კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „დააორსულა“ ნათია ბანძელაძის და „ვიცე მის საქართველოს“ სახლში კედლები და რატომ ვერ იგებენ ისინი, როგორ გვარდება საყოფაცხოვრებო პრობლემები


ნათია ბანძელაძე: ჩვენ ძალიან გაგვიმართლა. იმ მხრივ, რომ თუ სახლში რამე ფუჭდება, ეს ამბავი ჩვენამდე ვერ აღწევს.

ნანუკა გოგიჩაიშვილი: ისე სწრაფად მოაგვარებენ ხოლმე პრობლემას, ძალიან გვიან ვიგებთ, რომ რაღაც გაფუჭებულა.

ნათია ბანძელაძე: ბებია-ბაბუა გვყავს ისეთი, ჩვენამდე ვინ მოუშვებს პრობლემას. (იცინის) ყველანი ერთად გვიშვილეს და ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. ყველანი მათზე ვართ ჩამოკიდებული. მეც, გიორგიც, ნანუკაც.

– ფულს თუ მაინც იხდით ამ ფუფუნებაში?

ნათია: ზოგჯერ ფულსაც არ ვიხდით. (იცინის) ისინი არიან ჩვენთვის, ყველასთვის დედა და მამა. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, საკუთარი ხელით რამის შეკეთებაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. სჯობს საქმე აქამდე არ მივიდეს, თორემ უარესი მოხდება.

ნანუკა: სამაგიეროდ ბაბუს ემარჯვება ბევრი რამ.

ნათია: ჩვენამდე პრობლემა მართლა არ მოდის. ამ ორ ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ მთელი ოჯახი მათზე ვდგავართ. ამ სახლში სამი ოჯახი ვცხოვრობთ. რვა ადამიანის ერთმანეთთან ასეთი შეწყობა და ასეთი სრულ თანხმობაში ყოფნა, მათი დამსახურებაა. მე, გიორგი, ნანუკა, ნინუცა, გიორგის და და დისშვილი, ბებია-ბაბუა. აი, რამდენი ვართ. ეს ორი ადამიანი ყველას გვივლის და გვპატრონობს. უკვე ოცდაერთი წელია, მე და გიორგი ერთად ვართ და ეს სულ ასე იყო.

– ნანუკას ალბათ ძალიან უყვარს კომფორტი და ვერ შეეგუება უწყლობას.

ნანუკა: უწყლობას მამაჩემი უფრო ვერ ეგუება. თევზივით არის. გიჟდება წყალზე და თუ წყალი არ მოდის, ეს მისთვის უდიდესი პრობლემაა. მე ინტერნეტის გათიშვა უფრო შემაწუხებს.

– ხელოსნების ტელეფონის ნომრები თქვენ არ გეცოდინებათ.

ნათია: არ ვიცი და გულახდილად გეტყვი, არც მაინტერესებს. ძალიან ცუდი მოგონებები მაქვს, ხელოსნებთან დაკავშირებით. ერთადერთი ოქროს ადამიანი შემხვდა ამ სფეროში, ვინც სამზარეულო გაგვიკეთა. მანამდე ნამდვილი კოშმარი გადავიტანეთ.

ნანუკა: ეს ბინა რომ ვიყიდეთ, წაიღო ხელოსანმა გასაღები და ექვსი თვე სახლში აღარ შემოგვიშვა. (იცინის).

ნათია: ვითომ რაღაცეები უნდა გაეკეთებინა და რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააფუჭა. კარის სახელურიც კი უკუღმა გააკეთა. თან დიდი ნაცნობობით და ჩაწყობით, რომ იტყვიან, ლანგრით მოვიყვანეთ ჩვენამდე. წაიღო გასაღები, წავიდა დაიკარგა. უკვე აღარ გვეგონა, საკუთარ ბინაში თუ როდისმე მოვხვდებოდით. კედლები დაგვახვედრა ისეთი ღაღანა ვარდისფერი, დავბრმავდით.

ნანუკა: არადა, ვუთხარით ღია ატმისფერი გვინდაო. მგონი დალტონიკი იყო.

ნათია: მაგას ვინ ჩივის, ვხუმრობდით, კედლები დაგვიორსულაო, ისე ჰქონდა გალესილი. ნახევარი ბიბლიოთეკა სახლში აღარ დაგვხვდა. იატაკი იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ შემოვედით, აქაურობა ვერ ვიცანით.

ნანუკა: არადა, რა ზარ-ზეიმით ველოდებოდით აქ შემოსვლას. ძალიან მწარედ მახსოვს ეგ ამბავი.

ნათია: დედაჩემთან და მამაჩემთან ვცხოვრობდით რვა სული. გადმოვედით და მერე ნელ- ნელა თავიდან ვაკეთეთ ყველაფერი, ოთახ-ოთახ და ბევრი წვრილმანი დღემდე დასამთავრებელი დარჩა.

– საყიდლებზე არ დადის ნანუკა?

ნათია: (იცინის) სახლში მოტანილი ურჩევნია. საყიდლებზე ძირითადად ერთად დავდივართ. გიორგის მიმართ ყველა გამოხატავს სიყვარულს და ძალიან რცხვენია. სულ ცდილობს, შეუმჩნეველი იყოს. ქუდჩამოფხატული დადის და მებუზღუნება ხოლმე, არ შეევაჭრო, უხერხულიაო. საერთოდ, გიორგი ძალიან მგრძნობიარეა ყველაფერი ქართულის მიმართ. გამოჩნდება, თუ არა, ბაზარზე რამე ქართული პროდუქტი, მაშინვე ყიდულობს და მოაქვს სახლში. უნდა დავეხმაროთ ქართულ ბიზნესსო. რუსულს ხომ აქამდეც არ ყიდულობდა. აგვისტოს ომის დროს, თბილისში მარტო მე და გიორგი ვიყავით. იმ კრიტიკულ ღამეს, თბილისში რუსების შემოსვლის რეალური საფრთხე რომ იყო, ჟურნალისტები სახლში გამოგვიშვეს „კურიერიდან“ და კამერებიც გამოგვატანეს. ვეხვეწე, ჩადი მაღაზიაში და ორი პური მაინც ამოიტანე, იქნებ რა ხდება-მეთქი. არაო. არც მე ჩავალ და არც შენ გაგიშვებ. ხალხი გვიცნობს და უფრო შეეშინდებათო. გამოიტანა ქართული დროშები და გადმოკიდა აივნებზე. მოვიდნენ, არ მეშინიაო. ისეთი კარგი სამიზნე იყო ჩვენი სახლი, უკეთესს რომ ვერ წარმოიდგენ.

ნანუკა: ძალიან საყვარელია მამაჩემი. ჩემი მეგობრები როცა მოდიან სტუმრად, ძალიან უცნაურ და გემრიელ რაღაცეებს გვიკეთებს. აქვს ამისი ნიჭი. თან ძალიან ლამაზად აფორმებს. ისე გაგიმასპინძლდება, გაგაოცებს.

ნათია: არ ვეკითხებით ხოლმე, რისგან არის გაკეთებული. პირდაპირ ვჭამთ. სულ ორიგინალურ რაღაცეებს იგონებს და ერთმანეთს ისეთ ინგრედიენტებს უხამებს, ვერ წარმოიდგენ, რომ მათი ერთად შერწყმით რამე გამოვა.

– ვინ არის ოჯახში ყველაზე მფლანგველი?

ნათია: გიორგი. უყვარს, როცა სახლში ნავაჭრით დატვირთული მოდის და სულ რაღაც მოაქვს, გვჭირდება-არ გვჭირდება, ყიდულობს. თან ისეთი ბედნიერია ამ დროს, რომ ვერც უსაყვედურებ.

– „ცხელი ხაზით“ რომელიმეს გისარგებლიათ?

– არა, მაგრამ ახლა ვაპირებ. გვინდა ხეები დავრგოთ და ალბათ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკავ, რომ ნერგები მოგვცენ.

– „პახმელიის“ წამალი რომელმა იცის?

ნათია: არც ერთმა. ჩვენს ოჯახში „პახმელია“ რა არის, არავინ არ იცის. ნანუკა საერთოდ არ სვამს.

ნანუკა: არ მჭირდება, ისედაც სულ კარგ გუნებაზე ვარ. არაყს რომ ვხედავ, უკვე მთვრალი ვარ. (იცინის).

ნათია: ძაღლი გვყავდა, ჯესი გოგიჩაიშვილი და იმასაც კი არ ჰქონდა „პახმელია“. ღვინოს რომ ვწურავდით, თავის ჯამში ვუსხამდით მაჭარს და შიგ პურს ვულბობდით. ის საწყალიც ჭამდა. დათვრა და კიბეზე დაგორდა, მაგრამ „პახმელია“ არ ჰქონია. მართლა. ერთხელ გიორგის ჩარჩა პერანგის ჯიბეში კევი. დილით ვხედავ, მკერდთან რომ ჯიბეა, სულ სველია და დაღეჭილი. გამიკვრდა, რა სჭირს ამ პერანგს-მეთქი. თურმე რა ყოფილა, სუნით მიუგნია ჯესის და ჯიბიდან ხომ ვერ ამოიღებდა კევს, მიმდგარა და სანამ გემო არ გაუვიდა, უღეჭია.


скачать dle 11.3