კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იზრდება საქართველოში ჭაბუა ამირეჯიბის შვილთაშვილი მეი ჩინეკე და როდის გამოსცადა მან პირველად ღალატი მეგობრისგან

13 წლის მეი ჩინეკე ძალიან მხიარული, გულახდილი და საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. თუმცა, მართალი გითხრათ, სხვაგვარად არც ველოდი. შესაძლოა, უცებ, ამ გვარისა და სახელის გაგონება, არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ თუ გეტყვით, რომ ის ჭაბუა ამირეჯიბის ფერადკანიანი შვილთაშვილი და მშვენიერი რუსა ამირეჯიბის ქალიშვილია, ყველა მაშინვე მიხვდებით თუ ვისზეა საუბარი.
– მიმი, როგორ ხარ? სად, როგორ და ვისთან ერთად ატარებ ზაფხულს?
– კარგად ვარ, გმადლობთ. ამ ზაფხულს ჯერ ბებიაჩემის დასთან ვიყავი ასპინძაში სტუმრად, სადაც ძალიან კარგად გავერთე და დავისვენე. მერე ისევ ბებიაჩემმა, მანანა ამირეჯიბმა წამიყვანა თავის მეგობრის აგარაკზე დასასვენებლად თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ იფნარაში. დავდიოდი მდინარეზე, ვკითხულობდი წიგნებს, ვთამაშობდი კომპიუტერზე და ბავშვებთან. დასასვენებლად კიდევ სადმე თუ წავალ, ჯერ არ ვიცი.
– შენ პოპულარული ხარ ბავშვობიდან, როგორ ფიქრობ, რამ მოგიტანა პოპულარობა?
– ვფიქრობ, უპირველესად, დედაჩემის, რუსა ამირეჯიბის შვილობამ და ჩემი დიდი პაპის, ჭაბუა ამირეჯიბის შვილთაშვილობამ, შემდეგ კი უკვე კანის ფერმა, რაშიც კიდევ უფრო ამ ზაფხულს დავრწმუნდი, როცა შევიტყვე, ბანაკ „საპოვნელაში” მეთერთმეტე კლასელი, ასევე ფერადკანიანი გოგონა, თურმე ჩემი ნათესავების ნაცნობებს უმტკიცებდა, რომ რუსა ამირეჯიბის შვილია და მიმი ჰქვია.
– ამჟამად რას საქმიანობ, რა ინტერესები გაქვს? შენ ისეთი გენები გაქვს, რომ ეს ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის.
– ამჟამად, ზაფხულში ჯერ ვისვენებ, სექტემბრიდან კი „მწვანე სკოლას” დავუბრუნდები  (ბაკურ სულაკაურის სკოლა), ვივლი სიმღერაზე, ცეკვაზე და აუზზე, შესაძლოა, კალათბურთზეც, რადგან ჭაბუა პაპას ძალიან უნდა, რომ დედამ კალათბურთზე შემიყვანოს.
– მოდი, ვინც არ იცის, გავარკვიოთ, რას ვგულისხმობდი, როცა გენები ვახსენე...
– ჭაბუა ამირეჯიბის შვილთაშვილი ვარ. ძალიან ვამაყობ და მიყვარს ჭაბუა პაპა. ის, როგორც ამბობენ, საქართველოში ერთ-ერთი ლეგენდარული მწერალი და საზოგადო მოღვაწეა. ამჟამად, როგორც იცით, ბერად შედგა და მამა დავითია. დედაჩემიც მწერალია და როგორც ვიცი, ჭაბუა პაპას ძალიან მოსწონს.
– მამის გენებზეც მიამბე ორიოდ სიტყვით. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?
– მამის მხრიდანაც კარგი გენი უნდა მქონდეს, რადგან ბებიაჩემი ნიგერიაში ყველაზე განთქმული მომღერალი და მოცეკვავე იყო. მამაჩემსაც რეგეის ჯგუფი ჰყავდა ახალგაზრდობაში, სიმღერებს წერდა და მღეროდა. მამამისს, ჩემს ნიგერიელ ბაბუას, დაუჟინია, რომ ჩემმა შვილმა უნივერსიტეტი უნდა დაამთავროსო. ამიტომ, მამაჩემს, რეის, ამის გამო მუსიკალური კარიერა მიუტოვებია და უნივერსიტეტში ჩაუბარებია საინჟინროზე. მამაჩემის ბიძა კი, ერთ-ერთი მხარის, კერძოდ, იბოს გუბერნატორი იყო. ჩემი გვარიც – ჩინეკე – საპატიო ყოფილა, თუ გადმოვთარგმნით, ღმერთს ნიშნავს.
– მიმი, მამაზე და დედაზე მიამბე, სად გაიცნეს მათ ერთმანეთი?
– მამამ და დედამ ერთმანეთი ჰანოვერში გაიცნეს, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. მამას თურმე გაცნობამდე ჰყვარებია რუსა და დიდხანს ცდილობდა მასთან კონტაქტის დამყარებას. შემდეგ, ხასიათების შეუთავსებლობის გამო დაშორდნენ და დედამ საქართველოში წამომიყვანა. მაშინ ხუთი წლის ვიყავი. მას მერე მამა აღარ მინახავს, დაბრუნებიდან ორი წლის მერე, ჩემმა მშობლებმა ერთმანეთთან კონტაქტიც გაწყვიტეს. ვიცი, რომ ამჟამად მამას სხვა ცოლი და შვილები ჰყავს და შტუდგარტში ცხოვრობს.
– რომ შეგეძლოს რამეს შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
– ალბათ კი, შევცვლიდი. სიამოვნებით გავიზრდებოდი დედასთან და მამასთან ერთად.
– როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 10 წლის შემდეგ?
– მე ათი წლის მერე ცნობილი მომღერალი და მსახიობი ვიქნები.
– რას აკეთებ ამისთვის?
– მუსიკაზე დავდივარ. სიმღერაზეც დავდიოდი, მაგრამ ახლა თავიდან მინდა დავიწყო. თეატრალურშიც ჩავაბარებ რომ გავიზრდები, სამსახიობოზე.
– მიმი ვინ დაგარქვა? მოგწონს შენი სახელი? ვის ჰგავხარ?
– სინამდვილეში მქვია მეი, დედამ დამარქვა, „მიმი” კი – მამამ, რადგან ჩემს ნიგერიელ ბებიას, მისი პროფესიის გამო ასე ეძახდნენ. მიმი ნიშნავს წარმოდგენას, რომელშიც გაერთიანებულია დიალოგი, სიმღერა და ცეკვა. მამაჩემი სულ ამბობდა, რომ მე ცნობილი მომღერალი და მსახიობი გამოვალ და ამიტომ, დედამისის მსგავსად, მიმი დამარქვა. მსგავსებით კი, როგორც რუსა ამბობს,  ძალიან ვგავარ მამას. ჩემი სახელიც ძალიან მომწონს.
– „რუსაო”, დედას სახელით მიმართავ?
– დედასაც ვეძახი და სახელითაც მივმართავ, ხან როგორ, ხან როგორ...
– რაზე ოცნებობ?
 – ვოცნებობ და ვაპირებ, რომ ძალიან მაგარი მომღერალი და მსახიობი გავხდე. დედა მეუბნება, რომ კარგად ვისწავლო და სხვა პროფესიაც ავირჩიო. მე კი მინდა, რომ მომღერალი ვიყო და სიმღერებს თვითონ ვწერდე, როგორც ალისია კიის.
– მომიყევი, რაიმე ამბავი, შენი და შენი მეგობრების ცხოვრებიდან, რომელიც რაღაცის გამო განსაკუთრებულად დაგამახსოვრდა.
– ძალიან მტკივნეულად მახსოვს ერთი ამბავი. მე მყავდა ორი მეგობარი, – დები, რაც აქ ჩამოვედი, იქიდან ვიცნობდით ერთმანეთს, მეზობლები ვიყავით და ერთად ვიზრდებოდით. შარშან, როცა უფრო პატარა ვიყავი, ერთი ბიჭი მომეწონა და მათ გავანდე. ერთ-ერთმა დამ კი, წამსვე დაიწყო ლაპარაკი, რომ იმ ბიჭს მოსწონს, როცა ეს ასე არ იყო. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გულის სატკენად ამბობდა ასე. მეორე დღეს ეზოში ჩავედი სათამაშოდ და ეს ამბავი უკვე მთელმა ქუჩამ იცოდა, თვით იმ ბიჭმაც კი. გული მეტკინა, მთელი ღამე ვტიროდი და ერთი კვირა გარეთ არ გავსულვარ. რუსამ ძალიან ინერვიულა ჩემ გამო, ლამის თვითონაც იტირა. ასე მითხრა, რომ მე გამოვცადე პირველი ღალატი მეგობრისგან. მას მერე, მეგობარ დებთან ისე ახლოს აღარ ვარ, მხოლოდ გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს. მე მათ ვაპატიე, მაგრამ აღარ ვენდობი. მეგონა, ჩემს მხარეს იქნებოდნენ...  ჩემი საუკეთესო მეგობარი კი ჩემი ძმა (დეიდაშვილი) ირაკლი ჭარბაძეა, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე სიმპათიური ბიჭია დიდუბეში და რუსა, რომელსაც არაფერს ვუმალავ. ის ყოველთვის მარიგებს და არ მიბრაზდება. კიდევ მყვანან საუკეთესო მეგობრები – ნიკიტა, თათია, ნინი, მარი, გიორგი, ლაშა, ვახო. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ვენდობით და სულ ერთად ვართ.

скачать dle 11.3