კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: დღის ბოლოს ძალიან მტკივა ხოლმე ფეხები:  მაქვს დაღლილობის შეგრძნება, მტკივა კუნთები, გამომეკვეთა ფეხებზე ვენები.
პასუხი:  სავარაუდოდ, თქვენი ჩივილების მიზეზი ქრონიკული ვენური უკმარისობაა. ამ შემთხვევაში კეთდება სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია. ამ მონაცემებისა და დათვალიერების საფუძველზე, სისხლძარღვთა ქირურგი (ფლებოლოგი) დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. ნებისმიერ შემთხვევაში მოგიხდებათ ფეხით სეირნობა და  მოჭერილი ტრიკოტაჟი.
კითხვა: ძალიან მცვივა თმა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რას მირჩევთ?
პასუხი:  თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და ანემია. ამიტომ, უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (TSH, FT4) შემცველობის განსაზღვრის მიზნით  და სისხლის საერთო ანალიზი. ამის შემდეგ, თუ ეს მიზეზები გამოირიცხა, მიმართეთ დერმატოლოგს.
კითხვა: გადადის თუ არა B ჰეპატიტი სქესობრივი გზით? საჭიროა თუ არა აცრის გაკეთება მეუღლისთვის (მას არ აღმოაჩნდა)?
პასუხი: B ჰეპატიტი სქესობრივი გზით გადაეცემა და უფრო ინტენსიურად, ვიდრე C ჰეპატიტი. აუცილებელია, თქვენმა მეუღლემ ჩაიტაროს ვაქცინაცია, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ მას ანტისხეულები არ აღმოაჩნდა.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ღრძილების ანთებამ მენინგიტი გამოიწვიოს?
პასუხი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ღრძილების ან კბილების პრობლემამ მენინგიტი გამოიწვიოს, მაგრამ, სახისა და თავის ქალის არეში არსებული ინფექცია შეიძლება გახდეს მენინგიტის მიზეზი.
კითხვა: რა იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს?
პასუხი:  მიოკარდიუმის ინფარქტი გულის იშემიური დაავადების ყველაზე მძიმე და სახიფათო ფორმაა. ეს არის დაავადება, რომელსაც გულის კუნთის რომელიმე უბანში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა იწვევს, ხდება ჟანგბადით მომარაგების მოშლა და მწვავე იშემიური ნეკროზი – გულის კუნთის კვდომა.
კითხვა: მუხლის ტკივილით მივმართე ექიმს, დამისვეს დიაგნოზი ჰემართროზი. რას ნიშნავს?
პასუხი: ჰემართროზი არის სისხლჩაქცევა სახსრის ღრუში. წარმოიქმნება დაჟეჟვის, ხშირად სახსარშიდა დაზიანებების დროს (სასახსრე ჩანთის, მენისკის გაგლეჯა, ქვეამოვარდნილობები, მოტეხილობები). ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი. სისხლი ავსებს სახსრის ღრუს, რაც იწვევს ტკივილს; სახსარი მოცულობაში დიდდება, მასში მოძრაობა შეზღუდული და მტკივნეულია.
კითხვა: ჩემი შვილი 15 წლისაა. დაუსვეს დიაგნოზი:  გულის შეძენილი მანკი, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება. გთხოვთ, განმარტოთ ეს დიაგნოზი.
პასუხი: გულის შეძენილი მანკების განვითარება, შესაძლებელია, გამოწვეული  იყოს საკნებს შორის ხვრელის შევიწროებით (სტენოზი) ან სარქვლების ნაკლოვანებით; მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება არის მანკი, რომლის დროსაც მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის დროს სისხლის ნაწილი ბრუნდება უკან, მარცხენა წინაგულში, მიტრალური ხვრელის არასრულად დახურვის გამო. სისხლის მიმოქცევის მცირე წრედში იმატებს წნევა, რაც იწვევს ქოშინს, სისუსტეს, გულისცემის აჩქარებას, ხველას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3