კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მოეწვა კლავს“!

ანუ „ტყუილი, ტყუილი, პაპიროზი პირში“

გასულ კვირას ჩვენს ქვეყანაში მავნე ჩვევის – თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ მიმართული ფრიად წარმომადგენლობითი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება კი მართლაც ჩასატარებელი იყო, ვინაიდან, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტი სიგარეტს ეწევა, ხოლო მათგან 91 პროცენტი კი აქტიური, ანუ ყოველდღიური მწეველია, ესე იგი, ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ერთობა პირიდან ბოლის გამოშვებით, დანარჩენები ამ საქმით საფუძვლიანად ყოფილან დაკავებულნი.
ხოლო, რაკი, როგორც გვითხრეს, ეს ერთ-ერთი საშინელი მაჩვენებელია ევროპაში, ანუ ჩვენ, ძირძველი ევროპელები, ახალგაზრდა ევროპელებისგან ბოლამოვსებული ფილტვებითაც განვსხვავდებით, უდავოა, რომ თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლაა გამოსაცხადებელიც და გასაჩაღებელიც.
სწორედ ეს პათოსი აქვს ჩვენს პირველ ქალბატონსაც, რომელმაც ღონისძიებაზე შენიშნა, რომ, მიუხედავად თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის არსებობისა, ევროპელობას, უპირველესად, „პირში პაპიროზი“ გვაშორებს. შესაბამისად, ფიქრობს, რომ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ევროპულ ოჯახში ჩავეწეროთ: კანონმდებლობაც გავამკაცროთ (მიერთებულნი ვყოფილვართ სხვადასხვა კონვენციას, რომლებითაც თამბაქოს დაგმობა გვევალება) და ამ მავნე ჩვევასაც ამოძირკვამდე შევებრძოლოთ (თამბაქოს მწეველთათვის სპეცადგილები უნდა გამოიყოსო).
თამბაქოს მოხმარება, უდავოდ, მავნე ჩვევაა და, როგორც ამბობენ, საიქიოს მიმავალ გზასაც გვიმოკლებსო, თუმცა, ზემონახსენებ ღონისძიებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჩემი პირადი შთაბეჭდილებით,  აქცენტი უფრო მოწევის არაევროპულობაზე იყო გადატანილი. ხოლო, თუ გავიხსენებთ, ევროპისგან, ვაი რომ, მხოლოდ ეს ერთი მავნე ჩვევა არ გვაშორებს , ვითომ, გვაწყენდა, პირის პაპიროზისგან გასუფთავება კუჭის ამოვსებასთან რომ შეგვეთავსებინა?!

скачать dle 11.3