კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა მაგიდის კუთხეში ჯდომა საშიში და რატომ არ უნდა მოამზადოს დიასახლისმა კერძი ცუდ განწყობაზე

ჩვენ გარშემო, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისეთ ნივთებს ვეხებით, რომლებსაც გარკვეული მაგიური თვისებები აქვს. მაგალითად, ქალებმა, სამზარეულოში ყველა ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება და გახსოვდეთ, რომ იქ ყველა ნივთს თავისი დამახასიათებელი უნარ-თვისება გააჩნია. ასევე, ყოველდღიური მოხმარების ჭურჭელსაც კი შეუძლია, ადამიანს ბედნიერება მოუტანოს. როგორც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლალი ამბობს, ისეთი ფერის ჭურჭელი უნდა შეიძინოთ და იხმაროთ ყოველ სეზონზე, რომელიც თქვენ მიმართ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებასა და გარშემო მყოფებში ავტორიტეტის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ლალი: ჭურჭლის ფერი ადამიანის ბედზე მოქმედებს და ყველა სეზონს თავისი დამახასიათებელი ფერის სამზარეულოს ნივთები შეესაბამება. ეს ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მერწმუნეთ, მართლაც, ყველა სეზონს თავისი დამახასიათებელი ფერის ჭურჭელი შეესაბამება და ის სწორად უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, ზამთარში მუქი ფერის ჭურჭელი, შემოდგომაზე – ოქროსფერი, ზაფხულში – წითელი, ხოლო გაზაფხულზე – მწვანე ფერის. ასე რომ, ყველა სეზონს თავისი მაგიური ფერის ჭურჭელი ეხამება და დიასახლისებმა უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისად ცვალონ სეზონურად.
– იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ, რატომ უნდა ვცვალოთ ჭურჭელი სეზონის მიხედვით?
– უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რატომ უნდა იხმაროთ ოთხივე სეზონზე შესაბამისი მაგიური ფერის ჭურჭელი, გეტყვით, რომ ზამთარში, მუქი ფერის თეფშებისა და ჭიქების გამოყენება დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე – მოგცემთ ძალას, იმოქმედოთ მებრძოლი სულისკვეთებითა და შემართებით, შეგმატებთ თვითრწმენასა და თავდაჯერებულობას; შემოდგომაზე, ოქროსფერი ჭურჭლის ხმარება, გარდა იმისა, რომ თავდაჯერებულობას შეგმატებთ, სითამამესაც შეგძენთ და დამოუკიდებლად შეძლებთ ბევრი საქმის კეთებას. გაზაფხულზე ადამიანში სასიცოცხლო ძალები და ენერგოტონუსი, საგრძნობლად შემცირებულია. ამიტომ, ამ დროს მწვანე თეფშიდან ჭამა და წყლის, ჩაისა თუ წვენის მწვანე ფერის ჭიქიდან დალევა, ამ პრობლემას მოგიგვარებთ. თავს მხნედ იგრძნობთ და არც საგაზაფხულო დეპრესია მოგეძალებათ. აი, ზაფხულში კი, ადამიანი სიყვარულის მოზღვავებას უფრო მეტად გრძნობს და ამ დროს წითელი ფერის თეფში და ჭიქა დააბალანსებს თქვენს ენერგიას – ურთიერთობებს, რომანტიკულსა და სასიამოვნო ელფერს შესძენს.
– მართალია, რომ ამბობენ, ცუდ განწყობაზე თუ გააკეთა ადამიანმა საჭმელი, ეს სხვაზეც უარყოფითად აისახებაო. შესაძლოა, ასე მომზადებული კერძის ჭამის შემდეგ, თავი მთელი დღე ცუდად იგრძნო?
– ეს სიბრძნე უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ნამდვილად არ ცდებოდნენ ჩვენი წინაპრები, როცა ცუდ განწყობაზე ყოფნისას არ ამზადებდნენ კერძს. საერთოდ, კერძის მომზადება ერთგვარი რიტუალია და რა განწყობასაც ჩააქსოვთ მას, იმასვე მიიღებთ მისი ჭამისას. კერძოდ, საკვები ისრუტავს ირგვლივ არსებულ ენერგიას, ჩვენ კი ამ საკვების ჭამის დროს, კალორიებთან ერთად, ამ ენერგეტიკასაც ვიღებთ და „ვიტუმბებით”. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ფორმის მაგიდაზე დევს ჭურჭელი, რომლიდანაც თქვენ საკვებს მიირთმევთ. ძველად, ხალხი მრგვალ მაგიდებს ანიჭებდა უპირატესობას და არცთუ უმიზეზოდ. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ადამიანისკენ მიმართული მაგიდის კუთხე, უარყოფით ენერგიას „ისვრის” მისკენ. ეს კი მას წარუმატებელს ხდის სიყვარულში, კარიერასა და ფინანსებში. ამიტომ, თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ უიღბლობა, უფულობა, გაუთხოვრობა თუ უცოლობა, უნდა მოერიდოთ იმ ადგილს, საითაც მაგიდის კუთხეა მიმართული. არც მის კუთხეში დაჯდეთ.
– ქალბატონო ლალი, თუ არსებობს ისეთი წესი, რომ ადამიანის სტუმრობამ მასპინძელზე უარყოფითად არ იმოქმედოს და მასთან უსიამოვნო საუბარს თავი ავარიდოთ?
– შემიძლია ისეთი წესი გასწავლოთ, რომელიც არასასიამოვნო შეხვედრებს, ჩხუბსა და კონფლიქტს აგარიდებთ თავიდან. მოკლედ, თუ იცით, რომ არასასიამოვნო სტუმარი უნდა მოვიდეს, აიღეთ მწიკვი მარილი და სამჯერ გადაიყარეთ თავს უკან. მაგრამ, თუ თავად გიწევთ ისეთ ადგილას წასვლა, სადაც არასასიამოვნო საზოგადოება გელით, მაშინ, გახსენით ერთი ან ორი ჩაის კოვზი სუფრის მარილი ერთ ჩაის ჭიქა წყალში და ამ წყლით დაიბანეთ სახე და ხელები. თუ ისეთ ადამიანს ელოდებით სახლში, ვისთანაც იცით, რომ აუცილებლად კამათი და ჩხუბი მოგივათ, მაშინ აიღეთ ერთი ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა და ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი, აურიეთ კარგად ერთმანეთში და კართან, გარეთ დაფენილ ფეხსაწმენდზე მოაბნიეთ. კარს შიგნით კი, ზღურბლთან, ერთი ჩაის კოვზი შაქარი დაყარეთ. ასეთ შემთხვევაში, ის არასასიამოვნო ადამიანი, კამათისა და ჩხუბის განწყობას გარეთ დატოვებს და თქვენს ბინაში შაქარივით დატკბება. ხანდახან, პატარა ეშმაკობაც ამართლებს. სხვათა შორის, ისეთ რამეს არ ვურჩევ სხვას, რაც საკუთარ თავზე არ მაქვს დაცდილი და შემოწმებული. ჩემს ოჯახში, ყოველთვის ითვალისწინებდნენ ძველ ეზოთერულ სიბრძნეს და რა ვიცი, დღემდე გაჭირვებასა და უბედობას არ შევუწუხებივართ. ბავშვობიდან ვიცოდი და მჯეროდა, რომ ბევრი რამ ჩემზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ ბედის ანაბარა არ უნდა ვმჯდარიყავი. კიდევ ვამბობ, ეს ჩემი მოსაზრებაა და მას ძალით ვერავის მოვახვევ თავს. მე მითქვამს და თქვენ გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, ნება თქვენია.
– დღეს ადამიანები ძველ ეზოთერულ სიბრძნეს მაინცდამაინც არ ითვალისწინებენ. ასეთი რამეები უბრალო ცრურწმენა ჰგონიათ და მეტი არაფერი.
– გეთანხმებით, ასეთი ურწმუნო ადამიანები ჩემს გვერდითც ბევრია, მაგრამ მაინც ვცდილობ, გავაფრთხილო, რომ შეცდომა არ დაუშვან. თუ არ სჯერათ, გაითვალისწინონ მაინც. მაგალითად მე, ასაკში შესული ადამიანებისგან მესმოდა, სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრება და მით უმეტეს, სასაფლაოს ტერიტორიაზე აგებული საცხოვრებელი, ადამიანებს საფრთხეს უქმნისო. ამაზე მეცინებოდა – რა კავშირია სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრებას და ადამიანის ბედნიერებასა და სიმშვიდეს შორის. მთავარია, არ გეშინოდეს იქ ცხოვრება-მეთქი. მაგრამ, რომ გავერკვიე ეზოთერიკაში, მერე კი მივხვდი, რასაც გულისხმობდნენ.
– და, რას გულისხმობდნენ?
– რას და, სასაფლაოზე აგებული სახლის მობინადრეებს მიცვალებულები იმ ქვეყნიდან აკითხავენ, არ აცდიან მშვიდად ცხოვრებას, აიძულებენ, მათი ტერიტორია დატოვონ. უფრო კონკრეტულად, გეტყვით, რომ სასაფლაოს მიწა სავსეა დაგროვილი შავი ენერგიით. ამიტომ, ამ ტერიტორიაზე სახლის აშენება და იქ დაბინავება ძალიან ცუდია და არც შეიძლება. არც სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრებაა მიზანშეწონილი, რადგან მიცვალებულების გახრწნის შემდეგ უარყოფითი ენერგია და ინფორმაცია რამდენიმე მეტრის რადიუსზე გადაეცემა მიწის საშუალებით. ასე რომ, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია უარყოფითი ენერგიითაა დამუხტული. თუ დამიჯერებთ, პირადად მე, ხშირად შევხვედრივარ ისეთ ადამიანებს, ვისაც სწორედ ამ მიზეზის გამო ჰქონდათ პრობლემები.

скачать dle 11.3