი კომფორტიც არის.
* დაიხსომეთ მარტივი ჭეშმარიტება: მამაკაცს ყოველთვის შეუძლია საკუთარ თავს მოუმზადოს ის, რისი შეჭმაც უნდა. სოსისს და შემწვარ კვერცხს შორისაც დამოუკიდებლად გააკეთებს არჩევანს.
* რამდენიც უნდა აუხსნათ, სად რა დევს, მაინც არ დაიხსომებს. ამიტომ, ლაპარაკით თავს ნუ დაიღლით, თორემ მერე მისი შეკითხვები ძალიან გაგაღიზიანებთ. მოიცადეთ, სანამ თავად არ დასვამს კონკრეტულ შეკითხვას.
* თუ არ გინდათ, მოისმინოთ საყვედურები იმის შესახებ, რომ თქვენ მეტისმეტად ბევრს ხარჯავთ, ქმარი ატარეთ საყიდლებზე. თავად ნახოს, რა რა ღირს და დაითვალოს ხარჯები.
* არ იწუწუნოთ, რომ ბევრ საქმეს აკეთებთ და იღლებით. ეს არც ერთ კაცს არ მოსწონს. უმჯობესია, თქვათ, რომ მეტი დრო გჭირდებათ, რათა მას დაუთმოთ. ეს გაჭრის და შეეცდება, დაგეხმაროთ.
* მთავარი: შეაქეთ ყოველთვის, როცა საკუთარი ინიციატივით რაღაცას გააკეთებს. არ დაუწუნოთ ნაყიდი და არც დასცინოთ. პირიქით, ხშირად წაახალისეთ. ნახავთ, როგორ შეიცვლება უკეთესობისკენ.

ნელ-ნელა... თანმიმდევრულად...

მამაკაცი ბუნებით ზარმაცია. მით უფრო ზარმაცდება, როცა გვერდით მზრუნველი ცოლი ჰყავს. მაგრამ არაფრით გატყდება და არ იტყვის, რომ ერთობა. პირიქით, საქმიანი იერით იჯდება კომპიუტერთან და ტელევიზორთან. ჩხუბით გადარევთ – კამათს აზრი არ აქვს... ანუ...
მისი წინდები ისე უწესრიგოდ ყრია ოთახის კუთხეში, ფეხსაცმელები საწოლის ქვეშაა მოსაძებნი... უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ სერიოზულად დაელაპარაკოთ და რადიკალური ზომები მიიღოთ?! – არავითარ შემთხვევაში. ამაზე არ იფიქროთ. გასაგებია, რომ კონკიას როლში ყოფნა ძალიან მოგბეზრდათ, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა ჩახედოთ. რეალობა კი ასეთია: პრინცესად მხოლოდ უფლისწულის გვერდით იგრძნობთ თავს. უფლისწულები კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ზღაპრებში დარჩნენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეუღლის აღზრდა-გამოსწორებაზე ხელი უნდა აიღოთ. გულს ნუ გაიტეხთ, წვრთნას ყველა მამაკაცი ემორჩილება, მაგრამ ნელ-ნელა და თანმიმდევრულად... და თქვენი ნერვების ხარჯზე შეეცადეთ, მიზანს მცირე დანაკარგებით მიაღწიოთ. ყველა ცოლის შეცდომაა ის, რომ ან მოთმინებით ელიან, როდის შეიცვლება უკეთესობისკენ ძვირფასი და ერთადერთი... ან იწყებენ ჩხუბს. ორივე ვარიანტი შეცდომაა. საუკეთესო საშუალებაა მოფერება, ტკბილი სიტყვა და მთავარი პრინციპი; ნელ-ნელა და თანმიმდევრულად! მოფერებით უსაყვედურეთ და მოფერებით მოითხოვეთ. მორჩილება, თუნდაც მოჩვენებითი, თქვენი კოზირია... გამოიყენეთ!

თუ შერიგება გინდა

კონფლიქტი წყვილს შორის გარდაუვალია. თითქმის შეუძლებელია მისი თავიდან არიდება. მაგრამ არსებობს შანსი, მისი შედეგების გამოსწორებისა. მთავარია, საკუთარ თავს ეს შანსი არ მოუსპოთ. ამისთვის საჭიროა მოთმინება და თუ ჭეშმარიტად გსურთ პარტნიორის დაბრუნება, გაითვალისწინეთ...
* შეეცადეთ არ იტრიალოთ მის თვალწინ განშორების პირველ დღეებში. აცადეთ, ემოციები ჩაცხრეს და წყენამ გაიაროს. იფიქროს, ვინ ხართ მისთვის და რად უღირს თქვენთან ურთიერთობა.
* დაივიწყეთ ფრაზები: „დაბრუნდი, ყველაფერს გაპატიებ“... „უშენოდ მოვკვდები!“ – თუ პარტნიორი წავიდა, ესე იგი, თქვენს ურთიერთობაში რაღაც არ მოსწონს. არ აკმაყოფილებს. ხვეწნა და მუდარა თქვენი მხრიდან მას მხოლოდ იმას აფიქრებინებს, რომ არაფერი შეიცვლება. ძველებურად ყოფნა კი საეჭვოა, მოინდომოს. წარმოიდგინეთ, დაუბრუნდებით იმას, რასაც ერთხელ ძლივს გაექეცით?
* ნუ შეეცდებით, თავი შეაცოდოთ. გამოიჩინეთ მეტი სიმტკიცე და როგორ ცუდადაც უნდა იყოთ, დახმარება მას არ სთხოვოთ. აჯობებს ეს სრულიად უცხო ადამიანმა გააკეთოს. ნებისმიერ შემთხვევაში დამცირებული და შეურაცხყოფილი ადამიანის როლში აღმოჩნდებით, რაც კიდევ ერთხელ გატკენთ გულს.
* მომხდარში დამნაშავე მართლაც პარტნიორი რომ იყოს, ბრალდებებს ნუღარ წაუყენებთ. მით უმეტეს, თუ მასთან ისევ ყოფნის დაუძლეველი მოთხოვნილება გაქვთ.
* არავითარ შემთხვევაში არ უყვიროთ ისტერიკული ტონით: „სადაც უნდა წახვიდე, ბოლოს მაინც ჩემთან დაბრუნდები!“ – ამაზე დიდ სისულელეს ვერ გააკეთებთ. ამ ტიპის ფრაზები ნებისმიერ ადამიანში მხოლოდ პროტესტის განცდას, საპირისპიროს კეთების სურვილს და აგრესიას ბადებს... ასე რომ, ახლა უკვე იცით, როგორ არ უნდა მოიქცეთ... დანარჩენი თქვენზეა.

სამნი ერთ საწოლში...

ეს ის არ არის, რაზეც თქვენ იფიქრეთ... საუბარი სასიყვარულო სამკუთხედზე არ იქნება... თუმცა, ესეც სიყვარულია... საკმაოდ ძლიერი და ყოვლისმომცველი... დედა... მამა... შვილი და... სამივე ერთ საწოლში... როგორ არ უნდა გიყვარდეს შვილი და მასთან ფიზიკური სიახლოვე, ეს როგორც შვილისთვისაა აუცილებელი, ისე – მშობლებისთვის, მაგრამ „სამნი საწოლში“ – ამ მოვლენას პლუსებთან ერთად მინუსებიც აქვს... დავიწყოთ პლუსებით: ყველაზე მთავარია უწყვეტი კავშირი მშობლებსა და პირმშოს შორის. დღეც და ღამეც ერთად და ერთმანეთისთვის. დადგენილია, რომ მშობლების სხეულის სითბო უკიდურესად დადებითად აისახება პატარას ფსიქიკაზე. ის გაცილებით მშვიდი, თბილი, კაცთმოყვარე და კეთილი ადამიანი იზრდება. ბავშვს ეს პოზიტიური ემოციები განსაკუთრებით სამ-ოთხ წლამდე სჭირდება. ამიტომ, როცა მშობელს და შვილს შორის ფიზიკური მოთხოვნილება არსებობს, უარის თქმა ამ ორმხრივ სიამოვნებაზე გაუმართლებელია.
მინუსები –  აუცილებლად მისაღები ზომები:  როცა ბავშვი მშობლების საწოლში წევს, არსებობს ინფექციების საშიშროება. ალბათობა დიდი არ არის, მაგრამ უსაფრთხოება გათვალისწინებული უნდა იყოს. მით უმეტეს, როცა პატარას შედარებით სუსტი იმუნიტეტი აქვს. ძალიან ჩვილი შეიძლება მშობლებს შორის გაიჭყლიტოს. რამე ეტკინოს... და, რაც ყველაზე ცუდია, როცა დადგება დრო, მისი საკუთარ საწოლში გადაყვანისა, ბავშვს ძალიან გაუჭირდება გაიგოს, რატომ უნდა იწვეს ცალკე... რატომ იშორებენ თავიდან... ანუ, ოქროს შუალედის პოვნა აუცილებლად მოგიწევთ, რადგან შეუძლებელია, ჩვილის ჩახუტებისა და გულში ჩაკვრის სურვილს გაუმკლავდე.
P. S. კიდევ ერთიც, როცა ბავშვი მშობლებთან წევს, წყვილის ინტიმური ცხოვრების რიტმი ირღვევა. ესეც გასათვალისწინებელია.

скачать dle 11.3